ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო ბერნარდესკი – ფეხბურთელი, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ტყვეობაშია

ფედერიკო ბერნარდესკის საოცარმა პერფორმანსმა ატლეტიკოს წინააღმდეგ, გულშემატკივრების გარდა ბევრი ჟურნალისტის მოწონებაც დაიმსახურა, რომლებმაც სხვადასხვა სახის სტატია მიუძღვნეს იტალიელ შემტევს..

გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო საავტორო ნაშრომს, რომელიც კორიერე დელა სპორტის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა.. მან ზოგადად მიმოიხილა სეზონის სტარტიდან მოყოლებული სიტუაცია.. დიბალასთან პაექრობა და ასე შემდეგ..

ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ფეხბურთელზე, რომელსაც იტალიაში ბეილს და დე ბრიუნსაც კი ადარებენ..

მართალია ფედერიკოს ატლეტიკოსთან ჰეთრიქი არ გაუკეთებია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანური მანქანის შესაჩერებლად. გამომუშავებული 11-იანი, ყველაზე მეტჯერ კარში დარტყმული (5) და მოგებული ორთაბრძოლები (5).

მართალია პირველ შეხვედრაში მინდორზე სულ რაღაც მე-80 წუთზე გამოჩნდა, მაგრამ მაინც მოასწრო საჭირო “დრაივის” და მუხტის შემოტანა.. მან 4-ჯერ მოახერხა საჯარიმოში ბურთის გაგზავნა და საჭირო აგრესია შემატა გუნდს, რომელიც მის გამოსვლამდე უსუსურად გამოიყურებოდა.

ბუნებრივია ასეთი ფეხბურთელის მოედანზე ხილვა ხშირად გვსურს, მაგრამ მის ნაცვლად უფრო მეტად დიბალას ვუყურებთ.. რამდენად სამართლიანია ეს ყოველივე თავად შეაფასეთ ოდნავ ქვემოთ..

რა უნდა მომხდარიყო ყველაზე ცუდი პაულო დიბალასთვის? კრიშტიანო რონალდუს იუვეში ტრანსფერი.. დიახ, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს პორტუგალიელის ტურინში გადაბარგებამ, დიბალას კომფორტული გარემო დაარღვია.

სამხრეთ ამერიკელი აღარ იმყოფება სუპერ სტატუსის ამპლუაში და ეტაპობრივად ქრება იუვენტუსის მიმდინარე სათამაშო მოდულიდან.. ფაქტია, რომ ბოლო ნახევარი წელიწადია იგი კარიერის უმნიშვნელოვანეს სეზონს აგდებს.

როდესაც პორტუგალიელი ტურინში გადაბარგდა, ალეგრიმ გადაწყვიტა მეტად მობილური ტაქტიკით ეასპარეზა, რომელიც გულისხმობდა შემტევი სამეულის თავისუფალ გადაადგილებას მოედნის სხვადასხვა ზონაში.. ასე ისინი ერთმანეთს თავისუფალ ზონებს გაუნთავისუფლებდნენ, მაგრამ ადვილია სათქმელად და რთულია შესასრულებლად..

არგენტინელი ყველაზე მეტად თავს კომფორტულად ცენტრიდან ოდნავ მარჯვნივ გრძნობს და აქ საკმაოდ ხშირად ეკვეთებოდა რონალდუს.. შესაბამისად ტაქტიკა განწირული იყო სრული კრახისთვის.

პრინციპში უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა დღემდე არ არის გადაჭრილი.. ალეგრის უჭირს ამ მხრივ ეფექტური მოდულის შეთავაზება. ფაქტია, რომ დიბალას სპეციფიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, გუნდი მასსზე უნდა იყოს აწყობილი, როგორც თავის დროზე ბარსელონამ მთელი ფსონის გაკეთება მესიზე გადაწყვიტა.

შესაბამისად დიბალა ტაქტიკურად საკმაოდ შებოჭილია.. გუნდს უჭირს მისი ეფექტურად გამოყენება. ალეგრი არ წავა ზემოთხსენებულზე ანუ ერთ კონკრეტულ ფიგურაზე თამაშს არ ააწყობს, ხოლო დიბალა ინდივიდუალურად ამ თავსატეხს რიგი მიზეზების გამო ვერ ამოხსნის.

