ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2015/16 სეზონის შეფასება – მეკარეები

უკვე მერამდენე წელია, როდესაც საუბარს ვიწყებთ “იუვენტუსის” მეკარეებზე, პირველ რიგში, ჯანლუიჯი ბუფონი გვახსენდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგია მისი დუბლიორი, ბუფონი მაინც ნომერ პირველია – როგორც შემადგენლობაში – ისევე ჩვენს გულებში. ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ. კარის ხაზი – ეს ერთადერთი პოზიციაა გუნდში, სადაც ერთი ფეხბურთელი ატარებს მატჩების აბსოლოტურ უმრავლესობას და ამის უარყოფა არავის შეუძლია.

განვლილი სეზონი არ დაწყებულა ისეთივე სადღესასწაულო განწყობით, როგორც ბუფონისაგან ტიფოზები არიან მიჩვეული. საწყის ეტაპზე იყო პრობლემები, თუმცა, გუნდმა გადალახა მიკრო კრიზისი და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. ახლა როცა გადავხედავთ განვლილ სეზონს, ფაქტია რომ ეს წელი იტალიელი კიპერისათვის იყო ისეთივე წარმატებული, როგორიც ბოლო ოთხი მოპოვებული სკუდეტოს შემთხევაში, თითქოს დრო გაჩერდაო ნუმერო უნოსთვის… ვიმედოვნებთ რომ ასეთი მძიმე სტარტის ნახვა მომავალში აღარასდროს მოგვიწევს, თუმცა რეკორდულმა მშრალმა სერიამ და ჩინებულმა გოლკიპერულმა ოსტატობამ, რომლის დემონსტრაციასაც ჯიჯი ახდენდა ყველა სირთულე გადაფარა. ის ახდენდა სასწაულებს, მაშინაც კი, როცა ჩვენ ყველაზე იმედიანი ტიფოზებიც კი ეკრანებთან მიჯაჭვულები, ლანძღვა-გინებით გამოვხატავდით უიმედობისა და იმედგაცრუებისაგან დამძიმებულ ემოციებს.

მოკლედ, მორიგი ბრწყინვალე სეზონი ლეგენდარული კიპერის გრძელ კარიერაში. როგორც ვიცით, ბუფონი 2017/18 სეზონის ბოლოს აპირებს დიდი ფეხბურთიდან წასვლას, დრო ცოტა რჩება და ჩვენ ვალდებულნი ვართ არ გამოვტოვოთ არცერთი მისი გაელვება მწვანე მინდორზე.

ჯანლუიჯი ბუფონი – 9,0

სასწრაფოდ! ჯანლუიჯი ბუფონს სუპერმენს და  ღმერთს უწოდებენ, იმიტომ რომ ის შეუდარებელია თავის საქმეში. ის მაშინაც კი იდგა თავის მოწოდების სიმაღლეზე, როცა გუნდი იმედს უცრუებდა ყველას. ნოემბრის დასაწყისში კი, როცა “იუვენტუსმა” კრიზისიდან გამორკვევა დაიწყო ბუფონი სეივს-სეივზე იწერდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ თამაშებში მას 85 წუთი უსაქმოდ დგომა უწევდა. სწორედ ეს დაეხმარა ჯიჯის მშრალი წუთების რეკორდულ მაჩვენებლამდე გატანაში. ეს დაუჯერებელი იყო და რთულია იპოვო ვინმე, ვინც ბუფონზე უფრო მეტად იმსახურებდა ამას.

მოდიც მცირე სტატისტიკას გადავხედოთ, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება:

ჩატარებული მატჩები – 35

კარში დარტყმები – 88

მოგერიებული – 72

“სეივების” პროცენტი – 81,8

“მშრალი” მატჩები – 21

ვფიქრობ, არის ამაში რაღაც საზეიმო…

მოდი გავაგრძელოთ და ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა რამდენიმე დამატებითი ციფრებით “გავაფერადოთ”. სერია ა-ში გაშვებული 16 ბურთიდან, ბუფონმა პირველ ორ თვეში გაუშვა 6. ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ მთელ სეზონში ბუფონმა მხოლოდ 10 გოლი გაუშვა! 10 გოლი! ეს უდაოდ იდეალურთან ყველაზე ახლო მაჩვენებელია. მხოლოდ ერთი შეხვედრა იმ 21 “მშრალიდან” შედგა პირველ ორ თვეში, რაც ორი რამის მიმანიშნებელია:

  1. სეზონის სტარტზე “იუვენტუსის” დაცვა იყო ისე უსუსური, როგორც არასდროს.
  2. რომ არა ბუფონის კარგი ასპარეზობა, დასაწყისი გუნდისთვის შეიძლებოდა იმაზე უფრო მძიმე გამოსულიყო, ვიდრე ვიხილეთ.

