ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფიორენტინა – იუვენტუსი (პროგნოზი)

დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ტურინის იუვენტუსი სტუმრად ფლორენციის ფიორენტინას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23.45 წუთზე დაიწყება.

გთავაზობთ იტალიური მედიის პროგნოზს.

სავარაუდო ანგარიში 1:2 – ფლორენციაში იუვენტუსს ნამდვილად არ უყვართ. გუნდის და მთლიანად ქალაქის მიზანი მოქმედი ჩემპიონების შეჩერება იქნება. ამასთან “იებს” ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, რადგან ისინი მხოლოდ მე-9 ადგილზე არიან და ევროზონას საკმაოდ ჩამორჩებიან.

ევროპა ლიგის გარეშე დარჩენა ფიორენტინასთვის საშინელება იქნება. პაულო სოუზას თავზე ღრუბელი ახლოვდება. იტალიის თასზე გუნდმა გაჭირვებით დაამარცხა კიევო(1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი, დამატებით წუთზე, ფედერიკო ბერნარდესკიმ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

შეტევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კალინიჩზე, რომლის მომავალიც ასევე ბურუსით არის მოცული. ხორვატი შემტევი ჩინეთის ჩემპიონატთან საკმაოდ ახლოს არის, სადაც შესაძლოა პარტნიორობა ტურინის იუვენტუსის ყოფილ სამიზნეს აქსელ ვიტსელს გაუწიოს.

ტურინელთა მდგომარეობას კი დეტალური აღწერა ნამდვილად არ სჭირდება: ბიანკონერი ბრწყინვალე სვლას განაგრძობს. მათი გამარჯვებების სერია ამ დროისთვის 6-მდე აღწევს. გუნდს 6 კვირიანი ტრავმის შემდეგ ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა. გამოჯანმრთელდა ბუფონიც, რომელმაც ბოლო შეხვედრა გაციების გამო გამოტოვა.

შეტევაში მასიმილიანო ალეგრის საკმაოდ დიდი თავსატეხი აქვს: უნდა გადაწყვიტოს და მანჯუკიჩი-იგუაინიდან ერთ-ერთი სათადარიგოთა სკამზე დატოვოს.

დანაკლისი, რა თქმა უნდა, არის. ალვეში კვლავ ლაზარეთშია, ლიხშტაინერი დისკვალიფიცირებულია, ბენატია და ლემინა კი – აფრიკის თასზე იმყოფებიან. ყველაფრის მიუხედავად ტურინული გრანდი აშკარა ფავორიტია.

იტალიური ბუკმეიკერების კოეფიციენტები:
ფიორენტინა – 4.57
ფრე – 3.59
იუვენტუსი – 1.81

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

39
Leave a Reply

avatar
24 Comment threads
15 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
5 Comment authors
vacheishviliმილანისტაVegatengoDYBALA Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
vacheishvili
იუვენტინო

პიანიჩს რატო არ ატამაშებს?

Maradona73
სტუმარი
Maradona73

პიაცას ფორმაში შესვლა მინდა ყველაზე მეტად, დიდი პოტენციალი აქვს.

Shako
იუვენტინო
Shako

ძმებო, ექშენს რა სჭირს? :vaime:

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

ბიჯოოო ნუ ხართ ეს მილანელები ძალიან სუბიექტურები. იუვეს თუ ახალგაზრდები არ ყავს ვის ყავს აბა???
რუგანი მატიელო მანდრაგორა კინი კალდარა, ასევე სატრანსფერო უფლება ბერარდიზე, ორსოლინი, კლემენცა ცოტააა????

Maradona73
სტუმარი
Maradona73

კასტანოსიც კაი ბიჭია პრიმავერაში, ეხლა პესკარაში გაუშვეს პრაქტიკა რომ ჰქონდეს.

