ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე, მე შენ მიყვარხარ!

ემოციური იყო ის წუთები, როდესაც ალვარო მორატას თაობაზე საოცარ ისტორიას ვკითხულობდი.. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვინც კი დაგვითმობს რამდენიმე წუთს არც ის დარჩება გულგრილი.. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენც ჩემნაირები ხართ..

ვცოცხლობთ ამ გუნდით, გვიყვარს და ყოველდღიურად მასთან ვართ.. იქნებოდა ეს საიტი თუ არ იქნებოდა, მაინც ერთად ვიქნებოდით.. მაგრამ მიხარია, რომ არსებობს და დღეს ჩვენ ყველანი აქ ვართ..

ეს ისტორია სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.. მორიგი ლამაზი შავ-თეთრი სიყვარულის ისტორია, რომელიც ჩვენს გრძნობას დამატებით სილამაზეს და სიმყარეს შემატებს.. იუვე მე შენ მიყვარხარ და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე სპორტის სახეობა.. ვიდრე ფეხბურთი.. ეს არის მთელი ცხოვრება.. ჩემი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრება..

ესპანელი ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონი ადვილი არ იყო.. მიზეზის მოძიება რთულია.. ერთნი ამბობდნენ ლორენტეს წასვლამ გამოიწვიაო, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა ადაპტაციაში.. იყვნენ ისეთები ვინც პირლო-ტევესი-ვიდალს ასახელებდა.. ზოგი საერთოდ მის შესაძლებლობებს ეჭვ ქვეშ აყენებდა..

ბუნებრივია ფეხბურთელი ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხს გრძნობდა და ყოველი მომდევნო მატჩი უფრო ართულებდა სიტუაციას.. საბედნიეროდ მის გვერდით ნამდვილი მეგობრები აღმოჩნდნენ, რომლებმაც არ მიატოვეს.. მათ იცოდნენ მისი ფასი და არ აძლევდნენ დანებების საშუალებას.. თავად მორატამ განაცხადა ინტერთან მატჩის შემდეგ, რომ მას ბუფონი ესაუბრა:“ჯიჯი ცალკე გამიყვანა და მითხრა, მეჩვენებინა მოედანზე ის რაც რეალურად შემეძლო.. რომ არ იყო საკუთარი თავის შეცოდების დრო.. მოქმედების დრო დადგა.. და მე ეს ყველაზე უკეთ შემეძლო”..

პენალტის ნიშნულთან მორატას მოყვანა კი ყვეელაზე ემოციური მომენტი იყო.. ხვდებით თუ როგორი ატმოსფეროა გუნდის შიგნით? როგორ გულშემატკივრობენ ერთმანეთს? 20 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და შეიძლება ვიღაცას სუბიექტური მოვეჩვენო, მაგრამ ის ოჯახი რაც შავ-თეთრი მაისურით გამოწყობილი თამაშობს მწვანე მინდორზე, არასოდეს მინახავს.. დიახ, მფრინავი გუნდები კი ბატონო.. საოცარი ფინტებით და ასე შემდეგ, მაგრამ არა ოჯახი.. ერთიანი ოჯახი.. საოცარი სიყვარულით სავსე.. ეს ისტორიაც, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რაოდენ დიდი გრძნობაა იუვე არენაზე.. ვინოვოზე..

ეს ლამაზი ისტორია, ზუსტად ინტერთან მატჩის შემდეგ ტურინის ერთ-ერთ პაბში მოხდა.. ჩვენი გმირის სახელი არის ჯანმარკო, რომელიც წარმოშობით სიცილიიდან გახლავთ.. ჯანმარკომ მშობლიური მხარის დატოვება და ტურინში იურისტის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა.

ბუნებრივია იუვენტუსის თავგადაკლული ქომაგი და ამავე დროს მორატას თაყვანისმცემელია.. ნერიაძურისთან დაპირისპირებისას სტადიონზე იმყოფებოდა და საკუთარი კუმირის გოლები ცოცხლად იხილა.. არენას ბედნიერი ტოვებს.. მისმა გუნდმა ინტერისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, ხოლო ალვარომ თავი დუბლით გამოიჩინა.. იდეალური საღამო.. თუმცა, შინ მისვლამდე გაიფიქრა:“ცოტა მომშივდა და კარგი იქნებოდა სადმე შევსულიყავი”

მორატას ფორმაში გამოწყობილი ერთ-ერთი პაბის კარს აღებს და..

