europe-bet.com/

მაროტა: ” ზოგჯერ შეუძლებელია, ჩუმად იყო “

ბეპე მაროტა გუშინდელი შეხვედრის მსაჯობით აღშფოთებულია. სპორტული დირექტორი არბიტრებისგან მეტ პატივისცემას მოითხოვს: “ ამაზე მედიით საუბარი არ მსურს, მაგრამ  ისინი კრძალავენ მსაჯების გამნაწილებლებთან ნებისმიერ კავშირს და ხედავთ, რაც ხდება სინამდვილეში. ამასთან ჩვენი უფლებაა საკუთარი გუნდის ღირსება დავიცვათ და ხმა ავიმაღლოთ. “იუვენტუსი” მეტ პატივისცემას იმსახურებს, უსამართლობა იქნებოდა, დაკარგული ქულები მხოლოდ ფეხბურთელებისთვის დაგვებრალებინა. ყველამ ნახა, რომ აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნეს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. მთელი სეზონია მხოლოდ ერთი პენალტი დაუნიშნეს ჩვენს მეტოქეებს. მხოლოდ და მხიოლოდ მეტ პატივისცემას ვითხოვთ. ძალიან ადვილია იმის გაგება, რომ “სერია ა” -ს ლიდერის შეხვედრას მსოფლიო დონის არბიტრი უნდა უძღვებოდეს, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს. “იუვენტუსში” ბრალდებების წაყენება არ უყვართ, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია მოითმინო, როცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულებს გართმევენ. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: football italia

Share

54 კომენტარი

  1. BuFFoN. . . ! ! ! BuFFoN. . . ! ! ! says:

    http://www.facebook.com/pages/Pinturicchio-Stay-In-Turin/312414642110615 მივაწვდინოთ ხმა ტურინამდე ამ გვერდით, პაპა უნდა დარჩეს ! :forza: :forza: :forza:

  2. valojuve says:

    სიენასთAნ რო იწუწუნებ მაშინ წასულია ჩვენი საქმე

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.