GALATASARAY SK
სტუმარი
GALATASARAY SK

იუვეს ფანები უფრო სუბიექტურები ხართ, რუგანი რომანიოლის ჯობიაო რო ამბობ:დდდ

Vega
იუვენტინო
Vega

რიკარდო ორსოლინი: https://www.youtube.com/watch?v=xk7unp3cNQM

ძაან მომწონს მაგარი ბიჭიააა. მიდი ძმაო გაგვახარეეეე. წარმატებებს გისურვებ ძმაო. ასევე კალდარას. იუვეს და ასევე იტალიის მომავალი ხართ ვერასტისთან და ბერარდი და ბერნადერსკისთან, ვერატიზე რა ისმის ძმებო? აუ ეს თუ ვითრიეთ მერე მთელ მსოფლიოს მოვაჯდებით რა რომის იმპერიასავით.

tengo
სტუმარი
tengo

ბიჭებო ლივერპული მანჩესტერს სად ვუყურო? რამე კაი ლინკი დამიწერეთ რაა

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

ლინკს არ დებს და გოოოოლ.ორგ აქ ნახე

Tengo
სტუმარი
Tengo

Madloba

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

სიტის და გვარდიოლას დდშშ 14.01.17 16:30 ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი ინგლისი / პრემიერლიგა 4:0 1 (მატჩის შედეგი 1 X 2 ) 1.35 14.01.17 19:00 სუონსი სიტი – არსენალი ინგლისი / პრემიერლიგა 0:4 2 (მატჩის შედეგი 1 X 2 ) 1.55 14.01.17 19:15 ბარსელონა – ლას პალმასი ესპანეთი / პრიმერადივიზიონი 5:0 1 (მატჩის შედეგი 1 X 2 ) 1.13 14.01.17 21:30 ატლეტიკო მ. – ბეტისი ესპანეთი / პრიმერადივიზიონი 1:0 1 (მატჩის შედეგი 1 X 2 ) 1.25 14.01.17 23:45 ინტერი – კიევო იტალია / სერია A 3:1 1 (მატჩის შედეგი 1 X 2 ) 1.48 15.01.17 17:30 ევერტონი – მანჩესტერ სიტი… Read more »

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

აიაქსის თამაშს ვინ უყურა?კლუივერტის ბიჭმა ითამაშა ძაან კარგად,იმედია დააკვირდებიან

DYBALA
სტუმარი
DYBALA

რუგანი და რომანიოლი გამომრჩა :forza: :forza: :forza: :forza:

DYBALA
სტუმარი
DYBALA

ატალანტა მაგარი გუნდია 3 ადგილისთვის მაგრად დაიძაბა ჩემპიონატი. თან იტალიას მაგარი ახალგაზრდობა ეზრდება:ბელოტი, ბერნარდესკი,ბერრარდი,ბაზელი, კალდარა კონტი პეტანგა ჯიჯი დონა,ვრატიც იტალიის მომავალია :forza: :forza: :forza: :forza:

GALATASARAY SK
სტუმარი
GALATASARAY SK

ბერარდის და ბაზელის ერთ დონეზე დარჩნენ, მომავალია ლოკატელი, დონარუმა, რომანიოლი, ვერატი, ბელოტი, კალაბრია

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

:lool: :lool: :lool: ჩამოთვალა მილანის სასტავი :lool: :lool:

GALATASARAY SK
სტუმარი
GALATASARAY SK

აბა ჯუვედან იტალიის მომავალი დამისახელე ერთი, რაღაც არავინ მაგონდება)))

მილანისტა
სტუმარი
მილანისტა

მხოლოდ და მხოლოდ რუგანი და ვსიო… ისიც ვენტურა თუ მიცემს შანსს იმიტო რო ახალგაზრდაა და თუ ვინიცობა რამე დადგეს იტალიას დიდხანს ეყოფა.
თორე დონარუმა, ლოკატელი და რომანიოლი რო უეჭველად ძაან მაგარი იგროკები დადგებიან მაგაში არ შემედავოს არავინ (ნუ ტრამვებს თ არ აირტყამენ რათქმაუნდა)

