კატეგორია: News



ანიელი უკმაყოფილოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციით

როგორც მოგეხსენებათ, „იუვენტუსის“ ხელმძღავნელობის მიერ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილია სააპელაციო განცხადება, რომლითაც კლუბი ითხოვს კალჩიოპოლის შედეგად ჩამორთმეული სკუდეტოების დაბრუნებას 2005 და 2006 წლების სეზონში. როგორც გახსოვთ, აქედან ერთი სკუდეტო გადაეცა მესამე ადგილოსან „ინტერს“, ხოლო ერთი ჩემპიონატის შედეგი საერთოდ გაუქმდა. ახალი მტკიცებულება, რომელიც შეტანილია ნეაპოლის სამოქალაქო სასამართლოში არის საფუძველი იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ხელახლა დაბრუნდეს საქმე გამოძიებაში. კერძოდ, საქმე ეხება ისეთ მტკიცებულებებს, რომლითაც „ინტერის“ ხელმძღავნელობაც ასევე შემჩნეულია მოსყიდვაში, რის გამოც დაისაჯა „იუვენტუსი“.
„იუვნტუსის“ პრეზიდენტმა – ანდრეა ანიელიმ საკმოად მოკლე და ბევრისმთქმელი შეტყობინება გაუგზავნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას. „თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ჩვენს მოთხოვნაზე პასუხის გაცემა ისე ჭირს, რომ ამას ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება, მაშინ შესაძლებელია, რომ მათი სინდისი არც ისე სუფთაა.“ გაგრძელება »

ბეპე მაროტა: „კონტეს დანიშვნა? ყველაფერი თავის დროზე მოხდება”

„იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა – ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ანტონიო კონტე ოფიციალურად გახდება „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელი ამ კვირაში.

„კონტეს დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება. მადლობა დელ ნერის ყველაფრისთვის, მაგრამ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. ასეთია ფეხბურთი. სატრანსფერო ბაზარი? გაყიდვებს არ უნდა ველოდოთ. უმრავლესობა გუნდში დარჩება, თუმცა, ამასთან, გუნდს შეუერთდება რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი“ – აცხადებს ჯუზეპე მაროტა. გაგრძელება »

ფეხბურთელების შეფასებები

ფეხბურთელების შეფასებები…

გაგრძელება »

იუვენტუსი 2-2 ნაპოლი

იუვენტუსი:ბუფონი, სალიჰამიძიჩი, ბარძალი,ბონუჩი,კიელინი, კრასიჩი ( დე ჩელიე 75′), აკვილანი, მარკიზიო, პეპე ( ბონიპერტი 46′), ტონი ( მატრი 71′), დელ პიერო .

ათადარიგო : სტორარი, სორენსენი, მარტინესი

მწვეთნელი : ლუიჯი დელ ნერი

ნაპოლი: დე სანქტისი, სანტაკროსე, კრიბარი, ვიკტორ რუისი, მაჯიო, გარგანო, მაიელო( ჰამშიკი 67′), ცუნიგა, სოსა ( ლავეცი 52′ ), მასკარა, ლუკარელი ( არონიკა 86′)

სათადარიგო : იეცო, კანავარო, დოსენა, გრავა

მწვრთნელი : ვალტერ მაცარი

გოლები – კიელინი, მატრი  ( იუვე) – მაჯიო, ლუკარელი ( ნაპოლი)

ყვითელი ბარათები :კიელინი, მარკიზიო, ბარძალი – რუისი, გარგანო, მასკარა

გაგრძელება »

აგენტი: ” ბუფონი რჩება ! “

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარის – ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი – სილვანო მარტინა უკვე მერამდენედ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მისი კლიენტი, მომდევნო სეზონიდან დედაქალაქური „რომას ღირსებას დაიცავს, რომელსაც უკვე ამერიკელი მფლობელი ჰყავს და გუნდის მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. როგორც პრესა იტყობინება, სილვანო მარტინა „ჯალოროსის“ სპორტულ დირექტორს – ვალტერ საბატინის შეხვდა და საუბარი ბუფონის მომვალზე ჰქონდა.

გაგრძელება »

კონტე : “იუვენტუსის გაწვრთნაზე დაბადებიდან თანახმა ვიყავი”

ოფიციალური განცხადება ანტონიო კონტეს ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ყველაფერი ფაქტიურად გადაწყვეტილია.ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი კაპიტანი მშობლიურ გუნდში ბრუნდება.Sport Mediaset – მა იტალიელ სპეციალისტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

დაგლიში: ” აკულიანი შეიძლება “ლივერპულში” დაბრუნდეს”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, კენი დაგლიში არ არის წინააღმდეგი, რომ ალბერტო აკუილანი “ნისლიან ალბიონზე” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ კლუბები ვერა და ვერ შეთახმდნენ აკუილანის სატრანსფერო ფასზე. ” მე არ გამოვრიცხავ  ალბერტოს დაბრუნებას ინგლისში. წინა სეზონში ბევრი ტრამვების გამო, მას თამაში არ წაუვიდა, ახლა კი მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ბებერი ქალბატონის” რიგებში. ასე რომ, ზაფხულში ალბერტოს შეუძლია ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს”,-განაცხადა დაგლიშმა. გაგრძელება »

აგენტი: ” ბასტოსი მალე გადავა “იუვენტუსში” “

ფრანგული “ლიონის” ფეხბურთელის, მიშელ ბასტოსი აგენტი თვლის, რომ ბასტოსი უახლოეს ათ დღეში გადავა “ბებერ ქალბატონში”. ” კარგი ამბები მაქვს. ვფიქრობ რომ, ჩემი კლიენტი “იუვენტუსში” უახლოეს ათ დღეში გადაბარგდება.”-განაცხადა ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა. გაგრძელება »

“იუვენტუსი” – “ნაპოლი” ( ნეაპოლიტანელთა განაცხადი )

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ იმ 20 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებიც ბიანკონერების წინააღმდეგ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.

სრული სია ასე გამოიყურება : დე სანკტისი, ჯიანელი, ლესი, არონიკა, კანავარო, კრიბარი, დოსენა, გრავა, სანტაკროჩე, რუისი, ზუნიგა, გარგანო, ჰამშიკი, მაჯიო, პაციენცა, სოსა, ლავესი, ლუკასი, მაიელო, მასკარა.

გაგრძელება »