ასეთ სიტუაციაში კი მისი “დუბლიორი” საოცარ შედეგებს აღწევს.. ატლეტიკოსთან მატჩში ეს ყველამ კარგად დაინახა.

ფიორენტინაში არაერთი სეზონის მანძილზე ფედერიკო კარნახობდა მწვრთნელს თუ სად სურდა მოედანზე ყოფნა.. საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანი სეზონი იებში მხოლოდ იმიტომ ჩააგდო, რომ მეგობარ გოგონას დაშორდა. დღეისათვის ჩვენს წინაშე საერთოდ სხვა ადამიანია..

ეს არის ლიდერის უნარ ჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ვალენსიასთან შეხვედრაში რონალდუს დამშვიდება ითავა, როდესაც პორტუგალიელი მოედნიდან ნაადრევად გააძევეს.

ბერნარდესკი ზუსტად ის რბილი ოქროს ბიჭუნა იყო ფიორეში, როგორიც ახლა დიბალაა იუვეში.. მაგრამ მისგან განსხვავებით მან პროგრესი განაგრძო და ახლა ჩვენს წინაშე ფიზიკურად და მენტალურად გაზრდილია მებრძოლია..

დღეისათვის რონალდუსთან ის უფრო ახლოს.. იმდენად თავდაჯერებულად გრძნობს თავს, რომ კაპიტანივით ამშვიდებს ხუთ გზის ოქროს ბურთის მფლობელს.

შარშანდელი სეზონი ბერნამ ვიპ სათადარიგოთა სკამზე გაატარა.. თუმცა, ტრავმამდე 4+3 ჰქონდა დადებული 7 სასტარტოში დაწყებულ მატჩში.. ამ მხრივ ტოპ 5 ლიგაში გოლს + საგოლე გადაცემის თვალსაზრისით საუკეთესოც კი იყო.

აგვისტო-სექტემბერში კი გოლების და გამწვავების კუთხით საუკეთესო მონაცემების პატრონი იყო. საშუალოდ 90 წუთის მანძილზე, ახორციელებდა სამ დრიბლინგს, კარში დარტყმებს და სწორ გადაცემებს.. იმდენად შთამბეჭდავად ირჯებოდა, რომ კაპელოს აღფრთოვანებაც გამოიწვია:

“ბერნარდესკი საკუთარი ინტელექტით დე ბრიუენს მაგონებს.. მას იდენტურად შეუძლია მეტოქის დაცვის ზღუდეების გარღვევა”..

ფაბიო არ ამეტებს, რადგან ფედეს ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ეფექტურად ასპარეზობა.. მიმდინარე სეზონში ჩვენ ვიხილეთ ბერნარდესკი გამთამაშებელი, ბერნარდესკი საყრდენი ნახევარმცველი, ბერნარდესკი მარჯვენა და მარცხენა შემტევი და ბერნარდესკი მარცხენა ლატერალეც კი..

იგი ეფექტურია როგორც პრესინგის დროს, ასევე ფიზიკურ ორთაბრძოლებში, რადგან ამ მხრივ ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე. მისი მარცხენა ფეხით დარტყმული კი ზედმეტ რეკლამას არ საჭიროებს.

გასაგებია, რომ ძირითად შემთხვევებში ბერნა დაღლილი მეტოქეების წინააღმდეგ ირჯება, მაგრამ თავს არც სასტარტოში ირცხვენს.. რაშიც დიბალა ძლიერია, იტალიელი ბევრად ნამდვილად არ ჩამოუვარდება და უფრო უკეთესია სხვა ასპექტებში.

შესაძლოა პოზიციურ შეტევებში იგი არაა ძალზედ ეფექტური, მაგრამ გამჭოლ და ჭკვიანურ გადაცემებში, დარტყმებში მეტად ეფექტურია! იგი მინიმუმ ორჯერ ჯობია მოულოდნელ გადაცემებსა და დაცვაში ასპარეზობაში არგენტინელ 10-იანს..

იტალიელის პროგრესი რონალდუს გუნდში მოსვლას უკავშირდება, თუმცა თავად ალეგრი მის ინტელექტს ასევე განსაკუთრებულად აფასებს. ბერნას არასოდეს დაუმალავს, რომ აღფრთოვანებული იყო პორტუგალიელით.. ახლა კი საწვრთნელი სესიის დროს საუკეთესო თვისებებს “პარავს”..