ანონიმური
სტუმარი

მილანის ფანი ვარ მაგრამ იუვენტუსს ვაფასებ როგორც ლეგენდარულ იტალიურ გუნდს მართალია მილანის გულშემატკუვარი ვარ მაგრამ ერთადერთი გუნდია იუვე იტალიაში დღესდღეობით რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია. ფორცა მილან !!! ფორცა იუვე!!! მერდაა ინტერ!!!

maradona 73
სტუმარი
maradona 73

:up:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

გაიხარე ძმაო

GALATASARAY SK
სტუმარი
GALATASARAY SK

დღეს მგონია რო დაადუღებენ ზებრებს, ბერნარდესკის იმედი მაქ რო თავისებურად შეასრულებს))

maradona 73
სტუმარი
maradona 73

აბა შენ იცი :lool:

GALATASARAY SK
სტუმარი
GALATASARAY SK

მე არა მაგრამ ფიორენტინამ კი იცის, ილიჩიჩის და ბერნარდა შეასრულებენ

bususa44
სტუმარი
bususa44

tan italiis imedia magari igrokia

bususa44
სტუმარი
bususa44

dzalian teqnikuri igrokia orsolini sagol iuve :forza:

maradona 73
სტუმარი
maradona 73

კალიარიმ გადაჭრა შუაზე ჯენოა, 4-1 უგებს. ვისთან წავაგეთ :blin:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ჯენოას თასზე აქვს სათამაშო 3 დღეში და ჩემპიონატში აღარაფერი არ უნდა ამიტომ მთლიანად დაზოგა ძალები

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

აუ საღოლ ტო ორსოლინი დავითრიეთ რას უბერავს ნახეთ რა ვიდეოებიდან გავიცანი და ეტყობა რი დიდი ნიჭი აქვს

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ორსოლინის ინტერვიუ დადეთ

bususa44
სტუმარი
bususa44

ratqmaunda unda movigot radgan male ligac mova da metad daitvirteba principuli tamashebit gundi.dges vgebt :forza: :juvee:

ლექსო ანთია
სტუმარი
ლექსო ანთია

დაბალა,პიანიჩი,რუგანი,კვადრადო,ორსოლინი,კალდარა,კომანი(27მილიონი)პოგბა(105)და ბევრი კიდევ ალბათ გამომრჩა,მაროტა სუპერ მენეჯერია

ლექსო ანთია
სტუმარი
ლექსო ანთია

კიელინი თუ ჯანმრთელადაა სულ სასთავში უნდა იყოს

ლექსო ანთია
სტუმარი
ლექსო ანთია

კიელინი და ზამენა მარაზმია

Shako
იუვენტინო
Shako

დავადებთ ამჯერადაც))) ისე ვინც ტოტალიზატორისთვის უნდა 2.5-ზე მეტი იუვეს ბარათები 2.40 ქონდა კუში და დავდე :c:

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

ამ სასტავით გავა იუვე
ჯიჯი
ბარძალი-ბონუჩი კიელინი
კვადრატა-ცხენდო-მარკეზე-პიანიჩი-სანდრო (ასსამოა)
დიბალა-იგუ

Maradona73
სტუმარი
Maradona73

მეც ეგრე მგონია

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ რატა კიდევ უფრო გავიმყაროთ ადგილი სერია ა-ში

—————————–ბუფონი—————————

რუგანი————-ბარძალი———–ბონუჩი————სანდრო

———-ხედრირა———–რინკონი———-მარკიზიო———

—————————-პიანიჩი—————————-

—————დიბალა——————-იგუაინი—————

სათადარიგო
მეკარეები: ნეტო, აუდერო
მცველები: კიელინი, ასამოა
ნახევარ მცველები: კვადრადო, სტურარო, ჰერნანეში
თავდამსხმელები: პიაცა, მანძუკიჩი.

ფიცხელა
სტუმარი
ფიცხელა

რუგანის რა უნდა კრაიზე?

x