ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი ლაციოსთან მოახლოებულ მატჩზე

ჯანლუიჯი ბუფონი

ჯანლუიჯი ბუფონი ჟურნალისტებს მოახლოებულ სუპერ თასსზე ესაუბრა:

“ლაციოსთან მაშინდელ მატჩში ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ვგეგმავდით, მაგრამ წაგებას ვფიქრობ არ ვიმსახურებდით.. შეხვედრა ცალკეული ნეგატიური ელემენტებისგან შედგებოდა და სამწუხაროდ რამდენიმე ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო. 

თუმცა, ამით მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას, ტაქტიკურ განსწავლულობას და გუნდურობას არ ვაკნინებ.. პირიქით, ლაციო ძლიერი კოლექტივია, რომელსაც ჭკვიანი მწვრთნელი ხელმძღვანელობს და მათ წინააღმდეგ მუდმივად დიდ პრობლემებს ვაწყდებით.

სწორედ რომაელებთან მარცხის შემდეგ დაგვიბრუნდა ის საჭირო ენთუზიაზმი, რომელიც დაუღლელად გვიბიძგებს ბრძოლისაკენ და გამარჯვებისკენ.

პაოლო მალდინის შედეგის გაუმჯობესება? ეს პატივია! თუ თამაშს გავაგრძელებ, სწორედ ასეთი ემოციების გამო, მაგრამ ახლა ჩემი მთელი ფიქრები უშუალოდ იტალიის თასისკენ არის კონცენტრირებული.

რაღაც განსაკუთრებულ მოპყრობას ჩემს მომავალთან დაკავშირებით არ ველოდები.. ტრადიციულად, მზად ვარ გუნდს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. 

გასახდელში ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებმაც პრობლემები უკან მოიტოვა.. ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, როგორც ძმები ისე იყვნენ.. თუმცა, მირალემ პიანიჩი, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი დღევანდელი დღისთვის სწორედ ასეთ ფუნდამენტს წარმოადგენენ.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of