ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

როდრიგო ბენტანკური

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ლაციოსთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 7 – მის პარტნიორებს ასეთი უსახური მატჩი რომ არ ჩაეტარებინათ შესნი უდაოდ გმირი იქნებოდა.. 11-იანიც მოიგერია, დამატებაზე მისულ სხვა მოთამაშის დარტყმულიც მოიგერია, მატჩის მიწურულსაც ერთი-ერთზე დარჩენილ მეტოქესთანაც იმარჯვა, მაგრამ..

კუადრადო – 5 – უსახური მატჩი და მოედნის ნაადრევად დატოვება, რომელიც აბსოლუტურად სწორი იყო. 

ბონუჩი – 5 – ვერ დაეხმარა გუნდს.. არ იყო ის ლიდერი ვინც ჭირდებოდათ.. პირველ ბურთზეც ცუდ პოზიციას ირჩევს და მთელი თამაშის მანძილზე სერიოზულ პრობლემებს განიცდის.

დე ლიხტი – 5.5 – მილინკოვიჩ-სავიჩმა პატარა ბავშვივით გააბითურა როდესაც მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და სრულიად თავისუფლად იუვეს კუბოში მეორე ლურსმანი ჩაასო. და სად იყო დე ლიხტი? იგი ამ კადრს პირველი ადგილიდან მშვიდად უყურებდა.. 

ალექს სანდრო – 6 – თანაგუნდელებისგან უდაოდ საუკეთესოა. ყოველ შემთხვევაში მცველებიდან.. საიმედოა და მაქსიმალურად ცდილობს საჭირო დროს საჭირო ადგილას გაჩნდეს.

ბენტანკური – 7 – უცნაურია.. პიანიჩის რეგრესის ფონზე ბენტანკური პროგრესირებს.. ბურთის ართმევა, სწორი გადაცემები, მაღალი ტემპის შენარჩუნება და დაუღალავი გადაადგილება მთელს მოედანზე.. მისმა ტრავმამ იუვენტუსს დიდი პრობლემები მოუტანა.

ემრე ჯანი – 5 – 40 წუთიდან – ცუდად ჩაერთო.. გასაგებია, რომ ლიგის განცხადში არ შეიყვანეს და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ არ გავს ფეხბურთელს, რომელიც იუვენტუსის მაისურით მოედანზე უნდა იყოს. 

პიანიჩი – 5.5 – ინერციით მოთამაშე გუნდი ხომ გინახავთ? და მირალემი არის ფეხბურთელი, რომელიც რობოტივით მოქმედებს.. არანაირი ზედმეტი ფანტაზია ან ხელშეწყობა.. პერიოდული გამონათებაც აღარ ჩანს. პრობლემა თვალშისაცემია. 

მატუიდი – 5.5 – თავდაპირველად ნორმალურად იწყებს, მაგრამ ლაციოს შუახაზის პრესინგის ფონზე ისიც უკან იხევს.

ბერნარდესკი – 6 – პარადოქსია, მაგრამ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ფედერიკო უკეთესად გამოიყურებოდა. ახორციელებდა პრესინგს და როცა მოედანზე იყო, ლაციოს შუახაზი ასეთ ზეწოლას ტურინელებზე იშვიათად ახორციელებდა. ცდილობს პარტნიორებისთვის წინ საჭირო სივრცის მოპოვებას და ორჯერ გოლის გატანაც შეეძლო. 

დანილო – 5.5 – 71 წუთზე – მინდორზე გაძევებული კუადრადოს ზონაში შედის, მაგრამ.. ერთ ეპიზოდში, როდესაც გუნდი დიდი ძალებით იყო შეტევაზე გადასული, ურტყამს შორიდან ისე, რომ ამერიკული ფეხბურთის კვოტერბეკსაც კი შეშურდებოდა. აპლოდისმენტები ნაკლებად და დიდი აგრესია თანაგუნდელებისგან ნამდვილად დაიმსახურა.

დიბალა – 6 – ნორმალური პირველი ტაიმი.. მეორეში სტრაკოშას საჩუქარს არ იყენებს, არადა.. 

რონალდუ – 7 – პორტუგალიელი დაბრუნების გზას დაადგა.. იგი ცოცხალია, აქ არის და ძალიან სახიფათოა.. სოლო რეიდები, გუნდზე თამაში, გადაცემები და ასე შემდეგ.

სარი – 5 – გუნდს არ ეტყობოდა, რომ გამარჯვების მოპოვება მთელი არსით სურდა.. იუვეს თვალებში სათანადო დოზით ცეცხლი აღარ გიზგიზებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of