ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ლოკომოტივთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:

შესნი – 6 – გოლი, რომელიც მცველების დაუდევრობით გავიდა და არა მეკარის გამო.. პოლონელმა ახლო დისტანციიდან დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ არავინ აღმოჩნდა სიახლოვეს მის დასაზღვევად.. სხვა მხრივ საიმედოა.

კუადრადო – 6.5 – ერთი-ერთზე რამდენჯერაც მოუწია წასვლა მუდმივად ცდებოდა მოწინააღმდეგეს.. დაცვაშიც პროდიუქტიულად ირჯებოდა და უხეში შეცდომა არ დაუშვია.. კოლუმბიელის სახით მუდმივი იმედი გაქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე იქნება ფეხბურთელი, რომელიც დაუღალავად მიიწევს წინ..

ბონუჩი – 5.5 – მართალია ედერზე საიმედო იყო, მაგრამ სხვა ეპიზოდში პრობლემებს განიცდიდა.. იტალიელი არ იყო ჩვეულად საიმედო ამ შეხვედრაში.

დე ლიგტი – 5.5 – იყო ილუზია, რომ მამაცურად შეერკინებოდა რუსების იერიშებს.. დაწყება ცუდი არ იყო, მაგრამ 90 წუთის მანძილზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და გუნდი ამას მძიმედ იტანდა.

ალექს სანდრო – 6 – კუადრადოსგან განსხვავებით ნაკლებად აქტიური იყო, მაგრამ დაცვაში უდაოდ საიმედო.

ხედირა – 6 – ეს არ იყო თამაში სადაც მეტოქე შენს ნახევარდაცვაში ქაოსის შექმნას ცდილობს.. აგვიანებდა რიგ ეპიზოდებში და ვერ ეხმარებოდა თანაგუნდელებს ზონების მოკლე მალ-მალე დაფარვაში.

იგუაინი – 48 წუთიდან – 6.5 – თავდაპირველად მის ეფექტს ვერ ვხედავთ. მაგრამ როგორც კი თავისუფალი დერეფნები გამონახა, არგენტინელმა დაიწყო მისიის შესრულება, რომელიც რუსებისთვის საბოლოო ჯამში მარცხით დასრულდა.

პიანიჩი – 6.5 – რთულ პერიოდშიც კი, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და თანაგუნდელების შეტევებს ორგანიზებას უკეთებს. კარგ ფორმაშია და ამ შეხვედრამ ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

მატუიდი – 5 – იკარგება საკუთარ მანევრირებაში.. ეს არის შეხვედრა სადაც სიზუსტე ყველაზე მთავარია.. ფრანგი ამ მხრივ გამორჩეული არ ყოფილა.. დიახ, დაუღალავი შრომა და ბრძოლა მისი სტიქიაა, მაგრამ სიზუსტეში ამ საღამოს ნამდვილად მოიკოჭლა.

რაბიო – 65 წუთიდან – 6 – აუცილებელი იყო საჭირო სიზუსტის და ინტენსიურობის შემოტანა.. მან ამ მისიას თავი გაართვა.. დასაწყისისთვის ესეც კარგია.

ბენტანკური – 6 – არ არის მისი პოზიცია, მაგრამ ბრძოლის ჟინით წინ საინტერესოდ მიიწევს. განსაკუთრებით კარგი იყო მატჩის ბოლოს, სადაც შესაშური სიმშვიდით ირჯებოდა.

დიბალა – 8 – შეხვედრა, რომელიც ღრუბლებით დაფარულს ჰგავდა.. თითქოს მოჯადოებულს.. ლა ჯოა შეიძლება არ ბრწყინავდა და სუპერ სასწაულებს არ ჩადიოდა, მაგრამ მისი ზუსტი მოქმედებები კლუბს თამაში ტოვებდა.. ტოვებდა იმედს, რომ ახლა გამოფხიზლდებოდნენ.. საბოლოო ჯამში, მან გათანაბრება აიღო ჯერ საკუთარ თავზე, ხოლო შემდეგ რუსების იმედი ერთი ქულა მაინც წაეღოთ ტურინიდან, თავადვე მოუკლა მეორე ზუსტი დარტყმით.

