ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

2015/16 სეზონის შეფასება – ნახევარმცველები

ცხელი სატრანსფერო ნიუსების მხარდამხარ ვაგრძელებთ განვლილი სეზონის განხილვას და ამჯერად საუბარი გვექნება გუნდის ნახევარმცველებზე, ფეხბურთელებზე, რომლებიც მუდამ თამაშის გულში იმყოფიებიან და განუწყვეტლივ აკავშირებენ ერთმანეთს დაცვისა და თავდასხმის ზონებს.

მარკო ტარდელი, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი, დავიდე ბაიოკო, მიკაელ ლაუდრუპი ეს მოკლე ჩამონათვალია იმ დიდებული ფეხბურთელებისა, რომლებიც სხვა და სხვა დროს სიამაყით ატარებდნენ შავ-თეთრ მაისურს…

არტურო ვიდალისა და ანდრეა პირლოს წასვლის შემდეგ, როცა გუნდის ნახევარდაცვა თითქოსდა ხერხემლის გარეშე დარჩა “იუვენტუსის” კონკურენტუნარიანობა დიდი კითხვის ქვეშ დადგა. სეზონის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად (ნახევარდაცვაში) სამი ხედირა მოგვევლინა, მარსელიდან არენდით წამოყვანილი ლემინა დიდ იმედს არ იძლეოდა. ხოლო სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეძენილი ერნანეში, სასურველი ტოპ კლასის ტრეკუარტისტას აჩრდილი იყო…

სეზონის სტარტშივე იგრძნობოდა გუნდურობის დეფიციტი ამას დაემატა მოხშირებული ტრავმიანობა და გუნდის საერთო ცუდი ფორმა. შექმნილი სიტუაციის ფონზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ვიდალისა და პირლოს გაშვება ბეპე მაროტას ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მაგრამ, როდესაც ფეხბურთელები დაუბრუნდნენ ოპტიმალურ ფორმას, ნათელი გახდა, რომ “იუვენტუსის” ნახევარდაცვა კვლავ მუშაობს, რომ ის კვლავ ერთიანი, შეწყობილი მექანიზმია, ისეთი, როგორსაც ჩვენ მივეჩვიეთ.

პოლ პოგბა 8,5

 

კარლოს ტევესის წასვლის შემდეგ, ლეგენდარული 10 ნომრიანი მაისური პოლ პოგბამ მოირგო. სეზონის სტარტზე იგრძნობოდა ამ 10 ნომრის პასუხისმგებლობის სირთულე. ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი დროთა განმავლობაში შეეგუა ამ მაისურის სიმძიმეს. პოგბასთვისაც, როგორც მთელი “იუვენტუსისთვის” გარდამტეხი აღმოჩნდა შეხვედრა “ტორინოსთან”, რომელიც უკვე მრავალგზის ვახსენეთ და გავიხსენეთ.

ციფრები არ ტყუიან და სტატისტიკაც გვეუბნება, რომ განვლილი სეზონი იყო საუკეთესო, რაც პოგბას “იუვენტუსში” ჩაუტარებია. შთამბეჭდავი რაოდენობა გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემებისა… წელს პოგბამ თავისი საუკეთესო თვისებების დემონსტრირება მოახდინა, რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია სატრანსფერო ბაზარზე.

პოგბას ჯერ კიდევ აქვს ზრდის პოტენციალი და განსაკუთრებით ევროპულ ასპარეზზე (წელს მხოლოდ 1 გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე) თავისი სიტყვა ჯერ ბოლომდე არ უთქვამს.

სამი ხედირა 7,5

მიუხედავად რამდენიმე მისთვის დამახასიათებელი ტრავმებისა, ხედირასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა პირველი სეზონი “ბებერი ქალბატონის” რიგებში. თავდაპირველად ხედირა გუნდის ნახევარდაცვაში გამოცდილებისა და დინამიურობის ასამაღლებლად მოიყვანეს და გერმანელმაც საკმაოდ კარგად ჩაანაცვლა არტურო ვიდალი. მის ანგარიშზე 25 ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

წარმოშობით თურქი ნახევარმცველი ჯერ კიდევ 29 წლისაა და რამდენიმე წელი კიდევ შეძლებს “იუვენტუსის” ღირსების დაცვას უმაღლესს დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ის იოლად ტრავმირებად ფეხბურთელების რიგს მიეკუთვნება, მას თავისუფლად შეუძლია გახდეს “ბიანკონერის” საკვანძო ფიგურა, რადგან სამიმ უკვე დაამტკიცა, რომ გამარჯვებების ალღო აქვს, მოიგო რა მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.

