ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირველადი შთაბეჭდილებები…

საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ”ჩელსი” – ”იუვენტუსის”  მატჩის შესახებ სპორტულმა საიტმა  juventus.ru – მ .

სანამ მატჩი დაიწყებოდა
დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს ტურინელთა ერთგული გულშემატკივარი. ორწლიანი კრიზისისა და ჩავარდნის შემდეგ, ”იუვენტუსი” ლიგაზე დაბრუნდა. ფანები მონატრებულნი იყვნენ შავ-თეთრი მაისურის ხილვას ამ პრესტიჟულ გათამაშებაში. ბებერ სინიორას და მის მწვრთნელს ამ მატჩში ბევრი რამ ჰქონდათ დასამტკიცებელი. ანტონიო კონტემ შეძლო და ”იუვენტუსს”სერია A მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ მოაგებინა. ტურინელები კვლავ ნომერ პირველნი გახდნენ იტალიაში. ზედიზედ 42 მატჩი წაუგებლად ითამაშო საკუთარ ჩემპიონატში ურთულესი საქმეა და უდიდესი შრომა, თავდაჯერება და ალბათ სადღაც გამართლებაც სჭირდება. და ყველაფრის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგა სხვა განზომილება..
მატჩის წინ გამოქვეყნებული ტურინელთა შემადგენლობა საბრძოლო იყო. დაცვაში კიელინის, ბონუჩის და ბარძალის კედელი იყო აღმართული ხოლო მათ უკან, მრავალი ექსპერტის აზრით, ნომერ პირველი მეკარე იყო: ჯანლუიჯი ბუფონი. ნახევარდაცვაში საკმაოდ ეფექტური ტანდემი იყო იყო ვიდალი, პირლოსა და მარკიზიოს შესრულებით. ფლანგებზე ლიხშტაინერი (და არა ლიხშტენშტეინერი, როგორც დიმა ობოლაძე იძახდა ) და კვადო ასამოა ირჯებოდნენ. წინ კი ”ატომურ ჭიანჭველად” შერაცხული სებასტიან ჯიოვინკო და მირკო ვუჩინიჩი იყვნენ განლაგებული.
ტურინელთა მსგავსად, საკმაოდ ოპტიმალური იყო ლონდონელთა შემადგენლობაც. მარტო 40 მილიონად ნაყიდი ედინ ჰაზარდისა და 32 მილიონად შეძენილი ოსკარის ხსენება რად ღირს. ლონდონელები ლიგის მოქმედი გამარჯვებულები არიან და ფავორიტის სტატუსიც ბუნებრივია მათ ჰქონდათ, მითუმეტეს, რომ თამაში ნისლიან ალბიონზე იყო.

                                                                                                                                             მატჩი

როგორც მოსალოდნელი იყო ანტონიო კონტემ  3-5-2 სქემით დაიწყო თამაში, ხოლო მისმა თანამემამულე რობერტო დი მატეომ 4-3-3 სქემა აირჩია.

მატჩის დასაწყისი საკმაოდ ქაოსური იყო ტურინელთა მხრიდან. საწყისს წუთებში ”იუვენტუსის” ნახევარდაცვა ვერაფრით ახერხებდა ბურთის დაჭერას და ზუსტი პასებით თავდასხმით მომარაგებას. ლონდონელებმა თანდათან ხელთ იგდეს უპირატესობა და იტალიელთა კარზეც დაიწყეს შეტევები, თუმცა 30-ე წუთამდე დაცვისა და მეკარე Numero Uno -ს დამსახურებით ლონდონელები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. საპირისპიროდ, ტურინელებსაც ჰქონდათ 2 კარგი მომენტი: ერთხელ მარკიზიოს გაექცა ოდნავ წინ ბურთი და თითქმის ერთი-ერთზე გასულს ბურთი ჩეხმა აუღო, ხოლო მეორედ ივანოვიჩის მიერ ცენტრში გაკეთებული არასწორი პასის მერე, არტურო ვიდალმა კონტრშეტევა წამოიწყო და ვუჩინიჩი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ჩერნოგორიელის დარტყმული კარს ასცდა.

30-ე წუტზე კი ოსკარის დარტყმული ბურთი ტურინელთა კარებში აღმოჩნდა. ბუფონი ბურთისკენ მოძრაობდა, თუმცა მცირე რიკოშეტი და 1:0 ლონდონელთა სასარგებლოდ. ზუსტად 2 წუთში კი იმავე ოსკარმა საფეხბურთო შედევრი შექმნა. 2:0 ტურინელები შოკში არიან…

