ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ბოლონიასთან გამართული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 7 – პირველ ბურთზე მისი დადანაშაულება შეუძლებელია.. თუმცა, მატჩის მიწურულს თავის სტატუს კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვავს ხაზს.. გადაარჩინა გუნდი სასწაული რეაქციით..

კუადრადო – 6 – დაცვაში ასპარეზობიდან გამომდინარე მცირედით შეზღუდული იყო, მაგრამ საჭირო დროს გუნდის დახმარებას შემტევ მანევრირებაში მაინც ახერხებდა.

ბონუჩი – 6 – ნახევარი ქულა იმიტომ მოაკლდა, რომ მატჩის მიწურულს რისკზე მიდიოდა საკუთარი ქმედებებით.. სხვა მხრივ ზუსტი და ელეგანტურია.

დე ლიგტი – 6 – პირველ ნახევარში ორი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეორე ნახევარში გაცილებით საიმედოა და თითქმის ყველა სიცარიელეს ავსებს.

ალექს სანდრო – 6.5 – შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დაცვაში უშეცდომოა.. ორ მნიშვნელოვან ბლოკირებას ახორციელებს, რომელიც მისი გუნდისთვის პოტენციურად საგოლე იყო..

ხედირა – 6 – აკადემიურია, მაგრამ რიგ შემთხვევებში მცირეოდენ შეცდომებს ისიც უშვებდა.. ჰქონდა გოლის გატანის შანსიც, მაგრამ სკორუპსკი საიმედოა.

ბენტანკური – 60 წუთიდან – 6 – ეცადა სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ თავადაც რთულ სიტუაციაში მოუხდა მინდორზე გამოსვლა..

პიანიჩი – 7.5 – ბურთს ართმევს ყველას ვინც მის ზონაში ხვდება.. პარტნიორებიდან გამომდინარე მოქმედებს.. ტემპს იჭერს ისე, როგორც სიტუაციას ესაჭიროება.. მართავს საკუთარი გუნდის თამაშს და ამ ყველაფერს შესაშური სიზუსტით ახორციელებს.. და ბოლოს.. იტანს გოლს და გუნდისთვის საჭირო სამი ქულა მოაქვს.

რაბიო – 6 – იწყებს აქტიურად და მერე ითიშება.. შემდგომ ფხიზლდება და კვლავ ითიშება.. რამდენიმე კარგი იდეა და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.. ვხვდებით რაც შეუძლია და მთავარია სტაბილურობის მხრივ მუშაობა გაგრძელდეს.

მატუიდი – 72 წუთიდან – 6 – საჭირო იყო სირბილი და ხისტი თამაში.. ფრანგს ეს ყოველგვარი დაფიქრების გარეშე შემოაქვს.

ბერნარდესკი – 6 – აქვს დიდი სურვილი, რომ მატჩზე ზემოქმედება განახორციელოს.. სწორედ მის მანევრირებას მოაქვს 2-1.. თუმცა, რიგ ეპიზოდებში იკარგება საკუთარ გადაწყვეტილებებში.. თუმცა, ფედე აშკარად სწორი კურსით მიდის.

იგუაინი – 6.5 – გოლი მარტო იმიტომ არ გააქვს, რომ ამ საღამოს სკორუპსკი საიმედოა.. სხვა მხრივ – იღებს რთულ ბურთებს, იბრძვის და თითქმის ყველა ეპიზოდში ძალიან ეფექტურად მოქმედებს პირველ ბურთზე.. ეფექტურად კომბინირებს პარტნიორებთან და იდეალურად ასრულებს მეორე ფორვარდის როლს.

რონალდუ – 7 – მოქმედებს, როგორც გუნდური მოთამაშა, მაგრამ არ ივიწყებს გოლის გატანასაც.. 701 ბურთი კარიერაში! სკორუპსკი უძლურია.. სხვა მხრივ ბევრს ცდილობდა პარტნიორებისთვის იდეალური პირობები შეექმნა..

სარი – 6.5 – იუვენტუსი უმეტესწილად დომინირებდა საკუთარ მეტოქეზე, მაგრამ.. საჭირო გახდა სუპერ ბუფონის ჩართვა, რომ გუნდს გამარჯვება გაეფორმებინა.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
გოგლიკა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
გოგლიკა
სტუმარი
გოგლიკა

რა ბერნარდესკის მანევრირებას მოყვა 2-1))) ბალაგანი იყო და მიუვიდა ბურთი პიანიჩს, ან რა სწორი კურსით მიდის, მაგ კურსით გვინდა ლიგის მოგება?))) დე ლიხტის 6 ძაან ბევრია

ტრიდე
სტუმარი
ტრიდე

დელიხტის თუ ეკუთნოდეს საერთოდ 6 ქულა კიდე 4 ქულა მაქსიმუმ ესეც ბევრია

x