კლაუდიო მარკიზიო 7,0

“პრინცისთვის” სეზონი ტრავმებით დაიწყო და ტრავმებითვე დასრულდა. როგორც პოგბას ისევე კლაუდიოს დააკლდა ის ნახევარმცველები, რომლებთანაც ასე კარგად იყო შემათამაშებული. მაგრამ დროთა განმავლობაში ორივე ფეხბურთელი გონს მოვიდა და გუნდისთვის სარგებლის მოტანაც მალევე დაიწყეს.

პირლოს წასვლასთან ერთად, მარკიზიოც უკანდახეულ პლეიმეიკერად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ კლაუდიოს არ აქვს ისეთივე მაღალი კლასი როგორც, ლეგენდარულ იტალიელ მაესტროს, მარკიზიოს აქვს მოედნის საკმაოდ კარგი ხედვა და გრძელი პასებითაც ხშირად ამარაგებდა მანჯუკიჩსა და კომპანიას. სტატისტიკაზე ვერ ვიტყვით რომ სახარბიელოა მარკიზიოსთვის: მხოლოდ ორი საგოლე გადაცემა, მაგრამ ის ხელს უწყობს ნახევარდაცვის დინამიურობას და აკეთებს პასებს, რომლებიც შემდეგ სახიფათო შეტევებად გარდაიქმნება. სამწუხაროა, რომ გასულ სეზონში ვერ ვიხილეთ მარკიზიოს ვერცერთი გოლი, თუმცა “პრინცის” უმთავრესი როლი გოლების გატანა ნამდვილად არ არის, რადგან ის მეტოქის კარიდან საკმაოდ მოშორებით თამაშობს და არც სტანდარტების შემსრულებელია.

წლის ბოლოს მიღებულმა ჯვარედინი მყესების ტრავმამ უკვე მეორედ გამოთიშა მარკიზიო ფეხბურთს საკმაოდ ხანგძლივი ვადით და ამჯერად ის ევროპის ჩემპიონატის მიღმაც დატოვა. “იუვენტუსის” სკოლი აღზრდილი 8 ნომერი უკვე 30 წლისაა და საინტერესოა, როგორ შეძლებს ის ამდენად სერიოზული ტრავმის მოშუშებას, ისე რომ ეს მის თამაშზე არ აისახოს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ მომავალ სეზონში “პრინცი” ტრავმების გარეშე ჩაატარებს.

მარიო ლემინა 6,5

გაბონელი ფეხბურთელის თამაში თითქმის არავის ენახა, როდესაც ის “იუვენტუსში” არენდის წესით მოვიდა, ან თუ ენახა, დამეთანხმებით საოცარი არაფერი იყო.

მიუხედავად ტრავმებით დახუნძლული სეზონისა, ლემინა ნამდვილად საქებარ სიტყვებს იმსახურებდა, როდესაც მოედანზე გამოდიოდა და სწორედ ამიტომ მაროტამაც გადაწყვიტა კონტრაკტში ჩადებული გამოსყიდვის უფლებით ესარგებლა.

ლემინა ნახევარცმველია, რომელიც სულ დაუღალავად იბრძვის, ე.წ “ბოქს თუ ბოქს” ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ დახვეწილი ტექნიკის მფლობელია და რამდენიმე მცველის მოტყუებაც შეუძლია. 2 გატანილი გოლი 14 ჩატარებულ შეხვედრაში მათ შორის ერთი სოლო ნომერი ატალანტას წინააღმდეგ ნამდვილად არ არის ცუდი რეზულტატი.

ველოდებით ნიჭიერი ფეხბურთელის ბოლომდე გახსნას და პირველ რიგში საკუთარი ფიზიკური კონდიციების ამაღლებას და ნაკლებ ტრავმიანობას.

კვადვო ასამოა 6,0

როგორც სხვა ნახევარმცველების შემთხვევაში, კვადვო ასამოასთვისაც სეზონი ტრავმებით სავსე აღმოჩნდა. სულ რაღაც 13 ჩატარებული შეხვედრა სერია ა-სა და იტალიის თასზე. გასულ სეზონში ასამოა ხშირად თავის პოზიციაზე თამაშობდა და შედეგიც საკმაოდ კარგი იყო, თუმცა არა გადასარევი.

თუკი მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ასამოათი რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მათ შორის არიას ლონდონის “ჩელსი”, სადაც განელს ექნებოდა საშუალება თავის ყოფილ დამრიგებელთან, ანტონიო კონტესთან მუშაობისა. მაროტა ალბათ ფიქრობს კიდეც ასამოას გასხვისებაზე, რამეთუ მას მალე 28 წელი შეუსრულდება და თანაც ვერაფრით იბრუნებს იმ თვისებებს, რომლის გამოც ის “იუვენტუსმა” თავის დროზე შეიძინა. ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო ასამოას გაშვება და მის ნაცვლად შედარებით ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა გუნდის სათადარიგოთა სკამის გასაძლიერებლად.