როგორც რონალდუმ, ბერნამაც საკუთარი სახლი სხვადასხვა სავარჯიშო მოწყობილობებით გაავსო და ფიზიკურ ფორმას ინდივიდუალურად უვლის.

მაშინ როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, ხოლო იტალიელი ფეხბურთელები სხვადასხვა კურორტზე “სელფის” სურათებით იყვნენ დაკავებულები, ბერნა ამ დროს ოფლს ღვრიდა სავარჯიშო კომპლექსში და ძირითადად სურათებს სატრენაჟორო დარბაზიდან აქვეყნებდა.

ბერნარდესკი გაიზარდა მენტალურად და ფიზიკურად, შესაბამისად მას ახლა უკვე შეუძლია მატჩზე ზემოქმედების მოხდენა. მას ბევრი საოცარი თვისება გააჩნია და სტილით გარკვეულწილად ინგლისურ ფეხბურთთან დგას.. ბეილს გვაგონებს, მაგრამ არა იმდენად ფიზიკური სიძლიერით, მაგრამ უკეთესი ტექნიკური მონაცემებით – განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონჩერტიმ.

ბერნა შესაძლოა ფიზიკურად ფიორეშიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მაგრამ ახლა მისი ტრანსფორმაცია თვალშისაცემი და შთამბეჭდავია.. გაიზარდა კუნთოვანი მასა, მკერდის და მხრის ფორმები მეტად გამოიკვეთა. ამ მონაცემებით ის არაკომფორტული მეტოქეა ფიზიკურ ორთაბრძოლებში – საგულისხმოა, რომ იგი ამ ორთაბრძოლების 56.3%-ში იმარჯვებს და მონაცემებით არამარტო დიბალას, არამედ მანჯუკიჩს და რონალდუსაც ჯობნის.

შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოდის, რომ ბერნა სასტარტოს უცვლელი წევრი უნდა იყოს.. იტალიელი მეტად კრეატიულია, ძლიერია, ეფექტურად ირჯება და შეუძლია სხვადასხვა როლის მორგება.. პირობითად იგი მოედანზე ასრულებს დიბალას, დუგლას კოშტას, კუადრადოს და ხედირას დავალებებსაც კი.. შესაბამისად მწვრთნელს ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ერთი შეცვლის ეკონომიას აძლევს, რადგან მისი სხვა პოზიციაზე გადაწევით შეუძლია ტაქტიკური სქემის გადართვა.

თუმცა, მიმდინარე სეზონში მან საოცრად ცოტა წუთი გაატარა მოედანზე.. 912.. და ეს იმის გათვალისწინებითაც, რომ რაღაც პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა.

მიზეზი პრესის ზეწოლა არ არის.. არც ის ფაქტორი, რომ რონალდუ თურმე დიბალას “დაუმეგობრდა”.. ბერნაც ძალიან უყვარს იტალიურ მედიას, ხოლო პორტუგალიელთან აპენინელს მჭიდრო მეგობრობა რომ აკავშირებს ახალი არავისთვის არის..

ტყუილად არ უკიდია რონის ბერნასგან ნაჩუქარი პოსტერი მისაღებში. სწორედ მათი სურათი გამოქვეყნდა იტალიურ სოც-ქსელებში წარწერით:”შავ-თეთრი ძმები”.. ბოლოს და ბოლოს სწორედ რონალდუმ მისცა გადაცემა ბერნარდესკის უშუალოდ საჯარიმოში და ასეთი რამ იშვიათად ხდება პორტუგალიელის შესრულებით..

ერთი შეხედვით ალეგრი არ იჩენს სათანადო ნდობას მის მიმართ. იანგ-ბოიზთან ისტორია ხომ კარგად გახსოვთ? ბერნას კარში დარტყმული გადაცემის ნაცვლად.. ალეგრიმ მომენტალურად შეცვალა იგი და ყვიროდა “აქ ფიორენტინა კი არ არის, ასე რომ იქცევიო”.. არადა რონალდუს ან დიბალას, რომ გაეკეთებინა იდენტური ამ ყოველივეს არაფერი მოყვებოდა.. თამაშიც წყნარად გაგრძელდებოდა. ფაქტია, რომ ალეგრი მასში არა გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მოთამაშეს ხედავს, არამედ მეომარ იუვენტინოს, რომელიც შავ-თეთრი საჯარისო ნაწილის წარმომადგენელია.

