europe-bet.com/

სანინო: ” ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა “

ტურინის “იუვნეტუსთან” შეხვედრის შემდეგ, “სიენას” მთავარმა მწვრთნელმა ჯუზეპე სანინომ თავისი ფეხბურთელები შეაქო და შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ჩვენ სწორედ ის თამაში ვაჩვენეთ, რასაც ვგეგმავდით და რაც მატჩის წინა ვარჯიშებზე დავამუშავეთ. საბედნიეროდ შევძელით ამ ყველაფრის შესრულება, ისეთი გრანდის წინააღმნდეგ როგორიც ტურინის “იუვენტუსია”. ბიჭებმა წარმოუდგენელი თავდადება გამოავლინეს, ვულოცავ ყველას. რთულია შედეგის მიღწევა სტადიონზე, სადაც დიდიბეული ჩემპიონების სახელები წერია კედლებზე და გასახდელში. წარმოუდგენელი ატმოსფერო და შეგრძნებაა აქ თამაში, თუმცა ამ ყველაფერმა ალბათ ერთი ორად გაზარდა ჩვენი მოტივაცია, რათა ეს ძვირფასი ქულა მოგვეპოვებინა” – განაცხადა მატჩის შემდეგ სანინომ.

წყარო: TuttoJuve

Share

63 კომენტარი

  1. steklo steklo says:

    პრესის მიმოხილვას რატო აღარ დებთ ხოლმე??

  2. juventino3969 juventino3969 says:

    არ მესმის რას ერჩით მირკოს, მარტალია უმაღლესი დონის თავდამსხმელი არაა მაგრამ მიუხედავად ამისა საწუწუნო ნამდვილად არაფერი არ გვჭირს. ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება და დღეს რომ იუვე პირველ ადგილზეა და მთელი წელი წაუგებლად ასპარეზობს, მირკოს გოლების და საგოლე პასების დამსახურებაც არის. (პირლოს ვგულისხმობ “ც”-ში, იმიტომ რომ საგოლე პასები მაგისგანაა მოგონილი)
    რაც შეეხება ბორიელოს მაგის მოყვანას ვინმე ახალგაზრდა, 20-21 წლის ნიჭიერი ყმაწვილი მოეყვანა და თავის გამოჩენის საშუალება მიეცა არ ჯობდა? გაიხსენეთ შარშან ჯიანეტი რა კარგი იყო. განა დელპიეროც ეგრე არ მოვიდა იუვეში? სულ პატარა ბიჭი იყო მაგრამ დღეს ხომ ხედავთ რას ნიშნავს სითყვა დელ პიერო მთელი მსოფლიოსთვის.
    p.s. მიხარია რომ ასეთ იუვეს ვხედავ. იუვეს რომელსაც ამდენ ხანს ველოდით და ვნატრობდით. რა თქმა უნდა როგორც ჩვენი მოუსვენარი, აბეზარა და ცოტა შებერტყილი პრეზიდენტი იტყვის ხოლმე, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და კონტე კიდევ ბევრი რამის გამოსწორება მოუწევს, მაგრამ ფაქტია რომ გუნდი სწორ გზას ადგას და მჯერა რომ ჩემი საყვარელი გუნდი კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს უმაღლეს მწვერვალებს.
    P.S. P.S. ყველანი მიყვარხართ ვისაც თეთრ – შავი მაისური ლოგინშიც კი გაცვიათ ხოლმე (ხანდახან მაინც). FORZA JUVE PER SEMPRE!

  3. zazi-juve zazi-juve says:

    მე ვუჩინიჩს კლასობისას ვერაფერს ვატყობ.ეს ჩემი აზრით. არა მგონია რომ ვუჩინიჩმა თავისი სახელი დატოვოს იუვეს ისტორიაში. თუნდაც სკუდეტო რომ მოიგოს გუნდმა ნაკლებად იქნება ვუჩინიჩის დამსახურება

  4. Nachke Nachke says:

    ვუჩინიჩი არის კლასი, დაიმახსოვრეთ ეს განხილვას არ ექვემდებარება :lool:

  5. 1juve 1juve says:

    სება ჯოვინკო უძლიერესია და 5 უჩინიჩს ერთად აჯობებს, მითუმეტეს ამ უჩინიჩს ძან მოუკლო
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.