ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2002 წლის 5 მაისის არაჩვეულებრივი გამარჯვება

დღევანდელი იტალიური დერბის  წინ გთავაზობთ ნაწყვეტს რომაელი ჟურნალისტის სტეფანო დისკრეტის წიგნიდან „ანტონიო კონტე, უკანასკნელი გლადიატორი“


„იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მუდამ ემახსოვრებათ ანტონიო კონტეს ის ცნობილი სიტყვები.

ეს ამბავი 2002 წლის 5 მაისს მოხდა უდინეში, როდესაც ტელეკომპანია „RAI”-ის ჟურნალისტმა მოახერხა მატჩის შემდეგ „ბიანკონერის“ გასახდელში შეღწევა, სადაც ნამდვილი რომაული ორგია მიმდინარეობდა. ყველა გაგებით რომაული, რადგან „ლაციოს“ წყალობით „იუვენტუსმა“ 26-ედ მოიგო იტალიის პირველობა. ეს კალჩოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ამაღელვებელი ჩემპიონატი იყო. ამ სკუდეტოს გახსენება ახლაც სიამაყით ავსებს „იუვეს“ გულშემატკივრებს, „ნერაძურის“ ქომაგებს კი თვალს უცრემლიანებს, ხოლო მასიმო მორატის ცოფიანს ამსგავსებს.

ჟურნალისტი კონტეს მიუახლოვდა და ჰკითხა: „ ანტონიო, შენ დაგვპირდი, რომ კვირას გაგვესაუბრებოდი. უკვე კვირაა, საღამოს 5 საათია. შენ და ბიჭებს გჯეროდათ, რომ „ლაციო“ დაამარცხებდა „ინტერს“? ამაში დარწმუნებული იყავით? ეიფორიაში მყოფი კონტეს პასუხი ისტორიაში შევიდა: „სალაპარაკო არაფერია, ჩვენ უბრალოდ ვტკბებით ამ მომენტით. ამ გამარჯვებით მოვიშუშეთ 2 წლის წინ პერუჯაში დამარცხებით მიღებული ჭრილობა. ასევე, ამ ყველაფერს უცქერს ის, ვინც მაშინ პერუჯაში იყო. ჩვენ კი უბრალოდ ვზეიმობთ“. ამ დროს ტურამი პირზე ხელს აფარებს კონტეს, არ აცლის რაღაცის თქმას და მიათრევს ტელეკამერებისგან შორს.

ანტონიო კონტეს მინიშნება ზედმეტად ნათელი იყო და ეხებოდა მაშინდელი „ინტერის“ სიმბოლოს – მარკო მატერაცის, რომელიც იმ ავადსახსენებელ წვიმიან დღეს „პერუჯას“ ერთ-ერთ მთავარ გმირს წარმოადგენდა. რთულია დამარცხების სიმწარის მონელება, მით უმეტეს, რომ 2000 წელს საქმე მარტო ფეხბურთში არ იყო. ვინ იცის, რამდენჯერ დაატრიალა თავში ანტონიომ იმ დღეს მომხდარი მოვლენები. როგორ დაუძახათ პიერლუიჯი კოლინამ მას და „პერუჯას“ კაპიტან ოლივეს „რენატო კურვის“ გაზონიდან, რომელიც ჭაობს უფრო გავდა,  ბურთის ახტომის სიმაღლის შესამოწმებლად. უზარმაზარ ქოლგას შეფარებული კოლინა და გუნდების კაპიტნები იმ დღის სიმბოლო გახდნენ. კოკისპირულად წვიმდა, ბურთი გაზონს ეწებებოდა, მაგრამ იტალიაში მატჩის შედეგს მხოლოდ მაშინ აუქმებენ, როცა „იუვე“ იგებს. კოლინამ კი, თითქმის 2 საათიანი ლოდინის შემდეგ, მეორე ტაიმის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ჩემპიონატის ბედი უნდა გადაეწყვიტა, რადგან „იუვეს“ კონკურენტი „ლაციოს“ მიერ საშინაო მატჩში „რეჯინას“ დამარცხებაში, ეჭვი არავის ეპარებოდა. სრულიად განადგურებულ მინდორზე „იუვენტუსს“ ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ „ბიანკონერი“ დამარცხდა „პერუჯასთან“ ანგარიშით 1-0 ალესანდრო კალორის გოლით ფლანგური გადაცემის შემდეგ, რომლის დაბლოკვაც კონტემ ვერ მოახერხა.

