ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ტურინული დერბის შემდეგ:

შესნი – 6.5 – უსაზღვროდ კონცენტრირებული და საკმაოდ თამამია მაშინ, როდესაც კარის დატოვება და გარეთ გამოსვლა უწევს.

კუადრადო – 6.5 – დაცვაში პრაქტიკულად გაუვალია.. შეტევაშიც აქტიურობს როგორც ყოველთვის და ჰქმნის სხვაობას მარჯვენა ფლანგზე. ანსალდი მის წინააღმდეგ ირჯება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა.. მხოლოდ ერთხელ გაცდა..

ბონუჩი – 7 – ანდრეა ბელოტი აი ასე აიღო და სეიფში საიმედოდ გამოკეტა.

დე ლიგტი – 7 – ერთ-ერთი წარმატებული მატჩი მას შემდეგ რაც იუვეში გადავიდა. ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, კარგად თამაშობს ლეოსთან ტანდემში და აქრობს ყველაფერს, რაც მის ზონაში შეღწევას ცდილობს.

დე შილიო – 5 – ორი ჩაკეტვა და მორჩა.. დაკარგულია და საოცრად დაბნეული.

ბენტანკური – 6 – ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა. როცა საჭიროა მირალემსაც ეხმარება.

პიანიჩი – 7 – განსხვავებული ტიპის მატჩი იყო.. გჭირდებათ ხისტი თამაში? მირალემი აქ არის.. გჭირდებათ უზადო გადაცემები? მირალემი აქ არის.. ტემპის აწევა ან პირიქით დაწევა? დირიჟორი აქ არის.. ბრწყინვალე ფორმაშია!

მატუიდი – 6 – მუშაობს დაუღალავად.. გადაადგილება მაღალ სიჩქარეებზე და იბრძვის თავდაუზოგავად.. ასრულებს შავ ტაქტიკურ დავალებებს.

ბერნარდესკი – 5 – სოციალურ ქსელში ჰელოუინთან დაკავშირებით, ჯოკერის კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებდა.. როგორ ქაოსსაც ის ქმნის გოთემში, ზუსტად ისეთივე გაუგებრობები ხდებოდა მოედანზე.. სურვილი იყო, მაგრამ გუნდს ვერაფრით ვერ დაეხმარა.

რემზი – 6.5 – 67 წუთიდან – მოაქვს საჭირო სიმშვიდე.

დიბალა – 6 – სერიოზული პრესინგის ქვეშ იმყოფება.. იბრძვის და ცდილობს პარტნიორებთან კომბინირებას.. აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სივრცე არ მიცემია.

იგუაინი – 6.5 – 60 წუთიდან – ადასტურებს, რომ ბრწყინვალე ფორმაშია.. გამოდის თუ არა სუპერ დარტყმას ახორციელებს და რომ არა სირიგუს სასწაულებრივი რეაქცია გოლსაც გაიტანდა. თუმცა, ეხმარება პარტნიორს – დე ლიგტზე საგოლე გადაცემა.

რონალდუ – 6 – ცოტათი არაზუსტია, მაგრამ მეტოქის დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ყავს.

სარი – 6 – იუვენტუსი არ ბრწყინავს, მაგრამ იმარჯვებს. მწვრთნელის მითითებებს ფეხბურთელები კარგად ასრულებენ, მაგრამ..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
ა. მატრი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ა. მატრი
სტუმარი
ა. მატრი

დე ლიხტს მეოთხე შეხვედრაში რომ ხელზე ხვდება და პენალტს არგვიდებენ? წინა თამაშშიც გაატარეს ეგ მომენტი. მაგ დროს მირჩევნია დაგვიდონ პენალტი ვიდრე მსაჯების დახმარების იალიკი მოგვაკრან

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მაგრამ არა უნაკლოდ და უშეცდომოდ რადგან მხოლოდ ამ სეონის დასაწყიშში ჩაიბარა გუნდი
ჯერ ისევ არის ბევრი უაზრდ დაკარგული ბურთი არაზუსტი პასები და გამოუყენებელი მომენტები რაც სარის სტილს დიდ დაღს ასვავს

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

magram ????? sainteresoa gaagrzele )))

x