europe-bet.com/

ბუფონი: ” ჩვენი შანსი მსაჯმა ვერ დაინახა”

ჯიჯი ბუფონმა თავის მატჩისშემდგომ ინტერვიუში არდანიშნული თერთმეტმეტრიანის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. შეგახსენებთ, “ბიანკონერებმა” დღევანდელ მატჩში “სიენასთან” ქულები გაივყეს: ” დღევანდელი შეხვედრა უდაოდ ხელიდან გაშვებული შანსი იყო. დიახ, ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ სამი ქულის გარანტია არც კარგი ფეხბურთია. ზოგჯერ ერთი ეპიზოდი წყვეტს ყველაფერს. მატჩის ბოლოს მოგვეცა შანსი, მაგრამ ის უბრალოდ ვერ დაინახეს. ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობთ და საკუთარი ძალების რწმენა არ გვაკლია. წნეხს არ ვგრძნობთ, რადგანაც უკვე ხმამაღალი სიტყვა ვთქვით, “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ვართ ჩაბმული. ჩემპიონატში პირველ პოზიციას ვიკავებთ, ესეც დამატებითი მოტივაციის როლს თამაშობს. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

Share

19 კომენტარი

  1. gio24 gio24 says:

    eee jiji kide kai is goli ar gaushvi tore albat guli gamiskdeboda. tan bolo tuti iko kide kai pirveli tamashi magastan ar tavaget…mara mainc jiji xar raaaaaaaaaaaaaaaaaa….forza iuveeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee :juvee:

  2. gioiuve gioiuve says:

    ბიჭებო შედით მილანის საიტზე ყველამ გამოკითხვას ატარებენ იუვე მოიგებს თუ მილანი თასზე და ავწიოთ იუვე რეიტინგში, გაგიჯდებიან :chuvak: :lool: :forza:

  3. Arancia Meccanica Arancia Meccanica says:

    პალასიოს გოლი ნახეთ ლაციოს კარში აი ის არის შედევრი.. მართლც..

  4. Nachke Nachke says:

    ეგრე არ არი მილანმა სამით ნოლი მოუგო კალიარის და ძალიან უჟმური თამაშით. ინდივიდუალური ოსტატობით შეაგდეს და ისეთი მომენტებით “მსაჯმა რო ვერ დაინახა”. მოკლედ მსაჯები მაგრად გვიჭერენ, ჩვენზე ნაკლები პენალტი სერია აში არავის არ აქვს დარტყმული, ასეთი შეფარდება საერთოდ არავის არ აქვს ტფუიიიი მაინც გაგხევთ

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.