რონალდუ – 5.5 – ბევრს მოძრაობდა.. ცდილობდა პირველ ხაზზე ეთამაშა, მაგრამ არ იყო მისი საღამო.

სარი – 6.5 – რთულად დაწყებული შეხვედრა, რომელიც მეორე ტაიმში შემოატრიალა. იგი მშვიდად ელოდებოდა ცარიელი ზონების აღმოჩენას, რათა ფეხბურთელებს მისი დავალებები შეესრულებინათ.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

12
Leave a Reply

avatar
10 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
5 Comment authors
Irakli1982Del_PieroBianconeri.10გოგლიკა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
Irakli1982
სტუმარი
Irakli1982

Marto imito ro juveshi movida, mesivit mshishara araa

Irakli1982
სტუმარი
Irakli1982

Ubralod pexburtis azrze tu xar, mixvdebi ra saqmes aketebs, yvela tamashshi ver gaitan juveshi

Irakli1982
სტუმარი
Irakli1982

Cristiano pexburtis mepea

Bianconeri.10
იუვენტინო
Bianconeri.10

რონალდოს ყოფნა მოედანზე,სულ რომ არაფერი გამოსდიოდეს,მაინც რაღაც პონტში გამართლებულია )) რონალდოა რა :D 2 კაცს მინიმუმ აყავს ყოველთვის)) ამ ჯარიმებზე რატო შეილაგა მაგი ვერ გავიგე,ცოცხალ კედელს ვერ ააცილა 2 წელია ))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

azrze araa )))) pianichi da dibala tveshi ertxel artyaven jarimas ukve da egec ar gamodis )) gundshi stabilurad unda iyos erti shemsrulebeli exla es ronaldo kedels ver acilebs burts da vinc kargad asrulebs imatac dakarges mugami da tonusi

Del_Piero
იუვენტინო

მოედანზე უნდა იყოს აბა რა, 30 მილიონს რო უხდი ადამიანს ყველა წუთი უნდა აპახაო :)))

გოგლიკა
სტუმარი
გოგლიკა

დიბალას სკამზე დასმა აღარ შეიძლება, ერთი ის არ მომეწონა ნახევარდაცვაში 3 ხე რო დააყენა, დუგლაშას გამოსვლის მერე იმედია 3 შემტევით ითამაშებენ ოღონდ ბერნა არა რა ))))))))

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

ronaldus rac ar unda cxoveli vezaxot )) tipi 35 wlis xdeba ianvarshi )) ambiciebi ki aqvs ro 90 wt itamashos yvela tamashi tumca eg agar gamova am asakshi ))) unda daasvenon da mat shoris shecvalon unda kidec tamashebshi )))) nu eg uechveli ronaldus survili ar aris da unda ro sul mordanze iyos ))) tavadac unda mixvdes ro ukve agar aris 26 wlis )))

ALLENATORE
იუვენტინო
ALLENATORE

https://youtu.be/Z426qbhDlXY
dzaan saintereso ragaceebs bazrobs evra )) pirloze kieloze da iuveze )

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მგონი ყველაზე ცუდი თამაში იყო ეს რონისთვის, რაც გადმოვიდა) ალბათ კარგი იქნება, თუ დაასვენებს 1 ტური მაინც. გადაიღალა ეგეც ალბათ ზედიზედ ნაკრებში ამდენი თამაში ქონდა.

ირაკლი
სტუმარი
ირაკლი

ისე რონალდო უნდა გაეყვანა და შემოეყვანა ბერნა .. დიბალა არ უნდა გაეყვანა. ჰიგუიანმა ის 30 თუ 25 წუთი უკეთესად ითამაშა ვიდრე რონიმ მთელი თამაში

vega
სტუმარი
vega

მშვენიერი თამაში კარგია ის მომენტი რო თამშის მობრუნება შეძლეს. ეს დადებითად იმოქმედებს ყველანაირად, წაადგებათ და ანახებთ შეცდომებს სად ქონდათ. მუშაობა საჭიროა ბევრ ასპექტში.

ჯერ სრულად უნდა გაიწმინდოს იმ ჩმორის მენტალიტედიდან.

x