ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

ბუფონი – 6 – საქმეში ჩართვა არ მოუწია.. შესაბამისად უბრალოდ ტკბებოდა საკუთარი რეკორდით.

კუადრადო – 6.5 – მის ფლანგზე სიმშვიდე იყო და შესაბამისად კოლუმბიელი შეტევაში აგრესიულად და ნაყოფიერად მოქმედებდა.

ბონუჩი – 6.5 – მატჩის მიწურულს პალოსკიზე ცოტა სარისკო მოქმედება, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმშვიდე მოაქვს.

დე ლიგტი – 7 – ყოველგვარი პრობლემის გარეშე ანეიტრალებს პეტანიას და აჩვენებს საკმაოდ დამაჯერებელ თამაშს. ეს ჰოლანდიელი უკვე პროგრესირებს და ბრწყინავს.

მატუიდი – 6.5 – ჩვეული პროფესიონალიზმი და გუნდზე მუშაობა. სხვა პოზიციაზე, მაგრამ ჩვეული ენერგიით და საიმედოობით.

ხედირა – 6.5 – ეხმარება მარჯვენა ფლანგზე კუადრადოს, ეხმარება ცენტრში პიანიჩს.. ეხმარებას ყველა თანაგუნდელს, როდესაც ამის საჭიროებაა.. გერმანელი ჩვეული კონცენტრირებით და ცივსისხლიანობით.

ემრე ჯანი – 61 წუთიდან – 6 – სწორი განწყობით გამოდის და სტადიონი დაინგრა მისი ხმის გაგონებაზე!

პიანიჩი – 7 – ბატონობს და წინ რაც უდგება ყველაფერს ანადგურებს.. არის ზუსტი და ეფექტური.. ბურთი რომ სწრაფ ტემპში გადაადგილდება, სწორედ მისი დამსახურებაა.. დირიჟორობს თანაგუნდელთა თამაშს.

რაბიო – 5.5 – პერიოდული გამონათებებით, რომელიც იცვლებოდა შეცდომებით უწყინარ სიტუაციებში.. აპლოდისმენტების ქვეშ ტოვებს მოედანს, რაც ნამდვილად პოზიტიური ნიშანია.

ბენტანკური – 77 წუთიდან – შეფასების გარეშე

რემზი – 6.5 – ჩვეულად აქტიურობს ტრეკუარტისტას როლში.. ეფექტური გადაადგილება ზონებს შორის… ზოგჯერ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი თავი უფრო სწფად ფიქრობს, ვიდრე ფეხები.. მაგრამ გუნდს საჭირო იმპულს და მანევრირებას აძლევს.

ბერნარდესკი – 6 – 65 წუთიდან – ფორმიდან მცირედით ამოვარდნილია.. ბევრს ცდილობს და ენერგიაზეა, მაგრამ როგორც ჩანს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ჩაწვდა იმ პოზიციას, რასაც მისგან ახლა ითხოვენ.

დიბალა – 6.5 – პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ნამდვილად შეუძლია რონალდუსთან ერთად პროდუქტიული ასპარეზობა. ის რომ მოედანი გოლის გარეშე დატოვა, ბრეშას კარის დარაჯის დამსახურებაა.. პროდუქტიულად მოქმედებდა მთელი მატჩის განმავლობაში.

რონალდუ – 7 – გოლის გატანა რომ სურს პირველივე წამიდან ჩანს.. სპორტული აგრესია იგრძნობა.. პირველ ნახევარში მხოლოდ კარს უყურებდა და პარტნიორებს არ იმჩნევდა.. შემდეგ იცვლება და უფრო მეტად გუნდზე მოქმედებს.

სარი – 6.5 – იტანს ორ გოლს, არ უშვებს და ენერგიის დაზოგვით თამაშობს.. უდაოდ პოზიტიური ნიშნებია.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

9
Leave a Reply

avatar
6 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
0 Comment authors
Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

საცოდავი მილანი. რა დღეშია ბლიად( აი მართლა ცოდოა))) ეს მალდინიც რა მზე გამოდგა)

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ დღეს ფიორენტინა უეჭველი მოიგებს მილანთან

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

milani moigebs )) montelas aucileblad gaagdeben feored))

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

სპალი თავისთავად ვერ გამოდგება საზომად დიდი გუნდებთან გამოჩნდება რას იზამენ აი მაგალითად ლიგაზე გამოცდილ ლევერკუზენთან და ასევე წლევანდელ ინტერთან ვნახოთ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კი 0-5 ით წაგებებში კია ლევერკუზენი გამოცდილი

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

საერთოდაა საუბარი ლიგის გამოცდილება მას ქონდა ფინალშიც იყო და სპალებს და ვერონებს 10-0 რომ წააგოს მაინც აჯობებს ვარსკვლავებს წყვეტს ციდანო არმითქვია ამიტომ… :lool: :lool: :lool:

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

კარგია რომ მოვიგეთ მაგრამ სპალი არავინაა და არაფერია აბა ვნახოთ ლიგაზე გამოცდილ გუნდებთან რას იზამენ

ანონიმური
სტუმარი
ანონიმური

exla es merdebi san siroze ro gavxiot magari iqneba ))))

Maradona73
სტუმარი
Maradona73

დელიხტის კარგი თამაში და თავდაჯერებულობა თვალში საცემი იყო.

რემზი ძალიან კარგად ხედავს მოედანს და კარგად გადაადგილდება. თუ ტრამვა აღარ მიიღო იუვე უფრო სტაბილური იქნება.

იმედია რაბიოც მოუმაგებს და ამით ცენტრში პრობლემები საერთოდ აღარ იქნება.

დიბალა თუ სტაბილურად ითამაშებს ძირითადს ფორმასაც აკრეფს და იუვეს შეტევებიც უფრო მწვავე იქნება.

x