ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას, რომელიც ტურინულ დერბის დაეთმო:

“პირველ რიგში გეტყვით, რომ შეხვედრა ანდრეა ანიელისთან რომელსაც ჟურნალისტები ასე გამალებით ელოდებიან ჯერ არ შემდგარა..

ხილვით პრეზიდენტი დილითაც ვნახე და საერთოდ ხშირად ვხედავ, როდესაც ბაზაზე მოდის..

ეს იქნება ფორმალური ხასიათის საუბარი, რომელიც ყოველი წლის მიწურულს გვაქვს..

ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ სამომავლო გეგმებს, თუ როგორ ვხედავთ კლუბის განვითარების გზას..

საკუთარ მოსაზრებას, თუ როგორ ვუყურებ იუვენტუსის მომავალს, თავად პრეზიდენტი იტყვის ჩვენი შეხვედრის შემდეგ.

მიზანი ბუნებრივია უცვლელი რჩება.. ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება!

ტურინული დერბი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამ არის და თან ტორინო მართლაც განსაკუთრებულ სეზონს ატარებს! ვალტერ მაცარი აპლოდისმენტებს იმსახურებს..

დანიელე რუგანი ამ შეხვედრაში არ იქნება, რადგან მცირე ტრავმა აქვს..

საბედნიეროდ მარტინ კასერესი და ანდრეა ბარძალი თავს კარგად გრძნობენ..

სამ მცველიანი ტაქტიკა? შემადგენლობაში იქნებიან ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი..

ემრე ჯანი არის კარგი ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელიც თამაშის დროს ვარირების საშუალებას გვაძლევს.

ინტერის წინააღმდეგ გერმანელმა მცველის ამპლუაში დაიწყო, ხოლო შემდეგ შუახაზში გადმოვიყვანე..

კრიშტიანო რონალდუსთვის ტურინული დერბი ასევე მნიშვნელოვანი იქნება..

პორტუგალიელს კარიერული მაშტაბით 600 საკლუბო გოლი დაუგროვდა და დარწმუნებული ვარ ამ ზღვარის გადალახვა უნდა.. ყველაფერთან ერთად იგი ბომბარდირობისთვისაც იბრძვის..

ლეო მესისთან ჭიდილი? სადამდეც ეს ორი დიდ ფეხბურთში იქნება, დაპირისპირება გაგრძელდება..

გავა წლები და მსოფლიოს ახალი მესი-რონალდუ ეყოლება.. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ეს სპორტი არასოდეს ჩერდება და ყოველდღიურად გვაკვირვებს საკუთარი მაშტაბურობით”.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of