ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2015/16 სეზონის შეფასება – განაპირა მცველები

ვაგრძელებთ “იუვენტუსის” გასული სეზონის შეფასებას და დღეს საუბარი გვექნება გუნდის დაუღალავ მორბენლებზე, ფეხბურთელები, რომლებსაც მთელი 90 წუთის განმავლობაში უწევთ თამაში განაპირა მცველების, ნახევარმცველებისა და რიგ შემთხვევებში თავდამსხმელის პოზიციაზეც კი. რას ვიზამთ ასეთია თანამედროვე ფეხბურთი…

ისინი გუნდის ნამდვილი ლოკომოტივები არიან… მთელი სეზონის განმავლობაში გარდაიქმნებოდნენ თავდადებული მცველებიდან აგრესიულ თავდამსხმელებად და პირიქით. სწორედ მათმა დაუღალავმა შრომამ და ენთუზიაზმა ბევრი მატჩის ბედი “იუვენტუსის” სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სეზონის დასაწყისში, როცა ბეპე მაროტამ ვერ შეძლო ალეგრისათვის ასე სასურველი “ტრეკუარტისტას” შეძენა, მაქსი იძულებული გახდა გუნდის მთავარ სათამაშო სქემად 3-5-2 აერჩია და ამისათვის მის განაპირა მცველებს ფლანგების მაქსიმალური კონტროლი უნდა აეღოთ ხელთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდა. საბედნიეროდ ალეგრის არსენალში განაპირა მცველების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აღმოაჩნდა და თითოეულმა მათგან ცივსისხლიანად გადაწყვიტა ყველა ტაქტიკური თავსატეხი. მოდით უშალოდ თითოეული მათგანის შეფასებაზე გადავიდეთ.

სტეფან ლიხშტაინერი 7,5

“შვეიცარიულმა ექსპრესმა”, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ზედიზედ მეხუთე სკუდეტო მოიპოვა გუნდთან ერთად და კიდევ ერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. დიახ, ამ სეზონში ლიხშტაინერმა ყველაზე ნაკლები გოლი და საგოლი პასი მიითვალა თავის ტურინულ კარიერაში, თუმცა ეს არა ლიხშტაინერის, არამედ ლეგენდარული მაესტროს წასვლის ბრალი უფრო არის.

სეზონის სტარტზე ლიხშტაინერს გულის არითმია დაუდგინდა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც, ფეხბურთელი ერთ თვეზე მეტი ვადით გამოეთიშა მწვანე მინდორს, თუმცა მალევე დაბრუნდა და გუნდს “ქამბექის” განხორციელებაში დაეხმარა.

ბოლო წლების განმავლობაში, ლიხშტაინერი ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ განაპირა მცველად ჩამოყალიბდა. ის მუდამ შემართებით უტევს, თუმცა არ კარგავს კონტროლს არც დაცვაში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კართან ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღება უჭირს, 30-ს გადაცილებული მცველის თამაშის ხარისხი ნამდვილად შესაშურია და იმედია მომავალშიც სტეფან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იქნება “ბიანკონერის” რიგებში.

პატრის ევრა – 7,0

“ბიძია პეტი” გუნდის ნამდვილი ლიდერია. სეზონის დასაწყისში, როცა გუნდს განსაკუთრებით უჭირდა, ევრა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებოდა ოპტიმისტური და მშვიდი განწყობის შენარჩუნებაში და სწორედ ამიტომ მისი შეფასება მხოლოდ  მშრალი სტატისტიკით შეუძლებელია. 35 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა სწორედ 35 მატჩი გამართა გასულ სეზონში და 2 გოლი გაიტანა. ზოგჯერ მას ცენტრალური მცველის ფუნქციის შესრულებაც უწევდა. ევრა იმ ვეტერანების რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც თამაშობენ უფრო გონებით ვიდრე ფეხებით.

ხუან კუადრადო 7,0

ხუან გილერმოს დრიბლინგი ნამდვილ აფეთქებას იწვევდა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, თუმცა კოლუმბიელი თითქმის ვერასდროს ვერ უბამდა ფეხს გუნდურ თამაშს. სეზონის დასაწყისში კუადრადოს ადაპტაციის პრობლემები ქონდა. 2014/15 სეზონი მცველისთვის კოშმარული გამოდგა ლონდონური “ჩელსის” რიგებში და ტურინში ის ფაქტობრივად “დაშლილი” მოვიდა. სეზონის პირველ ნახევარში კუადრადო ხშირად ბურთს ზედმეტად იჭერდა და გაუგებარ გადაცემებს აკეთებდა. შემდეგ კი ალეგრიმ თავისი “მაგია” ჩართო და კოლუმბიელს დისციპლინა და თავდაჯერებულობა შთაბერა. სწორედ ამიტომ, სეზონის მეორე ნახევარში ჩვენ სრულად გარდაქმნილი კუადრადო ვიხილეთ.

კუადრადო, როგორც მინიმუმ სამი ძალიან მნიშვნელოვანი გოლის მთავარი გმირი გახდა გასულ სეზონში. “დერბი დე ლა მოლეში” მის მიერ “ტორინოს” კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი და დიდწილად გარდამტეხიც კი ტურინელებისათვის, რამეთუ სწორედ ამ გამარჯვებით დაიწყო “ქამბექიც”. ასევე ჩინებული ეპიზოდი იყო, როდესაც კოლუმბიელმა ცივსისხლიანად დაასრულა მორატას ბრწყინვალე დრიბლინგი “ბავარიასთან” გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში (რომელზეც მეტი საუბარი არც მსურს) დაბოლოს, მისი საგოლე გადაცემა “მილანთან” იტალიის თასის საფინალო დაპირისპირებაში, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კუადრადო სავარაუდოდ ლონდონში დაბრუნდება, რამეთუ, “ჩელსის” ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რეაქტიული ფლანგელის დიდი ქომაგია, თუმცა ჯერ საბოლოოდ ცნობილი არაფერია და არის შანსი რომ კუადრადო ვინოვოზე დარჩეს.

ალექს სანდრო – 8,0

ენერგიული ბრაზილიელი კიდევ ერთი წარმატებული ტრანსფერი აღმოჩნდა “იუვენტუსისთვის”. ალექს სანდრო ჩაწოდებები თითქმის ყოველთვის ზუსტია, ხოლო მისი სიმძლავრე ფლანგზე ყველა კითხვის ნიშანს ხსნის. 25 წლის ბრაზილიელმა 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გატანილი  გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიუხედავად წარმატებული ასპარრეზობისა თავდასხმაში, სანდრო ზოგჯერ ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა დაცვაში და მისი ათლეტური აღნაგობის მიუხედავად, ხშირად დაცვით ფუნქციებს ივიწყებდა. ალექს სანდრო “ბიანკონერის” აწმყოა და მომავალიც. მომავალ სეზონში სწორედ ბრაზილიელმა უნდა შეიტანოს ლომის წვლილი “იუვენტუსის” მარცხენა ფლანგის ეფექტურობაში.

მაურისიო ისლა – შ/გ

ჩილელმა ამ სეზონში სულ რაღაც 9 წუთი დაჰყო მოედანზე მანამ სანამ მარსელის “ოლიმპიკში” გაემგზავრებოდა არენდის წესით, გასულ ზაფხულს. ასე რომ, სალაპარაკო თითქმის არაფერია.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
ნედვედაDutch Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ნედვედა
სტუმარი
ნედვედა

ხუან კუადრადო მცველი არ არის ის ნახევარ მცველია თანაც შემტევი.

Dutch
ადმინისტრატორი

:juvee: :up:

ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე!

x