“რიგითი პაბია, რომელიც არაფრით იყო გამორჩეული. ავირჩიე მაგიდა და ჩემი კუმირის მაისურით დავჯექი.. სწორედ ამ ფორმით დავდივარ იუვეს თითოეულ თამაშზე.. მიმტანმა შეკვეთა მიიღო და მეც სიამოვნებით ვუცდი, რადგან მატჩის ემოცია ჯერ კიდევ არ გამქრალა.. ფიქრებიდან უცაბედად ბართან არსებულმა სიტუაციამ გამომაფხიზლა.. ოფიციანტს ვკითხე თუ რა ხდებოდა და მან მხიარული სახით მითხრა, რომ ჩვენთან თვით ალვარო მორატა მოდიოდა.. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა, თუმცა ჯერ სად ხართ..

პაბის კარები გაიღო და ალვარო გაბადრული სახით შემოვიდა.. იგი თითოეულ იქ მყოფს მიესალმა.. ბოლოს მე მომიახლოვდა და ჩემი სახელი იკითხა..

პასუხის შემდეგ მორიგი კითხვა მოვისმინე.. შევუკვეთე თუ არა რაიმე და ჩემგან დადებითი პასუხისას, მომენტალურად დაიყვირა რომ “ამ საღამოს ჯანმარკოს მე ვეპატიჟები!”

წარმოგიდგენიათ როგორ ვიყავი? ვერ აგიღწერთ, რადგანაც თავადაც ვერ ამიხსნია.. იმ დონეზე ბურუსში ვიყავი, რომ  თუ როდის დაუძახა ალვარომ საკუთარ მეგობარს და ახალი მაისურის მოტანა სთხოვა ვერ ვიხსენებ.. მაისურზე მან შემდეგი რამ დაწერა:”ჩემს მეგობარ ჯანმარკოს მადლიერების ნიშნად”. ხელი სიხარულისგან ამიკანკალდა.. ვფიქრობდი, რომ მეძინა, რადგან მთელი ცხოვრების ოცნება ამიხდა..

ამასობაში ჩემი პიცაც მოიტანეს, ხოლო მორატა საკუთარ მეგობრებთან ერთად კუთხეში, ერთ-ერთ მაგიდასთან დასხდა.. გადის რამდენიმე წუთი და მესმის, თუ როგორ მეძახის ვიღაც.. ეს კი ალვარო იყო.. მან საკუთარ მაგიდაზე დამპატიჟა.. ანერვიულებული ხმით დავეთანხმე.. თავი, რომ კომფორტულად მეგრძნო მათ კითხვების დასმა დაიწყეს ჩემი ცხოვრების შესახებ.. სად ვსწავლობდი, რა გეგმები მქონდა და ხშირად ვესწრებოდი თუ არა იუვეს მატჩებს.. რამდენიმე ფოტოს შემდეგ, ალვარომ მთხოვა ჩამენიშნა მისი ტელეფონის ნომერი და დაჟინებით მოითხოვა მისთვის საკუთარი მიმეცა.. ამასთან ერთად მან დაამატა, რომ თუ რაიმე სახის დახმარება დამჭირდებოდა აუცილებლად დამერეკა. აი ასე.. ჩემს სატელეფონო წიგნაკში მისი ნომერი ფიქსირდება.

საღამოს დანარჩენი ნაწილი სიცილ-ხარხარში, ფოტო-სურათებში და ესპანურის სწავლაში წავიდა.. შესაძლოა იმ დონეზე ანერვიულებული ვიყავი, რომ მორატას გაკვეთილებმა ნაკლები შედეგი გამოიღო. საღამოს მიწურულს, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ერთი საათი ერთად გავატარეთ, იგი გადამეხვია და მითხრა: მოხარული ვარ შენი გაცნობით, ჯანმარკო.. იმედი მაქვს კიდევ მოგისმენ, შენ კარგი ადამიანი ხარ! ვერ გეტყვით რითი დავიმსახურე ეს ყოველივე, ან შეიძლება უბრალოდ ბედისწერა იყო და მეტი არაფერი.. თუმცა, ვიცი რომ ერთ მშვენიერ დღეს, ამ ისტორიას ჩემს შვილებს ვუამბობ.. ჯადოსნური 3-0-ის შემდეგ მე ალვარო მორატა შემხვდა, რომელმაც საკუთარ მაგიდაზე დამპატიჟა, მისი მაისური მაჩუქა და შემდეგ ტელეფონის ნომერი გამიცვალა..

დიდი მადლობა ალვარო! შენ მე გამორჩეულად ბედნიერი გამხადე!!!

 

წყარო: TuttoSport

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

31
Leave a Reply

avatar
29 Comment threads
2 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
10 Comment authors
JUST-JUVEBlack JackBURATINOალეკო კოკაიაგიო დარჯანია Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

:juvee:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

მორატა საუკეთესოა

JUST-JUVE
სტუმარი
JUST-JUVE

წარმომიდგენია დელპიეროსთან რო იგივე ისტორია გადამხდენოდა …
მიყვარს იუვე და ყველა ვისაც იუვე უყვარს გენაცვალეეეეეთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

თქვენ გენაცვალეთ ბიჩებო :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

x