ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 დარტყმა და 0 გოლი, გაძლიერებაა საჭირო!

კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი, ნაჩვენები ბრწყინვალე ფეხბურთი და უკვე რიგით მერამდენე დაკარგული ქულები, 0-0. შემტევ ხაზში ნაჩვენები უსუსურობის გამო “იუვე” “მილანს” უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება და ეს მაშინ, როცა გუნდი 2011 წლის მაისის შემდეგ დაუმარცხებელია. მის უუნარობას უნდა დავაბრალოთ, რომ გუნდი რეალურად არსებულ უპირატესობას ვერაფრით იყენებს, თავდამსხმელები წყალს აყოლებენ შანსებს…

“სერია ა” -ში გამართულ 27 მატჩში “ბებერი სინიორა” 500 -ჯერ დაემუქრა მეტოქეთა კარებს, თუმცა ბურთი კარის ბადეში მხოლოდ 39 -ჯერ გაეხვია. ალესანდრო მატრის, ფაბიო კუალაირელას, მარკო ბორიელოს, მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო დელ პიეროს მიერ შექმნილმა თავდასხმამ სულ 16 -ჯერ იმარჯვა, როცა იბრაჰიმოვიჩმა 19-ჯერ, დი ნატალემ კი 18-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. დასკვნების გამოტანა ადვილია.

თუმცა ამჟამად ანტონიო კონტეს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ერთადერთი, რაც “იუვეს” დარჩა, ესაა დაელოდოს ზაფხულს და სატრანსფერო ფანჯრის სასარგებლოდ გამოყენება შეძლოს. უკვე დიდი ხანია “ბიანკონერების” სატრანსფერო ობიექტებზე იწერება პრესაში, ქვემოთ მათგან უმთავრეს კანდიდატურებს მიმოვიხილავთ.

“მონპელიეს” თავდამსხმელმა უკვე არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება შიდა ჩემპიონატში და თანაც, ნაკრების მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, გადაგზავნა რა ბურთი გერმანიის კარში.

ჟირომ ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ “ბაიერნის” მხრიდან არსებული ინტერესით ბედნიერია, თუმცა ის კიდევ სამი ფრანგული კლუბის ყურადღებას იქცევს. ამას წინათ, ჟურნალისტებთან საუბარში იტალიურ გუნდებზეც ჩამოაგდო სიტყვა: ” დიდ იტალიურ კლუბებს ყოველთვის ვანდევნებ თვალს. ისინი ხელახლა იბრუნებენ “ჩემპიონთა ლიგის” წამყვანი ძალების სტატუსს. ”

არგენტინელს გასულ ზაფხულსაც აკავშირებდნენ ტურინულ კლუბთან, ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუს სტედიუმზე” გადაბარგებასა და ბეპე მაროტასთან საუბარს თავად ფეხბურთელი ითხოვს.

“ახლა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მაისის დასაწყისში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან ტრანსფერის თაობაზე სიამოვნებით დავილაპარაკებდით. ” -განუცხადა tuttosport -ს ფეხბურთელის მამამ.

ასეა თუ ისე, იგუაინის “რეალთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მისნაირი ფორვარდის ჩანაცვლება არც მადრიდული კლუბისთვის იქნება ადვილი. სავარაუდოდ, “ბიანკონერებს” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე მეტის გადახდა მოუწევთ.

მუხლის იოგის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა იოვეტიჩმა 2011-2012 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო. გასული წლების წარუმატებლობების გამო ფინანსურად დაზარალებული “ფიორენტინა” სერბის მეშვეობით ხელის მოთბობას ეცდება.

სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, იოვეტიჩისთვის ნომინალური პოზიცია ცენტრალური თავდასხმა სულაც არაა. ფეხბურთელის ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი სისწრაფე და ტექნიკაა, უნარი, ზონებს შორის სივრცეების შექმნისა, ეს კი ახლანდელი “იუვესთვის” ნამდვილად ფუფუნებაა.

დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში არსებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად აღიარებული ეზეკიელ ლავეცი. არგენტინელი 2012 წელს “იუვენტუსის” ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად სახელდება.

ფეხბურთელმა გასულ წელს “ნაპოლის” გაუხსნა გზა ევროპული ფეხბურთისკენ და წელს მის ჯგუფიდან გასვლაშიც შეიტანა ლომის წილი. მისი საუკეთესო თვისება საშემსრულებლო ოსტატობა არაა, არგენტინელის უმთავრესი კოზირი მოედნის ბრწყინვალე ხედვა და ტექნიკური მონაცემებია. სხვა საკითხია, რამდენად შეელევა ნეაპოლი გაკერპებულ ფორვარდს.

რამირესმა “იუვენტუსის” ყურადღება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიიპყრო, ურუგვაელის აგენტი კი “იუვეს” აქტიურობისკენ მოუწოდებს და სხვა დაინტერესებული კლუბებით აშინებს.

იოვეტიჩისა და ლავეცის მსგავსად, არც ისაა ნომინალურად ცენტრალური ფორვარდი. ამ კუთხით “იუვენტუსს” სერიოზული დაფიქრება მოუწევს. რამირესი მომავლის პროექტია.

ის, რაც ახლა “იუვეს” სჭირდება საშემსრულებლო ოსტატობაა და ამ კუთხით, ჰოლანდიელს დღეს მხოლოდ რამდენიმე ფორვარდი თუ გაუტოლდება. გოლი ვან პერსის ჩემპიონატის თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს, 32 -ჯერ აღებული კარი 37 შეხვედრაში.

