europe-bet.com/

კონტე: “სირცხვილია რომ ვერ მოვიგეთ “

ანტონიო დღევანდელი მატჩის შემდეგ აშკარად გაწბილებული იყო. მისმა შეგირდებმა პარმა მხოლოდ ერთი ქულით დატოვეს. “ბებერი ქალბატონი” მეორე პოზიციას იკავებს და “მილანამდე” ჩამორჩენა ერთი ქულაა, “ბიანკონერები” ერთ შეხვედრას იტოვებენ მარაგშიც: “ მეტოქეს თამაშს ვკარნახობდით და სირცხვილია, რომ იმ მატჩის მოგება ვერ შევძელით, რომელშიც ასე ვდომინირებდით. არაერთი მომენტი შევქმენით და ვალდებულები ვიყავით ბურთი კარებში გადაგვეგზავნა. ამასთან ისიც უნდა ვთქვა, რომ დღეს რამდენიმე ინცინდენტი მოხდა, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ განხილვას. თითქოს ეშინიათ ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა. მხოლოდ ერთი პენალტი დაგვინიშნეს აქამდე, ყველაზე ცოტა სწორედ ჩვენ გვაქვს! 90-დან 75 წუთი მეტოქის ნახევარზე გავატარეთ და ამ დროის დიდი ნაწილი მათ საჯარიმოში. ამის გათვალისწინებით, ნამდვილად საგანგაშო და მტკივნეული სტატისტიკაა. “სიენასთან” და “პარმასთან” რაღაც ინცინდენტების გამო ექვსის მაგივრად ორი ქულა ავიღეთ!” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

Share

60 კომენტარი

  1. tazojuve says:

    კარგია რომ არ ვაგებთ და 1-2 ზე ვართ მარა 22 თამაშში 10 ფრე ნამეტანი ბევრია.თანაც ამ 10 დან 8 ათეულს ქვემოთ გუნდებთან გვაქვს. და კიდე ერთ რაგაც 25 ზე მეტ თამაშში თუ არ ვცდები 3 გოლი ან მეტი სამჯერ გვაქვს გატანილი !!!!

  2. mesdel mesdel says:

    სუდია ……….აშკარაა რო მართლაც ეშინიათ პენალტის დადება

  3. david_david david_david says:

    Arancia Meccanica
    მილანი კლასიანი დაღვინებული გუნდია გეთანხმები,რაც არსენალტანაც გამოჩნდა,ჩვენ კი დაღვინება გვაკლია და რომ არ ვაგებთ და გრანდებს რომ ვამარცხებთ ეგ არნახული და ზემოტივაციის შედეგია,რომელიც ყოველთვის ვერ მოიტანს შედეგს,როგორც ამ სეზონში მრავალჯერ გამოჩნდა

    • Arancia Meccanica Arancia Meccanica says:

      მთლად მოტივაციას ნუ დააბრალებ.. თუნმცა მოტივაცია დიდ ფაქტორს რო თამაშობს დღევანდელ ფეხბურთში ეგ ნათელია.. ყველა ხელის მოგება წარმოუდგენელი.. მაგრამ მეორეს მხრივ არ წაგება??? ესეც ხო წარმოუდგენელია.. ამ შემადგენლობით კი არა კაპელოს იუვეთი ვერ იტყვი სეზონის წინ რო იცი 21 მატჩს + კოპა იტალია არ წააგებს იუვეო ვერ იტყოდი.. მაგრამ ეს შეძლო ამ ყოპილმა მელოტმა, რაც დიდი დამსახურებაა… თუმცა სკუდეტო პროვინციებში მოიპოვენბა… მოჯის დავესესხები და ვიტყვი რო მილანი კლასის ხარჯზე სანახაობრივი ფეხბურთის გარეშე იგებს.. ხოლო იუვემ რო მოიგოს საუკეთესო ფეხბურთი უნდა აჩვენოსო.. მართლაც ასეა სამწუხაროდ.. მაგრამ რაც გვაქვს იმასაც დანახვა უნდა მეორე ადგილი.. 1 ქულით უკან ვართ მილანთან + 1 თამაში თადარიგში.. ასე რომ ჯერ არაფერი არ დასრულეულა და ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს ჩვენაც და მილანსაც სკუდეტომდე.. ფორცა იუვე…

