ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

რომა - იუვენტუსი

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6 – მატჩის უმეტეს ნაწილში სათანადო დონეზე ხვდება ყველა გამოძახილს. თუმც, მატჩის მიწურულს მცირეოდენი ქაოსი შეიმჩნევა.

კუადრადო – 6 – პირველ 45 წუთში კოლაროვს ბევრ პრობლემას უქმნიდა. შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ხოლო დასკვნით ეტაპზე მწვრთნელის გადაწყვეტილებით ოდნავ წინ აწეულად ასრულებს.

ბონუჩი – 6.5 – მიუხედავად იმისა, რომ მალევე მოხდა მისი პარტნიორის შეცვლა ცენტრალურ ზონაში, იგი შესაშური ხარისხით ასპარეზობდა. კარგად აკონტროლებდა უკანა ხაზის მოქმედებს.

დემირალი – 7 – იმ მცირე დროში იყო ყველაფერი.. საიმედო მოქმედებები უკანა ხაზში, გატანილი გოლი და ის საჭირო ენერგია რაც მას გააჩნია. სამწუხაროდ, პირველივე ტაიმში იღებს მძიმე ტრავმას, რომლის გამოც სეზონი ნაადრევად დაასრულა.

დე ლიხტი – 6.5 – დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მინდორზე ბრუნდება და მატჩის მნიშვნელოვან მონაკვეთში ჯეკოსთან ორთაბრძოლისას ყველას აჩვენებს, თუ რაოდენ მაღალი დონის არის.

ალექს სანდრო – 6 – დაცვაში კარგია, მაგრამ წინ წასვლაზე იმავეს ვერ ვიტყვით.

რაბიო – 6.5 – უდაოდ კარგი მატჩი.. პოზიტიური ნიშნები უფრო მეტი ინტენსიურობით.. როგორც ჩანს ადაპტაციის პროცესი წარმატებით ვითარდება და ფრანგი უფრო მეტად გრძნობს გუნდის მოთხოვნებს.

პიანიჩი – 5.5 – როდესაც რომა შეტევაზე გადადის, ან პრესინგზე მირალემი სერიოზული პრობლემის წინაშე იმყოფება. რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა რომელიც გუნდს შესაძლოა იმაზე ძვირად დაჯდომოდა ვიდრე წარმოედგინა.

მატუიდი – 6 – ჩვეული ბრძოლა და დაუღალავი გადაადგილებები. ამ საღამოს ასევე ცდილობდა პარტნიორებს კომბინაციურ ფეხბურთშიც არ ჩამორჩენოდა.

რემზი – 6 – ასრულებს მწვრთნელის უშუალო მითითებებს.. რიგ შემთხვევებში მესამე ფორვარდის როლშიც გვევლინება.. კარგად მოქმედებს ორ ფორვარდთან.. იყო შეცდომები, თუმცა საგანგაშო არაფერი. 

დანილო – 69 წუთიდან – 6 – პასიურად ერთვება, მაგრამ გაშვებული ბურთის შემდეგ გონზე მოდის და საიმედოა.

დიბალა – 7 – მის ზონაში გაგზავნილი ბურთი ყოველთვის რაღაც საინტერესოს გვიმზადებს. ეხმარება დემირალს, ეხმარება თითოეულ პარტნიორს რომელიც ბურთის ამოტანისას პრობლემებს განიცდის. რომაელთა დაცვის ხაზში სიცარიელეს სწორედ არგენტინელი ქმნის.

იგუაინი – 69 წუთიდან – 5.5 – გოლი რომელიც თამაშგარის გამო გაუქმდა.. სხვა მხრივ ქონდა შანსი რომელიც ვერ გამოიყენა.. მანჩინი სხვა შემთხვევებში საიმედოდ კეტავდა.

რონალდუ – 6.5 – კონცენტრირებული, მოტივირებული და სახიფათო. უშანსოდ ტოვებს 11-იანიდან პაუ ლოპეს. 

სარი – 6.5 – აკონტროლებს შეხვედრას, რომლის სცენარსაც მატჩის მიმდინარეობის დროს თავადვე ცვლის. 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of