საშინელი იმედგაცრუება. საკმარისი იყო, გაფერმკრთალებული კარლო ანჩელოტისთვის შეგეხედათ, რომელიც თამაშის შემდეგ გასავათებული ფეხბურთელების დამშვიდებას ცდილობდა. ყველაფერთან ერთად მათი წაქეზება მარკო მატერაციმაც მოისურვა. ის გასახდელში ყვიროდა: „ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ“! ამით უნდოდა სიმპათიები გამოეხატა „ლაციოს“ მიმართ, იმიტომ რომ მამამისი – ჯუზეპე მატერაცი თავის დროზე „ბიანკაძურის“ წვრთნიდა, სადაც შეიძინა მეტსახელი „მისტერ X“, რადგან მისი გუნდი სულ ფრეს თამაშობდა, რასაკვირველია, იმ შემთხვევების გარდა, როცა აგებდა. მარკოს დამცინავი შეძახილები არავის დავიწყებია. თუმცა მას რა უნდა მოსთხოვო, კარიერის მანძილზე მატერაციმ არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი არასპორტული საქციელით. 2002 წლის 5 მაისს, როცა „ინტერი“ კატასტროფას განიცდიდა, კამერებმა უკვდავყვეს მისი თხოვნა „ლაციოს“ ფეხბურთელების მიმართ: „გაგვატანინეთ რა გოლი, 2 წლის წინ მე დაგეხმარეთ სკუდეტოს მოგებაში“. Fair play-ის ყველა პრინციპის დარღვევით, იგი ეხვეწებოდა მოწინააღმდეგეს, რომ დაეთმოთ თამაში. თუმცა ალბერტო ძაკერონის ფეხბურთელებმა ყველასათვის ნაცნობ მისამართზე გააგზავნეს. ამის შემდეგ მარკომ მათზე ნადირობა გამოაცხადა. ყველაზე მეტი ბრაზილიელ სეზარს და მატჩის გმირ – ჩეხ პობორსკის მოხვდათ. მრავალი წლის მერეც, მიუხედავად ტრიპლეტისა, „ნერაძურის“ ვერ მოუნელებია ის სირცხვილი. მორატი, რონალდო, მატერაცი და ძანეტი ხშირად იმეორებდნენ, რომ სურდათ იმ დღის მეხსიერებიდან ამოშლა, როდესაც გამარჯვებას მათი მტრები ზეიმობდნენ. ჩვეულებრივი შური!

რამდენიმე წლის წინ პაოლო მონტერომ განაცხადა: „2002 წლის 5 მაისი იყო ფანტასტიური, გიჟური დღე. ჩვენ უსაზღვრო სიხარული განვიცადეთ, რადგან თითქმის არ გვჯეროდა წარმატების. მაგრამ „ნერაძურის“ საწუწუნო არ აქვს. თუკი უძლიერესები იყვნენ, როგორ გაუშვეს „ლაციოსგან“ 4 ბურთი? ჩვენ მათთან საბოდიშო არაფერი გვაქვს. ჩვენ რაღა უნდა გვეთქვა 2000 წელს „პერუჯასთან“ დამარცხების გამო? 74 წუთი გასახდელში ვიჯექით, ვუცდიდით გაზონის მოწესრიგებას. 74 წუთი! მე დრო დავინიშნე. ეს დაუჯერებელია! მაგრამ მე ვიცავ ღირსების პირად კოდექსს და მხოლოდ იმას ვანიჭებ მნიშვნელობას, რაც მოედანზე მოხდა“. მაშინდელი გასაოცარი „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ლიდერის სიტყვებში იგრძნობა შეურყეველი რწმენა იმისა, რომ 2002 წლის 5 მაისი იყო 2 წლის წინანდელი დაკარგული სკუდეტოს კომპენსაცია. მაშინ, 2 წლის განმავლობაში დაგროვილი ქულების რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, ყველაფრისთვის ანჩელოტი დაისაჯა. ეს იყო გულში დარტყმა კონტესთვის, რომელიც კარლიტოს გუნდის კაპიტანი და სიმბოლო იყო. ანტონიოს წყენა ახრჩობდა 2 მოუგებელი სკუდეტოს და ანჩელოტის წასვლის გამო, რომელიც ტიფოზებს არასდროს უყვარდათ, რადგან მანამდე მტრის ბანაკში იყო და „იუვეს“ თავკაცობისას რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო.

