ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩი პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ემპოლისთან მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო:

“რონალდუს ბარსელონაში ყოფნა ნიშნავს, მხოლოდ იმას რომ მას ჰქონდა დასვენების დღე და გამოიყენა ისე როგორც თავად ჩათვალა საჭიროდ. ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა უმჯობესი იქნება თუ მოახლოებულ დაპირისპირებას გამოტოვებს და ძალებს სრულად აღიდგენს, რითაც ტრავმის განმეორების საშიშროებას თავიდან აიცილებს.

კინი რომ ბომბარდირული თვისებებით არის დაჯილდოებული ზედმეტი ახსნა არ ჭირდება. უბრალოდ მის მომავალზე მართლაც ვნერვიულობ. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოს და პროგრესირება ეტაპობრივად მოახდინოს. ჩემი საქმე მისი დაცვაა როგორც ეს შესაძლებელი იქნება.

ყველა ჩვენი ფეხბურთელი, რომლებმაც სანაკრებო ბატალიებში მიიღეს მონაწილეობა დღეს დაგვიბრუნდნენ და ხვალ ჩინებულ კონდიციებში იქნებიან. მთავარია გავიგოთ როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ჩვენ ვალდებულები ვართ სკუდეტოსკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგათ. კრიშტიანოს მდგომარეობა ორშაბათს შეფასდება და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ანალოგიური სიტუაცია არის დუგლას კოშტასთან მიმართებაშიც. დე შილიო თავის მხრივ მზად არის მატჩში მონაწილეობის მისაღებად.

კუადრადო დაახლოებით 10 დღეში დაგვიბრუნდება, ხოლო ხედირას საკითხს მომავალ კვირას გადავწყვეტთ. ბონუჩი ემპოლის წინააღმდეგ დაისვენებს, ხოლო შეტევაში დიბალას, მანჯუკიჩს და ბერნარდესკის უნდა ველოდოთ.

მინდა გითხრათ, რომ ჯენოასთან შეხვედრის შემდეგ თითოეული ფეხბურთელი განრისხებული იყო და ამიტომ ემპოლისთან მათგან მაქსიმალურ კონცენტრირებას ველი. 5 გამარჯვება გვაქვს მისაღწევი და ამიტომაც ბიჭებისგან ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას ველი..

გენუელებთან ჩვენ არ ვიყავით დაუნდობელნი, ხოლო ამ დაპირისპირებაში აუცილებელია მეტოქის წინააღმდეგ რომელსაც პატივსცვემთ ვიყოთ ხისტი და კონკრეტულები.

რუგანი პასუხისმგებლით აღსავსე ბიჭია და იუვენტუსმა ფანტასტიური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. რაც შეეხება დიბალას მას უკვე ველაპარაკე და კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ გუნდისთვის არგენტინელი ფუნდამენტური საჭიროების ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ სეზონის დასკვნით ნაწილს იგი საუცხოოდ ჩაატარებს”.


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x