  4. david_david david_david says:

    სირცხვილი ის არის სუდიებს ამ პირლოს ეპიზოდზე რომ ვედავებით,რომელიც არ იყო დასადები და არც დადო,კარში დარტყმები ვისწავლოთ და არ გვექნება საწუწუნო,მარა ზოგადად რომ ამ სეზონში ვიჩაგრებით ბაზარი არაა,სხვა თამაშებში აშკარად დასადებები არ დაგვიდეს :forza:

  5. Arancia Meccanica Arancia Meccanica says:

    1juve
    მართლაც ეგრეა.. თან წინა წლის ჩემპიონია და ეს ბევრს ნიშნავს.. თუნდაც სან სიროზე მისი დამარცხება თასზე მეორე შემადგენლობით პირდაპირ მიუთითებს კონტეს კლასზე.. და არანაერი გამართლება და ინერცია აქ არაფერ შუაშია.. იბრა მწყობრიდან გამოვიდა და არა მარტო ის.. თუმცა რაბილიტაცია მალევე შეზლო მილანმა უდინესთან ფრიულიზე რაც მე პირადად არ მეგონა რო ეგრე იქნებოდა.. ასეც მიუთითებს რომ დიდი კლასის გუნდია.. და მასთან გატოლება ჯერ ადრეა ამ შემადგენლობით.. ფავორიტი მილანია.. მაგრამ იუვე ტოლს არ უდებს და ესეც სასიამოვნოა თუ საამაყო არაა.. ასე რომ იუვე ღირსეულად ასპარეზობს და ეს კონტეს და მისი შეგირდების უშუალო მიღწევაა მაროტასთან ერთად.. ფორცა იუვე..

  6. 1juve 1juve says:

    Arancia Meccanica
    თვიტონ იძახის რო მარკიზიო მგავსო :chuvak:
    ისე რატო ვართ უკმაყოფილოები, მოვგებთ ბოლონიასთან და გადავალთ ისევ პირველზე თუარადა მთავარია ლიგაზე გავიდეთ და მეტს არც უნდა ვითხოვდეთ წელს კონტინიოსგან
    მილანს ხო უყურებ ფაქტიუტად არ კარგავს ქულებს აუტსაიდერებთან, ერთი შანსი იყო უდინეში და ისიც მოიგო ანუ მილანი ფავორიატია, სწორს ამბობს კონტე

  7. 1juve 1juve says:

    იცავ პეპეს და აგინებ ვიდალს.. :lool: :lool: :lool:
    ხო ძან სერიოზული სმაილებია :lool:
    კონტე ძან დიდხანს დარჩება იუვეში, როგორც ფერგივსონია მანჩესტერში
    :italy: :achuu: :italy:

  8. Arancia Meccanica Arancia Meccanica says:

    1juve
    მე-3 აბზაცი გიწერია დამაბნევლად მეგობარო.. :lool: :lool:
    არ შეიძლება ესე.. ჩვენ კამათისთვის მოწადინებულ ხალხს ესეთი აბზაცები დაგვიდო.. :lool: თან გუშინდელი წარუმატებლობის მერე აგრესია დაგროვებულია და ამოხეთქავს რა კაროჩე… :lool: :lool:
    არა ისე ხო კაი რაცხა ვთქვი.. ვიფოჩიხევო ამაზეა ნათქვამი.. გაიხარე იმდენი ცუდი წავიკითხე უკვე გუნდზე და კონტეზე რო შენც კი მაგ რიცხვს მიგაწერე და გამიკვირდა.. ადრე ვიცოდი რო კონტეს ენდობოდი მისი ლეგიონიდან ხარ იცავ პეპეს და აგინებ ვიდალს.. თუმცა ეს უკანასკნელიც არავისზე ნაკლებია.. ნახე რა შეგაქე კონტეს ლეგიონერ.. :lool: :lool:
    ფორცა იუვე..
    :italy: :achuu: :italy:
    აჰა სმაილებიც კი შენნაერი.. :lool: :lool:

Trackbacks / Pingbacks

  1. “იუვენტუსის” ოფიციალური განცხადება | ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.