“ბოლონიასთან” დისკვალიფიცირებულთა გარეშე
“სერია ა”-ს 23-ე ტური და “იუვესთვის” 22-ე მატჩი კვირას სტადიონ “რენატო დალარაზე” გაიმართება და მასში “ბებერი ქალბატონის” მასპინძელი ადგილობრივი “ბოლონია” იქნება. ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშეა და შესაბამისად ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი მწვრთნელთა განკარგულებაშია. 22-ე ტურში გაფრთხილება “იუვეს” სამმა ფეხბურთელმა მიიღო, თუმცა არცერთი მათგანისთვის ეს გაფრთხილებები რიგით მეოთხე არ ყოფილა. ჯორჯო კიელინის, ანდრეა ბარძალის და მარკო ბორიელოს შესაბამისად მეხუთედ, მეორედ და პირველად მოუწიათ მსაჯისგან ასეთი “ძვირფასი საჩუქრის” მიღება ამ სეზონში.
22-ე ტურის ყველაზე ხმაურიანი და რაც მთავარია “იუვესთვის” სასარგებლო დისკვალიფიკაცია იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაძევება “მილანი” – “ნაპოლი” მატჩიდან, რისთვისაც “იუვეს” ყოფილ თავდამსხმელს 3 ტურის ტრიბუნებზე გატარება მოუწევს. 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი “მილანი” – “იუვენტუსი” ერთერთია ამ სამი მატჩიდან, რაც “ბიანკონერის” მცველებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან მიმდინარე სეზონში “როსონერის” გოლების 35% “სერია ა”-ში სწორედ შვედის ანგარიშზე ირიცხება. მილანი სარჩელის შეტანას აპირებს, თუმცა მისი დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი









თებერვალი 7, 2012
|
Posted by BuFFoN. . . ! ! !
Categories:









მილანს ძაან გაუჭირდება იბრას გარეშე. რაც შეეხება იუვეს იმედია სიენასნაირ გუნდებთან ნიჩიებს აღარ გააგორებენ
დელ პიერო უნდა დარჩეს
http://www.facebook.com/pages/Pinturicchio-Stay-In-Turin/312414642110615 მივაწვდინოთ ხმა ტურინამდე ამ გვერდით
მილანი სარჩელის შეტანას აპირებს, თუმცა მისი დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა. >> აქედან გავაგრძელებ < რადგან ბერლუსკონი ხომ გადადგა
ჩვენში დარჩეს, ისეთი არაფერი გაუკეთებია იბრას, რომ სამმატჩიანი მიეცათ.
P.S. არ მესროლოთ, თქვენიანი ვარ
მართალი ხარ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია უბრალოდ იმდენად აქ სახელი გაფუჭებული 3 იანი მიცეს
არადა იბრა მინდოდა მუღამი აქ მაგასთან თამაშს
კაი რაა, გახედა მსაჯს და რო დაინახა რო არ უყურებდა პადლეცი ააკრა კაცს, სრულიად სამართლიანი სასჯელია. :)