ალბათ ერთადერთი პაოლო დიბალაა ვინც, ბუფონთან ერთად მთელი სეზონის განმავლობაში გამოირჩეოდა სტაბილურობითა და შედეგიანობით. მეტიც, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, გაგვიჭირდება 2-3 თამაშზე უფრო მეტის მოძებნა, როცა ბუფონი საკუთარ თავს არ გავდა. ერთია, იყო მუდმივად კარგი, ხოლო მეორეა, იყო მუდმივად საუკეთესო და ამას ბუფონი ახერხებს უკვე 12 თუ 13 წელია, თუმცა მაინც დაუჯერებელია რომ 38 წლის ასაკში ჯიჯი კვლავ უმთავრესი ფიგურაა “ბიანკონერის” რიგებში. იქამდე სანამ ლეგენდარული იტალიელი მეკარე 2018 წელს კარიერის სავარაუდო დასრულების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, ის მუდამ იმეორებდა რომ ითამაშებდა იქამდე სანამ ამისთვის აუცილებელი ფიზიკურ კონდიციებში იქნებოდა და ვიმედოვნებთ ეს უფრო გვიან მოხდება ვიდრე ჯიჯი თავად ვარაუდობს.

ნეტო – 7,0

როგორც მაშინ, როდესაც “იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე იყო მარკო სტორარი, ყოველთვის რთული იყო მისი შეფასება, რადგან ის მოედანზე ძალზედ იშვიათად ჩნდებოდა. ამ სეზონშიც ანალოგიური სიტუაცია იყო ნეტოს შემთხვევაშიც. ბრაზილიელმა კიპერმა თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრა “ბიანკონერის” რიგებში ჩაატარა 23 სექტემბერს რის შემდეგაც 3 თვე იუქმა. ასეთია სარეზერვო მეკარის ბედი… მითუმეტეს მაშინ როცა შენ ხარ ისეთი კიპერის თადარიგში როგორიც ჯიჯი ბუფონია.

როგორ შევაფასოთ ნეტოს პირველი სეზონი “იუვენტუსის” რიგებში? უდაოდ კარგი იყო. ნამდვილად მყარი სეზონი. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ყოფილა შთამბეჭდავი ალბათ იმიტომ, რომ მას ეს არც მოეთხოვებოდა. რა თქმა უნდა იყო რამდენიმე ნათელი შეხვედრა მისი შესრულებით, თუმცა დავაყენებთ კი მას ბუფონის დონეზე? რა თქმა უნდა – არა. რვა ჩატარებულ შეხვედრაში ნეტომ 6 გოლი გაუშვა, პირველი ხუთი კი ორ შეხვედრაში. 3-0 მარცხი “ინტერის” წინააღმდეგ და ასევე  2-1 მარცხი ვერონასთან მატჩში, როცა სკუდეტოს ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გარდა ამისა კი არცერთი დარტყმა ნეტოს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია, ეს ისაა რაც სათადარიგო კიპერს მოეთხოვება.

ნამდვილად კარგი სეზონი “იუვენტუსის” ნომერ მეორე გოლკიპერისათვის. თუკი მოარულ ხმებს დავუჯერებთ ბრაზილიელი ამ ზაფხულს გუნდის შეცვლას გეგმავს და, ალბათ, მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდება ნათელი გაატარებს თუ არა ნეტო კიდევ ერთ წელს ტურინში.

 

რუბინიო შ/გ

მორიგი სეზონი, რომელშიც ტიტულები იმაზე მეტი მოიპოვა ვიდრე მოედანზე გამოჩნდა. არც თუ ისე ცუდი შედეგია…

 

ემილ აუდერო შ/გ

სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ახალგაზრდა იტალიელი გუნდის მესამე მეკარედ გვევლინებოდა, როცა რიგი მიზეზების გამო ხან რუბინიო, ხანაც კი ნეტო არ იყო მზად შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. რა თქმა უნდა, მისი მოედანზე გამოჩენის საჭიროება არასდროს დამდგარა, თუმცა სასიამოვნო იყო მისი გამოჩენა სკუდეტოს აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მომავალ სეზონში არაა გამორიცხული აუდერო გახდეს მუდმივი მესამე კიპერი “იუვენტუსის” შემადგენლობაში და თუ ეს ასე არ მოხდა სავარაუდოდ იმედისმომცემი მეკარე არენდის წესით გაემგზავრება სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სხვა გუნდში, როგორც ჩანს, კლუბი მას სათანადოდ აფასებს და სამომავლოდ იმედებს ამყარებს. რა თქმა უნდა, ჩინებული იქნებოდა კლუბის მიერ აღზრდილი   ახალგაზრდა ფეხბურთელების ხილვა ძირითად გუნდში.

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
tornikeitaly Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
tornike
სტუმარი
tornike

ლეალიზე არ ისმის არაფერი?? ისე მე პერინი მომწონს ძალიან და ვფიქრობ რომ იუვეში რო იყოს პერინი სათანადოდ შეცვლიდა ჯიჯის ანუ ჯიჯი ვერ იქნებოდა მაგრამ არც თავს შეირცხვენდა

italy
იუვენტინო
italy

:forza: :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

jiji msoplios yveladrois nomer pirvelia :juvee: :forza:

x