ბერნარდესკი საკუთარი მრავალფეროვნების ტყვეობაში აღმოჩნდა.. იგი ფანტასტიკური ტაქტიკური არჩევანია, რომელსაც შეუძლია იუვეს სუსტი წერტილის ეფექტურად შევსება. ელემენტარულად შეხედეთ მის მოედანზე გამოსვლას ატლეტიკოსთან პირველ მატჩში.. როგორი აფეთქებითი ეფექტი მოუტანა ამ ყოველივემ იუვენტუსს.. დიბალასგან და ხედირასგან განსხვავებით, მას სტაბილურად შეუძლია წარმადობის მოტანა იუვესთვის სათადარიგოთა სკამიდან. სწორედ აქ არის ფედე “გაჭედილი”.. არაკომფორტულ ამპლუაში.

ფაქტია, რომ ახლა ალეგრი ასეთ ჯოკერზე უარს არ იტყვის. იგი იშვიათად იცვლის ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულებას. ფედე მრავალ პროფილიანია ვიდრე დიბალა, მაგრამ სკამიდან მეტი ეფექტი შემოაქვს ვიდრე ეს არგენტინელს შეუძლია. შესაბამისად, ჩვენი განხილვის მიწურულს შეგვიძლია თამამად ვივარაუდოდ, რომ ბერნარდესკი როტაციის ფეხბურთელად დარჩება, მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შოუსთვის, რომელსაც იგი ასრულებს თამაშიდან-თამაშამდე..

ბერნარდესკის ძალიან ბევრი შეუძლია.. იგი გუნდისთვის ყოველთვის მზად არის ყველაფერი გაიღოს.. ალეგრი კი ამას შესაბამისად იყენებს და ფეხბურთელს იქ ათამაშებს, სადაც პრობლემები ექმნება..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

25
Leave a Reply

avatar
16 Comment threads
9 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
7 Comment authors
10_means_alexრ ე ა ლ ი ს ტ იALLENATOREjuve-10Giampiero Boniperti Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

“ნაციონალისტური” სტატია არაობიექტური ჟურნალისტისგან, ეროვნული ფაქტორის ამბავია, თუმცა ბერნარდესკი რომ იტალიური ფეხბურთის მომავალია ეჭვგარეშეა… ისე კი ეროვნულის გარდა კიდევ ერთი სიმახინჯეა ამ ხედვაში…ზუსტად ის სიმახინჯე რის გამოც არ ათამაშეს ერთად ჯერ ბაჯო და ალე და შემდეგ ალე და ტოტი…

10_means_alex
იუვენტინო
10_means_alex

მე ტუ მკითხავთ გააჩნია მოწინააღმდეგეს. აი მაგალითად აიაქსთან, ბარსასთან და სიტისთან დიბო ბევრად მეტს გააკეთებს ვიდრე ბერნა

ვეგა
სტუმარი
ვეგა

დიახ ორივეს სასტავში გამოყენება თავისუფლად შეიძლება. მიუხედავად დიდი პატივისცემისა მარიომ უნდა დათმოს სასტავი.

მომავალ წელს კიეზა უნდა მოაგდონ აქ, ეს ტიპი ბუძიზე ისე გიჟდება უარს არ იტყვის. ბევრს ისწავლის ამისგან.

ბუძი მე ნაკრებში დავაფასე მანდ დავინახე მისი ლიდერული თვისება როცა ფინალი გამოტოვა ტიპმა და უფრო მეტს აკეთებდა ვიდრე ის ხალხი ვინც თამაშობდა.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ერთი ფაქტი ფაქტად რჩება დიბალას სტატუსი სულ სხვა გუნდში,მისგან სულ რაღაც დიდს ელიან რასაც ბერნაზე ვერ ვიტყვი არავინ არ ელოდება მის ლიდერობას

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

)))) დიბალაზე ადრეც დავწერე კაი ხნის წინ რო მესუტ ოზილს ემსგავსებოდა მაგის თამაში ))) დიბალა რო ბერნაზე დიდი შესაძლებლობისაა მაგას ლაპარაკი არ უნდა ) უბრალოდ დღეს უკვე ფეხბურთი შეიცვალა )) ყველა ფეხბურთელმა უნდა იშრომოს მოედანზე არამხოლოდ კრეატივს ვგულისხმობ )) დიბალას ეგ საქმე არ გამოდის ) რაშიც ძლიერია მაგის გამოვლენის საშუალებაც აღარ აქვს ) ჯარიმებს ეგ რონალდუზე ბევრად კარგად ასრულებს მაგრამ რად გინდა რონალდუა და მორჩა!!! მისია ეგ საჯარიმოები მიუხედავდ იმასა რო წელიწადში ერთხელ გააქვს საჯარიმოდან გოლი :D )))) მეოერე დიდი მინუსი ის არის რო როცა დიბალას აყენებ შეზღუდული ხარ ტაკტიკურად მწვრთვნელი )) სამწუხაროდ არგენტინელი ვერ განვითარდა ისე რო ყველა მონახაზში… Read more »

