“ინტერი” 1 – 2 “იუვენტუსი”
გოლები : ვუჩინიჩი 12′ , მაიკონი 28′ , მარკიზიო 32′
“ინტერი” : კასტელაცი; მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო; ძანეტი, კამბიასო, ობი ( სტანკოვიჩი 64′ ), სნეიდერი ( ალვარესი 78′ ), სარატე ( კასტანიოსი 46′ ), პაცინი
სათადარიგოთა სკამზე : ორლანდონი, კორდობა, ჯონათანი, მილიტო
“იუვენტუსი” : ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; პირლო, მარკიზიო, ვიდალი ( პაციენცა 88′ ), პეპე, ვუჩინიჩი ( დელ პიერო 84′ ), მატრი ( ესტიგარიბია 70′ )
სათადარიგოთა სკამზე : სტორარი, დე ჩელიე, ელია, კვალიარელა
გაფრთხილება : ბონუჩი 22′ , ვიდალი 45′ , კიელინი 54′ , პეპე 55′ , კივუ 59′ , სნეიდერი 65′ , პირლო 67′
მთავარი მსაჯი : ნიკოლა რიცოლი









ოქტომბერი 29, 2011
|
Posted by Darja
Categories:









იუვენტუს.რუ-ზე არის ვიდეო შედარება 2006 წლის ინტერი-იუვენტუსისა და გუშინდელი მატჩისა. უყურეთ და დაინახავთ რომ ეს იუვე უკვე ჯობია იმ იუვეს რომელშიაც თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა კანავარო,ტურამი,იბრაგიმოვიჩი,ემერსონი,ტრეზეგე,კამორანეზი,იმ დროინდელი დელ პიერო და ვიეირა! ხოდა იგივე ანგარიშით მოვიგეთ 1-2 მაგრამ ეს იუვე უფრო შეკრული და ორგანიზებულია ყველამხრივ, ისეთი შთაბეჩდილება რჩება რომ ყველა ფეხბურთელის ტვინი მიერთებულია ერთმანეთისას და ერთი რიტმით უცემთ გულები… თამაშის ტემპს აკონტროლებენ და 100% არიან კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და თან ისე რომ არც კანავარო და არც ტურამის დონის მცველები არ გვყავს გუნდში ამჟამად… ნახებარდაცვა საერთოდ დიზელის ძრავიანი მოტორივითაა არ ქრება არ ერთ სიტუაციაში და არც ერთ ამინდში! ვერცხლისწყალივით არიან მოძრავნი და მობილურნი… ყველგან არიან და ყოველთვის საჭირო ადგილას! მეტოქის შუახაზს ამოსუნთქვია საშუალება არააქვს რადგან პრესინგია მუდმივი! შეტევა იკბინება სასიკვდილოდ და მეტოქის მცველებს ატერორებს… სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად რა სიამაყესა და სიხარულს განვიცდი გუშინდელის შემდეგ… ყველას ულოცავ იუვეს ფანებს :)
ყველას გილოცავთ და სეზონის ბოლოს კუდეტო მომელოცოს : )