5 წუთში ტურინელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. გოლის ავტორი არტურო ვიდალი გახდა, რომელმაც ჩეხს აუღებელი დაურტყა. იტალიელი ტიფოზები აგუგუნდნენ… ტაიმის ბოლოს, დამატებულ წუთზე პირლომ ჯარიმა დაარტყა, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა კარს. პირველი ტაიმი 2:1 დამთავრდა ლონდონელთა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი შედარებით უკეთესად ტურინელებმა დაიწყეს, მათ ხომ გოლი ჰქონდათ გასატანი. ლონდონელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, ხოლო ნახევარდაცვაში ლამპარდი ალაგებდა. ერთ მომენტში სწორედ ლამპარდმა შეასრულა საკუთარი წაქცევისთვის ძალიან სახიფათო ჯარიმა. ინგლისელმა კარში დაარტყა, თუმცა ბუფონი ბურთს ადგილზე დახვდა…  თანდათან უფრო და უფრო ინერტული ხდებოდა ტურინელთა შეტევები. ჯიოვინკო სწრაფია, მაგრამ ფიზიკურად სუსტი და ლონდონელები ადვილად უსწორდებიან, ასამოა კი ფლანგზე ვერ აქტიურობს. ეს არცაა გასაკვირი. იგ ამ დონის თამაშს პირველად ატარებდა…  75-ე წუთზე ტურინელებმა პირველი ცვლილება გააკეთეს და მოედანზე ჯიოვინკოს მაგივრად კვალიარელა შემოუშვეს, რომელმაც გუნდს ქულა მოუტანა და ოდნავ რომ გამართლებოდა 3 ქულას წააღებინებდა საკუთარ გუნდს ლონდონიდან. შემოსვლიდან ზუსტად 5 წუთში, კლაუდიო მარკიზიოს საოცარი პასით, რომელმაც მთელი დაცვა მოჭრა, ფაბიო მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. 2:2 – იტალია ხარობს.  ცოტა ხანში კი მისი დარტყმული პეტრ ჩეხის კარის ზედა ძელს მოხვდა და ჩელში გოლს გადაურჩა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა რამდენიმე შეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა დაცვა და განსაკუთრებით ჯორჯო კიელინი შესანიშნავად ირჯებოდა. საბოლოოდ მატჩი ფრედ დამთავრდა – 2:2

                                                                                                      მოკლე ანალიზი
”იუვენტუსმა” ჩაატარა კარგი მატჩი საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, არ დაუდო ტოლი არაფერში და ორბურთიანი უპირატესობა ბოლომდე ამოქაჩა. იუვე ახლოს იყოს მოგებასთანაც, თუმცა, ლოგიკურად, ფრე ყველაზე სამართლიანი შედეგი იყო. ჩვენ შეგვიძლია ოთხ კომპონენტში შევადაროთ ეს გუნდები ერთმანეთს:
1. ბუფონმა პიტერ ჩეხზე უკეთესი შეხვედრა ჩაატარა. იტალიელმა კიპერმა შეხვედრა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა და გაშვებულ გოლებში ვერაფრით დავადანაშაულებთ. თამაშობდა მშვიდად.
2. დაცვის ხაზი ტურინელებისა აშკარად უკეთესი იყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ძნელია რომელიმე გოლში დაცვა დაადანაშაულო. პირველი გოლი რიკოშეტით გავიდა, ბონუჩის ბურთი უბრალოდ მოხვდა. მეორე გოლი კი უბრალოდ შედევრი იყო.
3. მართალია ნახევარდაცვა არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც სერია A -ში, თუმცა რაღაც დადებითი აქაც იყო. უმთავრესად ეს დადებითი მარკიზიო-ვიდალი იყო, რომელიც დაუღალავად მოძრაობდა მთელი მატჩი. სამწუხაროდ პირლომ სუსტად იასპარეზა.
4. რაც შეეხება თავდასხმას, ვუჩინიჩი-ჯიოვინკო ლონდონელებს პრობლემებს უქმნიდა. ჯიოვინკო სისწრაფით, ხოლო ვუჩინიჩი სახიფათო დარტყმებით. კვალიარელამ კი საკუთარი გოლით მატჩში გარდატეხა მოახერხა.

რა თქმა უნდა ეს არ იყო სრულყოფილი ”იუვე”, თუმცა პირველი შთაბეჭდილება, რომელიც გუნდმა დატოვა, უდავოდ კარგია ამ ეტაპზე.

წყარო: juventus.ru

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

7
Leave a Reply

avatar
4 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
6 Comment authors
misha shayulashviliG0GAika1993juve_alexDIN.TBILISI-JUVE Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
misha shayulashvili
იუვენტინო
misha shayulashvili

კარგია ესეტი განხილვების დადება იუვე დაბრუნდა დაბრუნდა დძალიან მაგრად ისე როგორც ჩვენ გვეკადრება ლონდონელებმა ვერ შეაფასეს სათანადოდ და დაისაჯნენ კიდეც შემდეგი დონეცკის შახტარია ამ შეხვედრას იუვე ჩაატარებს უმაგლეს დონეზე ტურინში ფავორიტი ერთი კამანდაა და ეს იუვეა ფორცაააა ტურინოოოოოოო :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza:

claudio.marchisio
იუვენტინო
claudio.marchisio

კარგი მიმოხილვაა…ყოველი მატჩის შემდგომ თუ დაიდება ასეთები კარგი იქნება

DIN.TBILISI-JUVE
იუვენტინო
DIN.TBILISI-JUVE

ამ ბონუჩის მერამდენედ უნდა მოხვდეს ბურთი და მერე გოლი გავიდეს :blin: :blin: ალბათ სადაც არაა საჭირო იქ დგას ხანდახან :mad:
კაი თამაში იყო ფრე დადებითი შედეგია ჩვენთვის :forza: :forza: :forza:

ika1993
იუვენტინო
ika1993

ზუსტად სადაც საჭირო როა იქ რო დგას ხოლმე მაგიტო მიდის ბურთი მისი მიმართულებით, არ გაუმართლა იმ მომენტში, და მაგ ეპიზოდში არცერთი მწვრტვნელი არ დაადანაშაულებს ბონუჩის, იმიტო რო პროფესიონალები არიან ისინი თავიანთი საქმის.

DIN.TBILISI-JUVE
იუვენტინო
DIN.TBILISI-JUVE

ხო მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დაუგროვდა ეგეთი პროფესიონალური გოლები საკუთარ კარში :buhee: და ესეიგი რაღაც პრობლემაა მეგობარო.
:forza:

Nachke
მოდერატორი

:up:

მადლობა კარგი მიმოხილვისთვის juve_alex -ს

x