ანჩელოტი ძველმა ნაცნობმა – ლიპიმ შეცვალა, რომელმაც „იუვეში“ პირველი ციკლის დროს თითქმის ყველაფერი მოიგო. თუმცა გასახდელში ყველასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ლიპისთან პრობლემები ანტონიოსაც დაეწყო. დაბრუნებისთანავე, მწვრთნელმა გადაწყვიტა ჩამოერთმია კაპიტნის სამკლაური კონტესთვის და გადაეცა ის დელ პიეროსთვის. ბევრი შიშობდა, რომ ეს ჟესტი ანტონიოს „შავ-თეთრი“ კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. თუმცა ისინი ცდებოდნენ. მტკიცე ხასიათის და შეუდრეკელი სულის წყალობით კონტემ გადაიტანა კაპიტნობის დაკარგვა და თავით გადაეშვა ახალ თავგადასავალში. „იუვენტუსი“ განახლდა – მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და შეიცვალა სათამაშო სქემა. იმ ზაფხულს ლუჩანო მოჯიმ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი – ზინედინ ზიდანი გაყიდა რეკორდულ თანხად – 150 მილიარდ ლირად. ასევე წავიდა სუპერ პიპო ინძაგი. ლიპის ერა დაიწყო უკანა ხაზის გაძლიერებით. პარმიდან იყიდეს ტურამი და ბუფონი, რომელმაც ტიფოზების საძულველი ვან დერ სარი შეცვალა. წარსულს ჩაბარდა ანჩელოტის ტაქტიკური სქება 3-4-1-2, რომელიც 4-4-2-ად გადაკეთდა. ზიდანის ნაცვლად „ლაციოდან“ პაველ ნედვედი მოვიდა, რომელმაც „იუვეს“ ისტორიის ახალი გვერდი დაწერა.

2001/2002 სეზონში გუნდი შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: ბუფონი, ტურამი, ფერარა, მონტერო, პესოტო, ძამბროტა, დავიდსი, კონტე, ნედვედი, ტრეზეგე, დელ პიერო.

მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო კონტეს 33 წელი უსრულდებოდა, ჩამოართვეს კაპიტნობა, ჰყავდა კონკურენტები ტაკინარდის და ახალგაზრდა მარესკას სახით, მან სეზონში 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მისი დებიუტი მხოლოდ მე-14 ტურში შედგა „სან-სიროზე“ (სეზონის დასაწყისში ტრავმა ჰქონდა), როცა დაღლილი დავიდსი შეცვალა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რას წარმოადგენდა გუნდისთვის, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. სეზონის ერთადერთი გოლი მშობლიურ „ლეჩეს“ გაუტანა 2002 წლის 3 თებერვალს. მაგრამ მისი ვარსკვლავური თამაში გახდა იტალიური დერბი 24 თებერვალს, როცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ამასობაში კი ჩემპიონატში სასიკვდილო ბრძოლა მიმდინარეობდა. ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი ასე გამოიყურებოდა: „ინტერი“ – 69 ქულა, „იუვენტუსი“ – 68, „რომა“ – 67. გუნდებს შორის მხოლოდ 2 ქულა იყო და სკუდეტოს ბედი ბოლო 90 წუთში უნდა გარკვეულიყო. კალჩოს ისტორიაში ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. „ინტერი“ ბოლო ტურში „ოლიმპიკოზე“ თამაშობდა „ლაციოს“ წინააღმდეგ. „ბიანკოძურის“ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აშინებდათ ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა სკუდეტო მათი მტრის – „რომას“ ხელში აღმოჩენილიყო. კულისებში ბევრი ხმა ვრცელდებოდა. შეიძლება ამის გამოც, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე „იუვემ“, რომელსაც გასვლითი მატჩი ელოდა უდინეში, პრესასთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. თავის მხრივ „რომა“ ტორინოს უნდა შეხვედროდა ტურინში. ასე რომ, დიდი სამეული სტუმრად თამაშობდა ბოლო ტურში.

