ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

კრიშტიანო რონალდუ

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს მილანთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 7 – დამაჯერებელია თითოეულ ეპიზოდში. თუ ლოკომოტივთან შეხვედრაში ბონუჩიმ განაცხადა, რომ არა ის იუვე ერთ ქულას აიღებდა, ამჯერად იდენტურის თქმა პოლონელ მეკარეს შეუძლია.

კუადრადო – 6.5 – კოლუმბიელი თანაბრად კარგია შეტევაშიც და დაცვაშიც.. თამაშიდან თამაშამდე უმატებს და სულ უფრო შეუცვლელი ხდება.

ბონუჩი – 6.5 – მთელი 90 წუთის მანძილზე, პიონტეკი მას მხოლოდ ერთხელ დაუსხლტდა. სხვა მხრივ პოლონელი მოედნიდან გააქრო.

დე ლიგტი – 7 – გადაულახავი კედელია მილანისთვის. სადაც კი შეხვდნენ ჰოლანდიელს ამ უკანასკნელმა არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.

ალექს სანდრო – 6 – იყო ეპიზოდები, როდესაც კონტი მას გაცდა.. მაგრამ საერთო ჯამში ბრაზილიელი არ ტოვებდა თავისუფალ სივრცეს.. შესაძლოა გადაღლამ თავისი როლი ითამაშა და დროა დაისვენოს.

ბენტანკური – 6 – შესაძლოა არ არის ჩვეულად ზუსტი, მაგრამ გუნდისთვის მაქსიმუმს იღებს და იბრძვის თავდაუზოგავად.

პიანიჩი – 5.5 – მაღალი დონის თამაშების შემდეგ, ჯერ რუსეთში არ გავდა საკუთარ თავს და ახლა ტურინშიც მილანის წინააღმდეგ. ვერ გრძნობდა ტემპს და ვერ მიყავდა გუნდი გააზრებულ იერიშში.

მატუიდი – 5 – არანაირი იდეა, მხოლოდ კუნთები.. გადაადგილება დაუღალავად, მაგრამ უფანტაზიოდ.. მეტი შეეძლო – ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა დაგვიტოვა.

რაბიო – 70 წუთიდან – 6 – ცუდად შემოდის, მაგრამ კარში კარგი დარტყმით მცირედით აუმჯობესებს საერთო სურათს.

ბერნარდესკი – 5 – იდენტურად ცუდი როგორც უწინდებურ მატჩებში. როგორც კი რაიმე კარგს გააკეთებს, მომენტალურად აფუჭებს ყველაფერს.. დროა გონს მოეგოს.

კოშტა – 61 წუთიდან – 6.5 – შემოდის და სრული ქაოსი და ნერვოზი მოაქვს მილანელებისთვის. დუგლასის ეფექტი!

იგუაინი – 6.5 – უკვე ყოველი ჩვენთაგანი მიეჩვია, რომ არგენტინელი ამ სეზონში გუნდისთვის ბევრს იღებს. ასე იყო ამ დაპირისპირებაშიც!

რონალდუ – 5 – იშვიათად ჩნდება საჭირო ადგილას და როცა მაინც იქ ჩნდება, სამწუხაროდ არაზუსტია.. არ ბრწყინავს, შეცდომებს უშვებს და ერთი სიტყვით აჩრდილია იმ ფეხბურთელის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო რამდენჯერმე მოიგო..

პაულო დიბალა – 55 წუთიდან – 7.5 – გამოდის, იღებს ლიდერის ფუნქციას საკუთარ თავზე და გუნდისთვის სწორი დარტყმით გამარჯვება მოაქვს.. ფანტასტიურ ფორმაშია და საინტერესოა სადამდე აპირებს მის ასე გამოყენებას მაურისიო სარი..

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x