რ ე ა ლ ი ს ტ ი
იუვენტინო
რ ე ა ლ ი ს ტ ი

:up: :up: :up: 4-2-3-1 ში ჯერ კიდევ შეიძლება მისი გამოყენება მაგრამ წელს კიუტად არ თამაშობს ალეგრი მასე. გავყიდი კაი ფასად დიბოს მაგრამ ახლა მაგაში 50 ლიმონზე მეტს არავინ გადაიხდის

juve-10
იუვენტინო
juve-10

კი არ ვადარებ, მარა მასე ჩაგდებული სეზონი დელ პიეროსაც ქონდა. თან არაერთხელ! და სკამზეც იჯდა ხოლმე რაღაც პერიოდი.

juve-10
იუვენტინო
juve-10

არის აქ სიმართლის მარცვლებიც, მარა სუბიექტური დამოკიდებულებაც არის ყველაფერთან ერთად)) ჩემთვის პირადად, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც დიბალა უფრო მაღლა დგას! ყველაფერს რო თავი დავანებოთ, შარშან დიბალა რო არ ყოფილიყო, შეილება სკუდეტოც ვერ მოგვეგო) რამდენი გადამწყვეტი თამაში მოიგო მარტომ! მერე კიდე ფაქტიურად იუვენტუსის გაზრდილია. ბავშვი იყო რო მოვიდა და აქ გაიზარდა. ბერნას არაფერს არ ვერჩი.პირიქით! მარა მიუხედვად მაგ ბოლო თამაშისა, ჯერ ნაღდად გადამეტებული მგონია იმის თქმა, რო აი მომავალში გინდა თუ არა ბერნაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და დიბალამ სკამი ხეხოს ან გაიყიდოს. სეზონის დასაწყისშიც იყო ეგეთი სიტუაცია, მარა მერე გამოჩნდა რო ნაკლებად სტაბილურია ბერნა და დაჯდა სკამზე. მარტალია ტრამვებიც ხელს უშლის,… Read more »

Giampiero Boniperti
იუვენტინო
Giampiero Boniperti

სხვათაშორის კიეზაც ბერნარდესკის მსგავსად მშრომელი, მიზანდასახული და ნიჭიერი ბიჭია. მესი ნამდვილად არ არის მაგრამ, ინტერვიუში ახსენა, რომ რონალდოსგან იღებს მაგალითს და ალბათ ასეთი მტიკიცე მენტალობის და ფუტკარი ფეხბურთელებით უფრო სჯობს იუვენტუსის დაკომპლექტება ვიდრე თავში ავარდნილი ფეხბურთელებით. ნეტა გადაედებოდეთ რონალდოს პროფესიონალიზმი. რაც იუვეში მოვიდა მერე დავაფასე ტიპი, ადრე არ მომწონდა. 34 წლის კაცი ყოველ გოლს ისე აღნიშნავს და ისეთი ანთებულია ტელევიზორიდან გადმომედება ხოლმე თამაშის სურვილი. მერე რა ფიზიკურ კონდენციაშია. მაგრად უვლის თავს არ ტრავმიანობს და გადამწყვეტ მომენტში სადაც მესი პენლებს აცუდებს იქ თავის სიტყვას ამბობს ყოველთვის. ბერნას უკვე დაეტყო რონალდოს ეფექტი და იქნებ დანარჩენებიც “დასნებოვდნენ”

