ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“შეთქმულების თეორია” – საგა გრძელდება

გრძელდება საუბარი “შეთქმულების” ვერსიაზე.. პოგბას საქმე სულ უფრო და უფრო დამღლელი და ერთფეროვანი ხდება.. მხარეები თანხმდებიან, შემდგომ რაიოლას პროცენტს აგვარებენ.. საერთო თანხაზე მსჯელობენ.. პოგბას კონტრაქტზე.. ეს უკვე მერამდენე თვეა ტრიალებს ერთი მიმართულებით:


(მასალა მომზადებულია რუსული წყაროს მიხედვით, რომელიც ჩვენს მოსაზრებასთან ახლოს არის. პირველი სტატია უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე დღის უკან.. მის ბმულს მოცემული მასალის ქვემოთ იხილავთ)

პოლის დაბრუნებამდე 5 დღე დარჩა.. დიახ, ზუსტად ამ რამდენიმე დღეში ფრანგი შუახაზელი ვინოვოზე ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

ორ კვირაზე მეტია პრესის წარმომადგენლები პოგბას აქტიურად ასხვისებენ, მაგრამ იგი კვლავინდებურად შავ-თეთრი ფერების ქვეშ აგრძელებს საფეხბურთო თავგადავალს. მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ მოვლენების განვითარებას, უკანასკნელი დღეების მანძილზე:

28 ივლისს ჯანლუკა დი მარციო საკუთარი სოციალური გვერდიდან, იუნაიტედის ფანებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:“შეთანხმება პოგბას თაობაზე მიღწეულია.. დარჩენილია მცირე ბიოროკრატიული მომენტები”.. მას მხარი პოპულარულმა ფაბრიციო რომანომ აუბა, რომელიც იუვესთან ფრიად დაახლოებული პირია.. სწორედ იგი აქვეყნებს Goal.com-ზე ტურინთან დაკავშირებულ სიახლეებს..

“იუვენტუსი დათანხმდა 110 მილიონის მიღებას.. კლუბი სუფთა ინვესტიციის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს. რაიოლას კუთვნილ საკომისიოს წითელი ეშმაკები გადაიხდიან”.

დი მარციომ სხვათაშორის ისიც კი იწინასწარმეტყველა, რომ მხარეები ხელშეკრულების მიღწევას საღამოს გააოფიციალურებდნენ..

29 ივნილი – პარასკევი

მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც იგეგმებოდა.. ამასობაში:“მომდევნო შეხვედრა რაიოლასა და იურისტებს შორის, რომლებიც საბუთების მოგვარებით არიან დაკავებულნი”.. მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ:“მხარეებს შორის აბსოლუტურად ყველაფერი შეთანხმებულია. საჭიროა მცირე დრო მათ გასაფორმებულად და რაიოლასთვის მისი საკომისიოს გადასახდელად”. ერთი სიტყვით ბლა ბლა ბლა..

30 ივლისი

საგულისხმოა, რომ იუვენტუსი ოფიციალურ განცხადებებს უქმეებზე არ აკეთებს. შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში ჩაივლის.. პოლი სოციალურ ქსელში არანაირ ხმაურიან სურათს არ აქვეყნებს.. უბრალოდ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პოგბას მანჩესტერული მაისურით მასთან სურათის გადაღება მოახერხა. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ლას-ვეგასში არაბ ტიფოზებთან ერთად კადრში პატრის ევრა გამოჩნდა! ნუთუ იუვემ მისთვის პატრისი შტატებში გააგზავნა?..

1 აგვისტო – ორშაბათი

დაე ყველაზე საინტერესოს მივადექით.. დი მარციოს მიერ გამოყოფილი 48 საათი უკვე დიდი ხანია რაც ამოიწურა.  Sky UK-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაუკვირდი:“მხარეები შეთანხმდნენ, მაგრამ ახლა ჯერი პოგბასთან საერთო ენის გამონახვაზეა”..მთელი ამ პერიოდის მანძილზე ისე ჩანდა თითქოს ფრანგთან შეთანხმება არსებობდა, მაგრამ უცბად.. ყველასათვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იუნაიტედს მასთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია? ახლა კი ყველაზე მთავარი! ეს არის ტორტზე მთავარი მოსართავი:

“იუვენტუსმა მთელი რიგი ნახევარმცველების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.. იგი მზად იქნება თუ პოგბა ტურინს დატოვებს.. მაროტამ კვლავინდებურად 120 მილიონს ითხოვს”..

საგულისხმოა, რომ კომპანია ადადისისგან კონტრაქტის მიხედვით 23 მილიონთან ერთად, იუვემ უკანასკნელ ხანებში დამატებით 6-8 მილიონი ევრო მიიღო.. ეს არის ან ყველაზე დიდი მარკეტინგული კამპანია, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა გავლენიანი საკომუნიკაციო არხები ან.. ბევრი ან.. და ბევრი ბლა ბლა ბლა..

 

გთავაზობთ პირველი სტატიის ბმულს
— დააკლიკე — 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

12
Leave a Reply

avatar
11 Comment threads
1 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
maradona73გიოsnuff-juveლაშაDevil Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
maradona73
სტუმარი
maradona73

რატომღაც მგონია რომ ბლეფია ეს ყველაფერი, დროგბა დარჩება.

