ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გონსალო იგუაინი - კრიშტიანო რონალდუ

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს უდინეზესთან გამართული დაპირისპირების შემდეგ:

 

ჯანლუიჯი ბუფონი – 6.5 – ტრადიციული “ადმინისტრირება” და ჩვეული კონცენტრირება. ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა დაცვის ხაზს.. პერიოდული აპლოდისმენტები მის მიმართ, რომელიც ახალ და ახალ რეკორდს ამყარებს იუვენტუსის შავ-თეთრი მაისურით.

დანილო – 6 – თავიდან მცირეოდენი უზუსტობა, მაგრამ წუთიდან წუთამდე იზრდება.

დემირალი – 7 – მშვენიერი გაგრძელება ლევერკუზენთან გამართული მატჩის შემდეგ.. ყველას და ყველაფერს ანადგურებს რაც წინ უდგას.. მის ზონაში თქვენ, მხოლოდ სიკვდილი გელით.. დიახ, ეს მერიჰ დემირალია!

ბონუჩი – 7.5 – გარდა იმისა, რომ დაცვაში საიმედო დუეტი შექმნა თურქ უკანახაზელთან ერთად, ნაყოფიერია შემტევ მანევრირებებშიც.. პიანიჩის არ ყოფნაში მან ითავა გრძელი დიაგონალური გადაცემები..

დე შილიო – 6.5 – ტრავმის შემდეგ მისი ასპარეზობა მატჩიდან მატჩამდე უკეთსია.. თითქოს სარიმ ზუსტი პოზიცია ან როლი უპოვა.. ფაქტია, მატია პროგრესირებს და მას აღფრთოვანებაში მოყავს არამარტო ტიფოზერია, არამედ კრიშტიანო რონალდუც, რომელმაც იტალიელ მცველს არაერთხელ მიუძღვნა  აპლოდისმენტები.

ბენტანკური – 6.5 – შესაძლოა ურუგვაელი არ გამოირჩევა პიანიჩის ნაირი ელეგანტური გადაცემებით, თუმცა მისი ბრძოლა, გადაადგილებები და მაღალი ინტენსიურობა დღევანდელ იუვენტუს დიდ დახმარებას უწევს.

მატუიდი – 6.5 – ჩვეული აგრესია, რომელიც ნახევარდაცვაში იუვენტუსის გამარჯვებას კითხვების გარეშე ადასტურებს. 

რაბიო – 6.5 – პოზიტიური თამაში ლევერკუზენის შემდეგ.. ბაიერთან მატჩის მეორე ნახევარში ფრანგი კარგი იყო და ახლაც მშენიერი შთაბეჭდილება დატოვა. კონცენტრირებული და გუნდზე მომუშავე.. მომავლისთვის ეს კარგი შეტყობინებაა . 

დიბალა – 7.5 – ფანტასტიური გოლი რომელიც VAR-მა გააუქმა.. თუმცა, არგენტინელისგან თითოეულ წამს რაღაც უნდა ელოდო. დიახ, მას ნებისმიერ წამს შეუძლია საოცრების ჩადენა.. ბრწყინვალე ფორმაშია და თითოეულ დაპირისპირებაში მკაფიოდ ადასტურებს.

რონალდუ – 8 – კიბორგი დაბრუნდა.. დაბრუნდა ძლევამოსილი და დაუნდობელი ხასიათით.. ანადგურებს ყველას და ყველაფერს.. მის წინ ჩვეულად აკანკალებულ მეტოქეს ვხედავთ და იგი არავის დაინდობს, რადგან ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური მოსაზრების ატანა მოუხდა.

იგუაინი – 7.5 – აპლოდისმენტები მთელი მატჩის განმავლობაში.. გონსალო იუვენტუსის ტიფოზერიისთვის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა.. ბუნებრივია არგენტინელისთვის ეს ყოველივე ძალზედ ემოციურია და იგი გუნდისთვის მაქსიმუმს იღებს.. ყოველთვის მზად არის, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე საკუთარი გუნდის მაისურისთვის ყველაფერი დადოს. 

სარი – 7 – იუვენტუსი მხიარულია.. ლაღია და უტევს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე.. მშვიდად და სასიამოვნოდ. 

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
მარქსიზმ-ლენინიზმიგოგლიკა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
მარქსიზმ-ლენინიზმი
სტუმარი
მარქსიზმ-ლენინიზმი

დემირალი ყველას მაგრად მოგწონს და გვეიმედება. პროსტა იზმენა არ გაქვთ აკიდებული? სპინაცოლაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო და რაღაც სერიოზული დასაბუთებების გარეშე უცბად დღევანდელი მდგომარეობისთის კაპიკებად ყიდიან ხოლმე ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებსაც არც მოტივაცია აკლიათ, არც დუხი და არც არაფერი

გოგლიკა
სტუმარი
გოგლიკა

იგუაინსაც დიბალასაც და რონალდოსაც 7.5 შეფასება, არა კაცო საერთოდ ვერ თამაშობებ ერთად