ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კანავარო:”იუვენტუსი აღარ დომინირებს”

ფაბიო კანავარო

ბიანკონერის ექს ცენტრალური მცველი ფაბიო კანავარო იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

“ფაქტია, რომ დღეს ტურინელები უწინდებურად ძლიერები აღარ არიან.. თუნდაც, გასულ სეზონში ბიანკონერი სერია ა-ს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ლიდერობდა..

მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ისინი ცხრილის სათავეში ადგილს ინარჩუნებენ და ამან არაა გამორიცხული მოთამაშეებს საჭირო იმპულსი მიცეს.

მე მხოლოდ მაყურებლის მხრიდან თუ შევაფასებ, რადგან გუნდის შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს ვერ ვისაუბრებ.. ამასთან დაკავშირებით მინიმალური ინფორმაციაც კი არ გამაჩნია.

კრიშტიანო რონალდუ წარმოუდგენელია, რომ რომელიმე გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენდეს.. პორტუგალიელი ჩინებულ კონდიციებშია, მაგრამ ბოლო ხანებში გოლები მხოლოდ მას თუ გააქვს.. მაურისიო სარის მოვალეობაა, რომ სწორი ბალანსი იპოვოს.

ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ ფედერიკო ბერნარდესკის თამაშის საშუალება არ ეძლევა.. იტალიელი საოცარი თვისებებით არის დაჯილდოებული, მაგრამ წინ ევროპის ჩემპიონატია და მისი იმედი მაქვს.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of