გიო
სტუმარი
გიო

რათ უნდა ამას პროფესორობა და ახლიდან რამის გამოგონბა )) იმედი გვაქვს უბრალოდ იუვეს ფანებს და რაღაცეებით ვინუგეშებთ თავს. ადიდასის გამო რო ხდება ეს ტრანსფერი 50% ით იასნია ეგ და არც მან უ იტყვის უარს პოგბაზე. 160 მილიონამდე აქვს იუვეს დახარჯული პოგბა გაყიდულია უკვე ისე არ დახარჯავდნენ ამდენ ფულს. და ყველაზე მთავარი ადიდასის რეკლამებზე და ასეთ რაღაცეებზე წავიკითხე სტატიები აქ მაგრამ იუვე ესეთ მარაზმში არ მიიღაბდა მონაწილეობას და ადიდასის და მანჩესტერის პოპულარიზაციისთვის ესე არ გაიბანძებდა თავს და ასეთ სპექტაკლში არ მიიღEბდა მონაწილეობას იუვეა ეს და არა კალიარი ! პოგბა წავა 99% ით და 1% თუ არ წავა მაშინ მომავალ წელს წავა… Read more »

snuff-juve
იუვენტინო
snuff-juve

პოგბას ტყუილად ლანძღავთ რატო არაფერს არ ამბობს თუ მიდის მანიუშიო.ეს თუ მართლა ადიდასის “შეთქმულების თეორიაა” მაშინ არც არაფრის თქმის უფლება არ აქ პოგბას მაგიტომაც იძახის სულ ორაზროვან ფრაზებს.დაველოდოთ 7 აგვისტოს და ოფიციალურად დადასტურდება სად ითამაშებს.თუ დარჩება მაგას რა ჯობია სერიოზული გუნდი გვეყოლება თუარადა პოგბაზე დიდი ფეხბურთელებიც წასულან მარა ამით არაფერი დაკლებია იუვეს:D :forza:

ლაშა
სტუმარი
ლაშა

ბოლო განცხადება აშკარად 20 ივლისსაა გაკეთებული, ზედ აწერია ტვიტერის პოსტს :)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

Gamoricxulia gadava manchestershi ar iyididnen amxela tanxat iguans. Imedia ar gvaginebimebs tavs da ar ikneba mazila ak

Devil
იუვენტინო
Devil

ადიდასისთვის სულ ერთი ვერ იქნება პოგბა დარჩება თუ წავა, მანჩესტერი მეტად პოპულარულია ვიდრე იუვენტუსი და უფრო მომგებიანი იქნება მათთვის თუ პოგბა იუნაიტედში გადავა

დეივიდ
სტუმარი
დეივიდ

ადიდასისთვის სულ ერთი ვერ იქნება პოგბა დარჩება თუ წავა, მანჩესტერი მეტად პოპულარულია ვიდრე იუვენტუსი და უფრო მომგებიანი იქნება მათთვის თუ პოგბა იუნაიტედში გადავა

bero-juve10
სტუმარი
bero-juve10

რეალურად რომ ვიმსჯელოდ ტრანსფერებთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის წაგებაში ვართ წავიდნენ – რუბინიო, პადოინი, კვადრადო, მორატა + პოგბა სავარაუდო წამსვლელები – ჰერნანეში, პერეირა, ძაძა მოვიდნენ – ალვეში, ბენატია, პიაცა, პიანიჩი, იგუაინი სავარაუდო მომსვლელები – რაკიტიჩი, მატიჩი, მატუიდი, სისოკო ტრავმირებულები – მარკიზიო და ხედირა შედარება: მორატა – იგუაინი, პიანიჩი – მარკიზიო, პიაცა – კვადრადო პოგბას შემცვლელი ჯერ არავინ მოსულა გაძლიერდა უფრო მეტწილად დაცვა პადოინი – ალვეში და ბენატია ანუ ამ ეტაპზე გუნდს ჭირდება 1. პოგბას შემცვლელი 2. თავდამსხმელი 3. გამთამაშებელი 4. ერთი ნახევარ მცველი იმის ფონზე რომ მარკიზიო და ხედირა ტრავმირებულები არიან ლემინა და სტურარო ძირითადის მოთამაშეებად არ მოიაზრებიან არც ასამოა აქედან… Read more »

Soni
სტუმარი
Soni

Baloteli mgoni beshiqtashmac daiwuna to :lool: .ise nerviulobs gerigerze eweva bichi raqnas))).mjera ro juveshi shedzlebda peniqsivit agdgenas super mario tumca erti super mario gvyavs ukve)).sevilias ganso dautrevia to mevaseba eg brazilieli egec kargavs nichs juveshi mindoda gameiro gaushves mara kargi transperebi gaaketes dzaan (pogbas manchesters zlatanebit da mxitarianebit gaushirdebat evropaligis mogeba :lool: ) sevilias unda vubaleshiko tan ravi yidulobeno aburjanias da kargi iqneba tu simartlea. Da dortmundis transperebi momewona dzaan magrad gadzlierdnen yoveltvis magrad mushaoben transperebshi zustad.

Soni
სტუმარი
Soni

ALENATORE. Dges rames xo ar piqrob dzma garcheuli xo ar gaqvs?

Del_Piero
იუვენტინო

ძალიან გამეხარდება და ბევრს ვიცინებ, თუ ეს ყველაფერი აფიორა აღმოჩნდება და პოგბა ჩვენთან დარჩება. მაგრამ სანამ იფიციალური ინფო არ იქნება ვერც წასვლას დავიჯერებ და ვერც დარჩენას. ფაქტია რომ ადიდასმა ამ ისტორიით მაგრად იხეირა, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ადიდასისთვის სულ ერთია პოგბა წავა თუ დარჩება, ნებისმიერ შემთხვევაში მიგებული იქნება. ასე რომ მარკეტინგული კამპანია საერთოდ არ გამორიცხავს, რომ პოლი დაგვტოვებს.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

გამიხარდება და მერე რომელი

x