ForzaJuve.Ge

ფორმის პრეზენტაცია სეზონისთვის 2012/13

ელეგანტური ფორმა შავ-თეთრ ფერებში, მთავარი სპონსორი Jeep წინ და გუნდის ემბლემა გულზე.გულშემატკივრების მთავარი სიამაყე – წარწერა მაისურზე : 30 Sul Campo. 2012/13 სეზონის სრული კომპლექტი ფეხბურთელებთან ერთად ანდრეა ანიელიმ წარადგინა.

დაახლოებით ერთი თვის წინ გულშემატკივრებმა შავი გასვლითი ფორმა იხილეს, დღეს კი ლუკა მარონემ, ფაბიო კვალიარელამ, მირკო ვუჩინიჩმა, არტურო ვიდალმა და კვადვო ასამოამ შეკრებილ საზოგადოებას საშინაო, გასვლითი და სავარჯიშო მაისურები წარუდგინა.

პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას პირველმა ბებერი ქალბატონის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ მიმართა : “დღეს Nike – ს წარმომადგენლებთან ერთად ბიანკონერების ახალი ფორმა წარვადგინეთ.ამასთან, ჩვენ იუვენტუს არენაზე ვზეიმობთ ფანტასტიკური სეზონის შემდეგ ნაჩვენებ შედეგს, იმ პროექტის გამარჯვებას, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ, 2011 წლის 8 ივლისს ზუსტად ამ სტადიონზე დაიწყო.მოხარული ვარ, რომ ეს იტალიის ჩემპიონების ახალი ფორმის პრეზენტაციაა, ჩვენ სკუდეტოს მფლობელები ვართ ისეთ კომპანიებთან ერთად, როგორებიც Nike და Jeep არიან, ისინი ცხოვრებას გაცილებით მრავალფეროვანს ხდიან.”

ანიელიმ სიტყვა გადასცა Nike –  ს გენერალურ მენეჯერს, ანდრეა როსის : “ურთიერთობა ტურინის “იუვენტუსსა” და ჩვენს კომპანიას შორის უკვე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, ბებერი ქალბატონის ფორმის დიზაინი ვაწარმოოთ და იგი გულშემატკივრებს წარვუდგინოთ.ეს უმაღლესი ხარისხის კომპლექტია, საუკეთესო, რაც ოდესმე Nike – ს უწარმოებია.”

ანდრეა ანიელისა და ანდრეა როსის სიტყვების შემდეგ უშუალოდ პრეზენტაციის ცერემონია დაიწყო.პირველი სცენაზე ახალგაზრდა ნახევარმცველი, ლუკა მარონე გამოჩნდა, რომელიც სავარჯიშო ფორმაში იყო გამოწყობილი.შემდეგ ფაბიო კვალიარელა, სპორტული კომპლექტი ტურინის “იუვენტუსის” ემბლემით.კვადვო ასამოა, ბებერი ქალბატონის ახალწვეული, რომელიც გასვლით მაისურში იყო შემოსილი.განელმა 22 ნომერი აიღო, წინამორბედმა არტურო ვიდალმა კი 23.საშინაო ფორმა მირკო ვუჩინიჩმა და არტურო ვიდალმა წარადგინეს, პირველ ნომრიანი მაისური კი გუნდის პრეზიდენტს ერგო, წარწერით : Andrea.

“გამარჯვება, ეს იუვენტუსში უბრალოდ მნიშვნელოვანი არ არის – ეს ერთობაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს” – ჯამპიერო ბონიპერტი.ეს სიტყვები ტურინის “იუვენტუსის” მაისურს ამშვენებს.

ახალი ფორმების გაყიდვა “იუვენტუსის” ოფიციალურ მაღაზიებში დღეს დაიწყება.19 ივლისიდან კი სრული კომპლექტი Nike – ს მაღაზიებსაც დაამშვენებს.

წყარო : Juventus.com

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

17
Leave a Reply

avatar
14 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
16 Comment authors
gvasaforza bianconerininia-juvepavel nedved11juveman Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
gvasa
მოდერატორი

wარწერა მომეწონა ფორმებზე

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

საშინაო ფორმა არ მომწონს :blin: :blin: ბევრად მერჩივნა ძველი თან უდინეზეს ფორმას მაგონებს და ძალიან არ მიყვარს ეგ გუნდი

ika..juve..10
იუვენტინო

ამ ფორმას შარშანდელი გირჩევნია??? საშინაო??? მე შარშაბდელი არ მომწონდა.. ეს ბევრად ჯობია ჩემი აზრით )))

ninia-juve
იუვენტინო
ninia-juve

ეჰ, ალე:((

pavel nedved11
იუვენტინო
pavel nedved11

გასუქებულა ვიდალი :D

juveman
იუვენტინო
juveman

არ მომეწონა ფორმები :( შავს ვარდისფერი ჯობდა მილიონჯერ….თან ვარდისფერია ნამდვილი იუვეს ფერი..არც საშინაო ფორმები მომეწონა, რამხელა ასოებიტ წერია რა იყო, მართლა 90-იანი წლები მახსენდება, მაშინ ეწერათ დაახლოებით ასე…და იმიტომ არ მომწონს, რომ ამ ფორმით ალექსა ვერ ითამაშებს………………….

mishka
იუვენტინო
mishka

22 ხო ვიდალი იყო და რატო არის ახლა 23 და ასამოა 22 ???

PaCaNa[JuveDeL-PiERo]
იუვენტინო
PaCaNa[JuveDeL-PiERo]

აუ ძან მაგარი ფორმა ვაიმე როდის დაიწყება სეზონი და როდის ვიხილავ ამ ფორმებში ბიჭებს მაგარია ბევრი მოგება ამ ფორმებით :forza: :forza: :forza: :love: :love: :juventus:

BrainWasheR
იუვენტინო
BrainWasheR

ჩემი ზოლიანები :love: :love:

pintu10
იუვენტინო

სკამოდ კარგი ფორმებია და ვფიქრობ ეს ძველ ფორმებთან დამსგავსებაც შეიძლება იუვეს დბრუნებას ნიშნავდეს :forza: :forza:

ika..juve..10
იუვენტინო

ძალიან მაგარი ფორმებია.. სპონსორიც უხდება ძალიან :vashaa:

zura
იუვენტინო
zura

მშვენიერი ფორმაა!!! მაგგგარი ფორმაა ძაან!!

bakajuve777
იუვენტინო
bakajuve777

:up: :up: :up: SONY-ისას წააგავს რაგაცნაირად :forza: :forza: :forza:

Biancconeri
იუვენტინო

ძაან მაგარი ფორმებია :forza: :juvee:

juventino 1897
იუვენტინო
juventino 1897

არ დამევასა სახლის ფორმა , რატო დაუბრუნდნენ ძველ სტილს არადა უფრო არ უნდა ცვლიდნენ დიზაინს :loool:

x