“ბიანკონერების” მთავარი პრობლემა არა იმდენად “არსენალის” პოზიცია, არამედ დაინტერესებული სხვა კლუბებია. ფინანსური თვალსაზრისით, “იუვეს” ისეთი გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა უეჭველად გაუჭირდება, როგორიც “მანჩესტერ სიტი” და მადრიდის “რეალია”. თუ თავდამსხმელს ძალების “სერია ა” -ში გამოცდა სურს, “მილანის” წინადადების განხილვაც მოუწევს, იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, “როსონერი” ყურადღებას ტევესზე არ გადაიტანს.

კრის ვოაკის სტატია

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

118
Leave a Reply

avatar
85 Comment threads
33 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
45 Comment authors
LabaJuvesandrikhogoglikaaGAFRId a v i d Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
LabaJuve
იუვენტინო
LabaJuve

გთხოვთ ყველას თუ შეძლებთ შეხვიდეთ ამ ლინკზე და მომცეთ ხმა
თხოვნა იქნება რო გააზიაროთ

:forza: გელა ლაბაძე :forza:

ყველას დიდი მადლობა
http://www.facebook.com/questions/307026076028958/

goglikaa
იუვენტინო
goglikaa

ჯოვინკო უნდა დააბრუნონ აუცილებლად და ერთი კაი თავდამსხმელი, არ უნდა იჟმოტოს ერთხელ მაროტამ და 5 ნაგავ ფეხბურთელს ჯობია 1 და კაი მოიყვანოს

GAFRI
იუვენტინო
GAFRI

laveci,van persi an higuaini imedia aqedan ert-erti gaadzlierebs juves wina xazs,tumca arc oliver joiroa cudi kandidatura… :juvee:

d a v i d
იუვენტინო
d a v i d

ლავეცი პერსის არ მგონია რო მოვიდეს ჩვენთან დანარჩენები შესაძლებელია და მე აქედან იგუაინს მოვიყვანდი ლიგაზე აქ გამოცდილაბა მიღებული და იცის გემო ჟირუ იოვეტიჩი რამირესი აგენს ტოპ ფეხბურთელობეთ არ ვთლი! ასე რო თუ ამ ფეხბურთელებზე მიდგა საქმე იგაინი უნდა უყოს პირველ ნომრად სატრანსფერო სოაში და თუ არ გამოვიდა შედეგ გადაერთონ აგენზე!!! :forza: :forza: :forza:

sandrikho
იუვენტინო

მაგ მსჯელობა არაა სწორი იმიტო რო ჟირომ დაამტკიცა ტავის სიძლიერე საფრანგეთის ნაკრებში და მარტო სტატისტიკას გადახედე ერთ თამაშში ან თვითონ გააქ გოლი ან სხვას ატანიებს
მე მაგის ყიდვა უფრო გამისწორდება

r.baggio
იუვენტინო
r.baggio

chndeba kitxva vin aris borielo? ))) :lool:

bero-juve10
იუვენტინო

ბორიელომ თვითონ არ იცის ვინ არის და ეხლა ჩვენ გამოკვლევას აზრი არ აქვს
ასეთი უაზრო ფეხბურთელი როგორიც ეს არის არ მევასებიან ამათ კატეგორიაში შედიან
იგლი ტარე, დავიდე სუაზო, სანტა კრუზი, ნელსონ ვალდესი, იანკერი, პაულო გერერო, დანიელ ფონსეკა, ესნაიდერი, ზიგიჩი, ხარესტეასი, ბენი მაკარტი, პოსტიგა, ვიანა, გივარში, მუნიტისი, მაქსი ლოპესი 10 მომენტიდან 1 რო ძლივს იყენებდნენ.

r.baggio
იუვენტინო
r.baggio

yvelaze bandzi igli tare iyo imena mezizgeboda eg fegburteli

p juvee
იუვენტინო
p juvee

ალესაც სულ არ ათამაშებენ, დებილები არიან რა ატთამაშონ ბორიელო და მერე მოიგონ სკუდეტო :blin: :blin: :blin:

MegobaroO
იუვენტინო

იგუაინი იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრიით..ჯოვინკოსაც დააბრუნებენ და შეეწყობიან..კიდევ ერთი ვინგერი გვინდა პეპეს ადგილზე და ყველაფერი იდიალურად იქნება

kirsona
იუვენტინო
kirsona

იმედია კლასიან თავდამსხმელს ერთს მინიმუმ, ერთ კლასიან ვინგერს და ნახევარმცველს მოიყვანენს…. იმისაც მეშინია, ბერბატოვის მსგავსი ჩამოწერილი ფეხბურთელი არ მოათრიონ!

kod999
იუვენტინო
kod999

ჯონინკოს უეჭველი მოიყვანენ… ამაში 2 აზრი არააა! ისე ზემოთ ჩამოტვლილებიდან მე ლაცი მირჩევნია ყველას იმენა რაკეტაააა!!! მაგრამ ნაპოლი არ გაყიდის და თუ გაყიდის მაროტა არ იყიდის იმ ფასად… :blin: რეალური მეჩვენება ვან პერსი… 28 წლისაა და არსენალს ეხლა აქვს შანსი მასში მაყუთი აიგოს ბლომად… ვან პერსი შეტევაში დაგვხატავდა :kenwvla:

Nodari
იუვენტინო
Nodari

karგი იქნება