ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როგორ გააცოცხლა იუვენტუსი მარჩელო ლიპიმ ოთხმოცდაათიანებში

თითქმის ყველა გუნდის ფანმა იცის რა გრძნობაა, როცა შენი გუნდი ვერაფერს იგებს:

ამ რეალობას წლების განმავლობაში ეჩვევიან ხოლმე. უმრავლესობისთვის გუნდის უტიტულობა გულშემატკივრის განსაცდელის ნაწილია, მუდმივ გაცრუებულ იმედებთან ერთად. იუვენტუსის ფანები ამაში სხვებს არ გვანან. ბიანკონეროს თასების კოლექცია იმხელაა, რომ თითქმის არ არსებობს პერიოდი, როცა გუნდი ტიტულებს არ იგებდა.

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში იუვენტუსი ყოველთვის მოწინავე ადგილებზე იყო. იგი პირველი და ბოლო გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 სკუდეტო მოიგო. მათ გაცილებით მეტი (34) სერია ა-ს ტიტული აქვთ, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდს.

ამისდა მიუხედავად, წარუმატებლობა ტურინული გიგანტისთვის ყოველთვის უცხო ხილი არ ყოფილა. მეტიც, ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებს შორის, იუვენტუსმა თითქმის 10 წელი გაატარა უტიტულოდ. მათ რვა წლის განმავლობაში ვერაფერი მოიგეს, მილანს კი საკუთარ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.

რამდენიმე წლით იუვენტუსის საფეხბურთო მსოფლმხედველობა დაეცა. გუნდი წაგებას შეეჩვია და ორმოციანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი წარუმატებელი პერიოდი ჰქონდათ. მაგრამ ტურინელები ასეთ რეალობასთან შეგუებას არ აპირებდნენ.

მარჩელო ლიპი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. 1994 წელს კი იუვენტუსის პრეზიდენტმა მას დაურეკა და დახმარება სთხოვა.

გახადე ჩემპიონთა ლიგის ფსონი ორმაგად მომგებიანი

ლიპიმ იტალიურ ფეხბურთს ახალი იერსახე მისცა. მარჩელოს სიმკაცრესთან ერთად ფეხბურთი ძალიან უყვარდა. დისციპლინაზე ორიენტირებული მწვრთნელი ფეხბურთელებთან ახლო ურთიერთობას იჭერდა ხოლმე, ურთიერთობის გაფუჭების შემთხვევაში კი ლიპის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვისაც შეეძლო ზურგის შექცევა.

ამ წლებში კატენაჩო უკვე პოპულარული აღარ იყო და ზონურ დაცვასაც აღარავინ თამაშობდა. თუ იქამდე დაცვა და შეტევა დამოუკიდებელი ცნებები იყო, რომელიც სხვადასხვა ფეხბურთელებს ევალებოდათ, ლიპის გუნდში ყველა ყველაფერზე იყო პასუხისმგებელი. ეს დამოკიდებულება ლიპის ფილოსოფიაში უცვლელი იყო.

რაც შეეხება გუნდის წყობას, ლიპი ადაპტაციაზე უარს არ ამბობდა. მთავარი გუნდის ფიზიკური და მენტალური ჰარმონია იყო. სისტემა უნდა მორგებოდა იუვენტუსის ფეხბურთელებს და არა პირიქით. რადგან სპეციალისტს გუნდში დელ პიერო, ბაჯო, რავანელი და ვიალი ჰყავდა, აქცენტი შემტევი თვისებების განვითარებაზე კეთდებოდა.

პირველ ორ სეზონში იუვენტუსი 4-3-3ით თამაშობდა, შეტევაში ვიალი, რავანელი და ბაჯო ან დელ პიერო იდგა ხოლმე. სამ ფორვარდიანი ტაქტიკა იტალიისთვის უჩვეულო იყო და ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი ფიზიკური შრომა უწევდათ, რათა დაცვასაც ყოველთვის დახმარებოდნენ.

ეს იუვენტუსი შეუჩერებელი იყო, გუნდის შეჩერება ვერც ტრაგედიამ მოახერხა. 23 წლის მარცხენა მცველს, ანდრეა ფორტუნატოს, ლეიკემია აღმოაჩნდა. დაავადებასთან გამკლავების მიუხედავად, ანდრეა ერთი წლის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა. სამი დღის შემდეგ იუვემ ფიორენტინას 4-1 მოუგო და რვა წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოიგეს. ეს ტიტული გუნდმა ფორტუნატოს მიუძღვნა.

ლიპის იუვენტუსმა ზედიზედ ოთხი ევროპული ფინალი ითამაშა და ოთხიდან 3 სკუდეტო მოიგო.

ხუთი ძალიან წარმატებული წლის შემდეგ, 1999 წლის თებერვალში, მარჩელო ლიპიმ გუნდი დატოვა და მის ნაცვლად კარლო ანჩელოტი დაინიშნა.

გახადე ჩემპიონთა ლიგის ფსონი ორმაგად მომგებიანი


გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2
Leave a Reply

avatar
2 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
1 Comment authors
FC JUVENTUSლექსო ანთია Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
FC JUVENTUS
იუვენტინო
FC JUVENTUS

ახალგაზრდა თაობიდან ჟოაო ფელიქსი და დე ლიგტი უნდა დაიმატონ წელს აუცილებლად, კინის პროგრესი უნდა გაგრძელდეს და იუვეს “სიცოცხლე” კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
ცუდია რომ დე იონგი ბარსამ იყიდა უკვე, ძალიან მაგარი ბიჭია ეგეც…

ლექსო ანთია
სტუმარი
ლექსო ანთია

ფეხბურთში იუვეს მერე ეს კაცია საუკეთესო რაც მე ყოველთვის გამახარწბს

x