Giampiero Boniperti
იუვენტინო
Giampiero Boniperti

ბერნა მალე ამოაგდებს დიბალას სასტავიდან, თუ მანამდე იუვემ არ გაასუხარა 150 მილიონად.ცალსახად 3-5-2 და 4-4-2 წყობით იუვე არ ითამაშებს, ალეგრი სულ როტაციას მიმართავს. დიბალა კიდე ისეთი უნივერსალიც არ არის როგორც ჩანს ხოლმე. სიმართლე ითქვას და გაზარმაცდა ტიპი. ყველაზე მაგარ ფორმაში ეგ ბოლოს ბარსასთან იყო სადაც არა მარტო საჯარიმოში იყო სახიფათო, ბევრი ირბინა ცენტრიდანაც კარგად აჰქონდა საჯარიმოსკენ ბურთი და კარგ გადაცემებსაც ასრულებდა, მერე ტრავმა მიიღო,10 ნომერიც მიიღო და პოზიციურად ცოტა უკან დახევის შემდეგ გოლებსაც მოუკლო და შრომასაც. ბერნარდესკი არის მშრომელი და ჩუმი ტიპი, ახლა დიბალაზე მეტს აკეთებს და სასტავში ყოფნას იმსახურებს დიბალაზე და კოშტაზე მეტად ერთად აღებულს. დაიმახსოვრეთ საქმე საქმეზე რომ… Read more »

paolo rosi
იუვენტინო
paolo rosi

100 პროცენტიან :chuvak: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

აზრის დამთავრება არ დამცალდა ისე დამბლოკეს საიტზე ))) ბაზარიარაა კატარაქტა უნდა გქონდეს რომ ვერ დაინახო რა თამაშიც აჩვენა ბერნამ … ვინ დაიბოღმა და დამბლოკა ეტყობა ! ბოღმით ნათქვამს რაც ეხება სანამ რამეს იტყვი 100 ჯერ დაფიქრდი ვის რას ეუბნები საერთოდ არავინ ხარ ჩემთვის და არ გიცნობ დაუფიქრდი რას ამბობ, არავინ უკარგავს ბერნას კარგ თამაშს და გამიხარდება დაჟე რობალდოს აჯობოს ვის ეწყინება , მაგრამ დიბალასთან შეჯიბრი სულ არაა კორექტული , დიბალას ბევრი გულშემატკივარი ყავს აქ გამსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა , შემოდიან და რას ხედავენ , ჩაჯ…ლი დიბალა , ჩაქიმული დიბალა , რამდენჯერ ყოფილა …

paolo rosi
იუვენტინო
paolo rosi

ვერ ვხედავ ამ სტატიაში პირად სიმპატიებს ნამდვილად ბერნას რო მომატებული აქვს მაგას რად უნდა ბევრი ლაპარაკი და ატლეტიკოსთან რომ რონალდუსთან ერთად საუკეტესო იყო ეგეც ფაქტია.ბერენას ჩაგდებულ თამაშებს რო იხსენებთ დიბალას იმდენი აქვს ჩაგდებული რო ბერნას 5-ჯერ გადაფარავს გრანდებთან კიდე მაგის მაგარი თამაში ერტადერთხელ მახსენდება ბარსასთან ტურინში 3-0-ზე.სტატიას ნორმასლურად უნდა წაკითხვა და აზრის გამოტანა არავის ეწყინება დიბალამ რო ყველა თამაში მაგრად ითამაშოს მაგრამ აშკარად არაა ეგრე ატლეტიკოსთან კიდე მართლა რონალდესკი იყო გადაუარეს დაცვას ნუ სხვებსაც ვერ დაიკარგავთ რა თქმა უნდა განსაკუთრებით ჯანს ტიპმა მარტომ დაიხვია მთელი ატლეტიკოს ნახევარდაცვა ყველგანმავალი იყო კიელომ და ბონუჩიმ კიდე საერთოდ ამოქოლეს დაცვა და არც დიბალა შემოსულა… Read more »

ლექსო ანთია
სტუმარი
ლექსო ანთია

ვინ ამბობს რომ დიბალას ჯობია?!მრავალფეროვანია და იქ იყენებენ სადც გუნდს ჭირდება.დიბალა კი არ დგას იქ სადაც ყველაზე ეფექტურია და გუნდისთვის სარგებელიც ვერ მოაქვს შესაბამისად.თან სტატიაში საკმაოდ კარგად არის განხილული მიზეზები

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ერთი თამაშით ნუ გააღმერთებთ რა ფეხბურთელს! სად იყო მთელი სეზონი ? იმის წინა კიდევ ? რამდენი ჩაგდებული თამაში! სტაბილური იყოს და პირველი მე ვიტყვი დიბალას რომ ჯობია !

x