სტეფანო სტურატო 6,0

პირველი სრული სეზონი “ბიანკონერის” რიგებში და საკმაოდ ბევრი სათამაშ დრო, თუმცა ფეხბურთელის ხარისხი დიდად არ გაუმჯობესებულა. მან რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩაატარა მათ შორის მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში, როდესაც მოედანზე გამოვიდა და თამაში ძლიერ გაამწვავა და თავი გატანილი გოლითაც დაგვამახსოვრა. საპასუხო მატჩში კი სამწუხაროდ ბევრი ვერაფრის გაკეთება შეძლო და ერთი ძალიან კარგი საგოლე მომენტიც გაანიავა…

სტურარო კარგია სათადარიგოთა სკამზე ან სხვა და სხვა ტაქტიკური მაქინაციებისას, თუმცა უფრო მეტის პოტენციალი ნამდვილად არ იგრძნობა, თუმცა ვინ იცის და მე ვცდები და სტეფანო მალე მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდება?

რობერტო პერეირა 5,5

ბლა ბლა ბლა ტრავმებით გადაღლილი სეზონი, ბლა ბლა ბლა არარეალიზებული ტალანტი, ბლა ბლა ბლა მოდით ამოვისუნთქოთ.

პერეირას ტრავმებმა “იუვენტუსი” მიიყვანა იქამდე, რომ გუდი დარჩა ტრეკუარტისტას გარეშე და მთელი სეზონის განმავლობაში 3-5-2 სქემით უწევდა თამაში.  ხოლო, როდესაც არგენტინელი ჩნდებოდა მოედანზე, მისგან ძალიან იშვიათად თუ ვხედავდით რაიმე საოცარს, ძირითადად კი საშუალო დონის ფეხბურთის დემონტსრირებას ახდენდა.

დადის ხმები, რომ “ვესტ ჰემი” დაინტერესებულია არგენტინელის შეძენით და ვფიქრობ, პერეირა არის ფეხბურთელი, რომლის ჩანაცვლებაც ძალიან ადვილი იქნებოდა. შემტევი ნახევარმცველის კვალობაზე, მის მიერ გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობა მსუბუქად რომ ვთქვათ არასახარბიელოა.

ერნანეში 5,0

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ უკვე ასაკში მყოფი ბრაზილიელი არ არის ის ვისაც “ტიფოზერია” გასული სეზონის დასაწყისში ელოდა… მაგრამ, სე ლა ვი – ასეთია ცხოვრება…

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერნანეშისთვის ტურინული თავგადასავალი არც თუ ისე ცუდად დაიწყო. გავიხსენოთ “მანჩესტერ სიტისთან” მარკიზიოს პოზიციაზე ჩატარებული შეხვედრა, რომელიც საკმაოდ იმედის მომცემი იყო, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა და ის სულელური ვარდნა “მიუნხენგლადბახის” წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც “იუვე” 10 კაცით დარჩა, იყო ალბათ ფიასკო და დასასრულის დასაწყისი…

ერნანეშს საკმაოდ კარგი გრძელი პასების გაკეთება შეუძლია და უფრო უკეთესად გამოიყურება, როდესაც თამაშობს სიღმიდან, ვიდრე თავდამსხმელების უკან, თუმცა მსოფლიოში ყველა ნელი ფინთის გარდა, მის არსენალში ბევრი არაფერი აღმოჩნდა, რითაც ის გულშემატკივრების გულების დაპყრობას შეძლებდა. მისი შესრულებული საჯარიმო დარტყმებიც კი ძალიან არაზუსტი და გაუგებარი იყო… 31 წლის ასაკში უკვე უაზრობაა რაიმე სახის პროგრესზე საუბარი და, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი მისი გასხვისებაა.

სიმონე პადოინი შ/გ

მიუხედავად თავისი ბრწყინვალე მაჩვენებლებისა სიმონე არც თუ ისე ხშირად გვაძლევდა თავისი უნიკალური შესაძლებლობებით ტკბობის საშუალებას.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

5
Leave a Reply

avatar
5 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
4 Comment authors
biankoneri777vacheishviliforza bianconeriპლატინო პოგბა დიბალა Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
biankoneri777
იუვენტინო
biankoneri777

დავიდე ბაიოკო!!! :blin:

vacheishvili
იუვენტინო

ჰერნანეში მეტს იმსახურებდა ვიდრე პერეირა და ასამოა და გინდ სტურარო.

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

ხედირა 8 სტურარო 5.5 პერეირა 6 :chuvak:

forza bianconeri
იუვენტინო
forza bianconeri

“სიმონე არც თუ ისე ხშირად გვაძლევდა თავისი უნიკალური შესაძლებლობებით ტკბობის საშუალებას.” :lool:

პლატინო პოგბა დიბალა
სტუმარი
პლატინო პოგბა დიბალა

არ წახვიდე პოგბუუმ :loool: :forza: :forza: :love: :love:

x