ლიპიმ ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბუფონი, ტურამი, ფერარა, მონტერო, იულიანო, კონტე, ტუდორი, დავიდსი, ნედვედი, დელ პიერო, ტრეზეგე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ ბირინდელი, ძამბროტა და პარამატი. ტრეზეგეს და დელ პიეროს გოლებმა „ბიანკონერის“ გამარჯვება გაუნაღდეს, „ნერაძურის“ დრამა კი რონალდოს და მატერაცის ცრემლებით დასრულდა. მილანელები კარლ პობორსკიმ შეაჩერა, რის შედეგადაც მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, რადგან „რომამ“ ანტონიო კასანოს ერთადერთი გოლით დაამარცხა „ტორინო“.

არაჩვეულებრივი 90 წუთის გასვლის შემდეგ ცხრილი ასე გამოიყურებოდა“ „იუვენტუსი“ – 71 ქულა, „რომა“ – 70, „ინტერი“ – 69. ყველაფერი თავდაყირა დადგა. „იუვემ“ 26-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. გასახდელში „ბიანკონერის“ გამარჯვება კონტეს შეძახილებით აღინიშნა: „ამ გამარჯვებით მოვიშუშეთ 2 წლის წინ პერუჯაში დამარცხებით მიღებული ჭრილობა. ასევე, ამ ყველაფერს უცქერს ის, ვინც მაშინ პერუჯაში იყო“.

 

წყარო: Sports.ru

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

16
Leave a Reply

avatar
16 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
DP10Leqso antiaVIKING1juve10 means ALLE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
DP10
სტუმარი
DP10

მწვრთნელმა გადაწყვიტა ჩამოერთმია კაპიტნის სამკლაური კონტესთვის და გადაეცა ის დელ პიეროსთვის.

ძლივს არ გავიგე რატომ ეჯავრებოდა კონტეს ალექსი ასე ძალიან, მწვრთნელად მოსვლის პირველივე დღიდან დაჩმორება რომ დაუწყო.
კოლინა იტალიაში ყველაზე ცნობილი ანტი-იუვენტინოა.

1juve
სტუმარი
1juve

Del piero bufoni konte kielini markizio es 5 Kacia chemi sauketeso xuteuli da Sul ase iqneba :italy:

Leqso antia
სტუმარი
Leqso antia

Yველაზე დიდია კონტე ჟAნი ანიელის მერე

VIKING
მოდერატორი

საოცარი ემოციები იყო,როგორ მახსოვს.კონტე განუმეორებელია მაგ მხრივ)) … მაგარი სტატიაა,დიდი მადლობა :juvee:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ყოჩაღ, კარგი სტატიაა, ბრავო ავტორს… გამახსენდა ეს ყველაფერი…
(Pintu-ricchio)

1juve
სტუმარი
1juve

Iuveze davwere ro orive taimshi AR iqneba goli, 9.5ze naklebi kutxuri da meore taimshi interis meti yviteli 7 kushia

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

=ტიგრან=მაგრად მინდა დგეს მოვიგოტ ატანა არამაკ ინტერი, რეალის.

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

=ტიგრანა=გაიხარე ავტორ მაგარი გუნდი იკო და ლიპი კიდე უდზლიერესი. ბარემ ისიც დაგეცერა რა ტიტულები მოიგო ლიპიმ ლიგის ცჰატვლიტ ტორე აკ ცკუას გარიგებენ და ლიგა ვინ მოაგებინა იუვეს ისარიციან მოდი ახლადა ელაპარაკე ამატ ფეხბურტზე……

1juve
სტუმარი
1juve

Totis agdebs vinme? Aravin AR agdebs ubralod tviton iqceva ise r vitom agdeben, del piero girseulad wavida + droulad, tumca kide erti weli ro darcheniliyo arafer AR gaafuwrbda

1juve
სტუმარი
1juve

Any del piero gaagde? Moinela mere gagdeba? Alewsa AR gaugdiat da arc wyenia, kontes kide chamoarrves kapitnoba da ewyina kidevac, ubralod amis shemdegac did iuventinod darcha da esaa dasafasebeli

1juve
სტუმარი
1juve

Conte :love:

10 means ALLE
სტუმარი
10 means ALLE

სულ ვამბობდი რო ამან ის ვერ მოინელა რო დელპიერომ სამკლაური და პირველობა წაართვა, მაგიტომაც “გაუშვეს” ალექსა

Dutch
ადმინისტრატორი

ბრავო ჩუვაკ! :juvee:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

ავტორ მადლობა გაიხარე მაგარი ხარ :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

Shako
იუვენტინო
Shako

ყოჩაღ ავტორს!!! :forza: :forza: :forza:

x