კატეგორია: News



“იუვე” ვარჯიშს უბრუნდება…

ორ დღიანი შესვენების შემდეგ ანტონიო კონტეს შეგირდები ხვალ ვინოვოზე ისევ შეიკრიბებიან და ვარჯიშების სესიაც  ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე განახლდება.  გუნდი არ შეიკრიბება სრული შემადგენლობით, ხვალ ის “ბიანკონერები” გამოაკლდებიან ვარჯიშს, რომლებიც ნაკრებში არიან გამოძახებულნი .

გაგრძელება »

გილოცავ ჩეხო !

სრულიადში !

გაგრძელება »

მარონე 21 წლამდელთა განაცხადში

ჩირო ფერარამ კიდევ ერთი ბიანკონერო გამოიძახა ახალგაზრდულ ნაკრებში, ამჯერად ეს  ლუკა მარონეა. ოცდაერთწლამდე ნაკრები 6 სექტემბერს უნგრეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ეს იქნება მოსამაზდებელი მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე.

გაგრძელება »

ბონუჩის დარჩენა სურს…

ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარი  ელოდება თუ, როგორ გადაწყდება იტალიელი მცველის ლეონარდო ბონუჩის ბედი.  ბოლო დროინდელი ჭორების თანახმად ის რუსეთის პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი სანკტ პეტერბურგის “ზენიტში” მიემგზავრებოდა, თუმცა. როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, თავად ლეონარდოს გუნდში დარჩენა სურს. ბონუჩის განცხადებით, მას სურს ყველას დაუმტკიცოს, რომ ის ღირსია “ბიანკონერის” შავ-თეთრი მაისურის ტარების.  ბონუჩის აგენტი შემდეგნაირად აღწერს სიტუაციას: “იყო დაინტერესება რუსული მხრიდან, მაგრამ მოლაპარაკება ამ ეტაპზევე შეჩერდა და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩემი კლიენტი ასპარეზობას რუსეთში გააგრძელებს, მას უყვარს ტურინის “იუვენტუსი და სურს, სწორედ ამ კლუბში განვითარდეს, მითუმეტეს ის ახლა სწორედ, განვითარების ფაზაშია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრის სატრანსფერო ბაზარზე, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, აიღეთ სამუელ ეტო’ოს მაგალითი.”

გაგრძელება »

კრასიჩის აგენტი ყველანაირ ჭორს უარყოფს

მოგეხსენებათ, დღეს მოულოდნელი ინფორმაციები გავრცელდა მილოშ კრასიჩის თაობაზე, თითქოს გუნდი მის გაშვებას აპირებდა. Tuttosport  – მა სერბი გარემარბის ბედი “ჩელსის” დაუკავშირა, თუმცა, ფეხბურთელის აგენტი, მარკო ნალეტილიჩი, ყველანაირ ჭორს უარყოფს:“ასეთი რამ პირველად მესმის. მილოში ტურინში ძალიან ბედნიერია, უბრალოდ მან ანტონიოს კონტეს ტაქტიკა კარგად უნდა შეისისხლხორცოს, სადაც გარემარბები ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. ჩემი კლიენტის გუნდიდან წასვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. გავრცელებულ ჭორებს გამართლება არ გააჩნია და მე კატეგორიულად უარვყოფ ამ ინფორმაციას.” – განაცხადა ნალეტილიჩმა. გაგრძელება »

რუდოლფოს ტრანსფერი ფაქტიურად გამოირიცხა

ტურინის “იუვენტუსი” რუდოლფოს შეძენით იყო დაინტერესებული – ახალი ამბავი არავისთის არაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას ბებერ ქალბატონში არ განაგრძობს.მიუხედავათ მოთამაშის განცხადებული თანხმობისა, ჯუზეპე მაროტას მიერ შეთავაზებული 8 მილიონი “სან პაოლომ” მაშინვე დაბლოკა და ამასთან განაცხადა, რომ იანვრამდე ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებენ.იტალიელებსა და ბრაზილიელებს შორის დროებით შეწყვეტილი მოლაპარაკებები ზამთარში გაგრძელდება და შესაძლოა, რუდოლფომ სწორედ იანვარში მოირგოს შავ-თეთრი მაისური.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ხორხე მარტინესი “ჩეზენას” ფეხბურთელია

“საფეხბურთო კლუბი “ჩეზენა” ოფიციალურად ადასტურებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ხორხე მარტინესი “ჩეზენას” ფეხბურთელია.1983 წელს დაბადებული ურუგვაელი გუნდში არენდის წესით ჩაირიცხა.სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ფეხბურთელმა კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი.მარტინესი გუნდს ხვალ, ვილა სილვიას სპორტულ ცენტრში შეუერთდება.

გაგრძელება »

ადმინისტრაცია თქვენს ყურადღებას ითხოვს

მოკლედ წარსულსა და მომავალზე…
გაგრძელება »

სამი დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე…

3 დღე – სწორედ ეს დრო რჩება ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის იმისთვის, რათა დაიმატონ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელები და შესაბამისად გაუშვან ისინი, ვინც გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედის.გთავაზობთ ამ დროისთვის არსებული სიტუაციის მცირე მიმოხილვას…

გაგრძელება »

რუდოლფო უფრო რეალური ხდება

იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად “სან პაულოელი” რუდოლფო სულ უფრო უახლოვდება “იუვენტუსის” მაისურს. “ბებერი ქალბატონი” ცენტრალური მცველის ძიებაშია, ბრაზილიელი ფეხბურთელი კი ამ პოზიციისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კანდიდატია. როგორც აპენინებზე ამბობენ, გუშინ ღამით მაროტა სამხრეთამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებებს მართავდა, ტურინული მხარე ფეხბურთელში, რომელსაც 25 წელი თვის დასაწყისში შეუსრულდა, 8 მილიონ ევროს იხდის. რუდოლფო, რომლის ნამდვილი სახელი ლუის რუდოლფო დინი გაიოტოა, “სან პაულოში” გასულ სეზონში “ატლეტიკო პარანეანსიდან” გადაბარგდა. ცენტრალური მცველის კიდევ ერთ შესაძლო კანდიდატურად “ზენიტელი” ბრუნო ალვეში სახელდება, მის ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს რუსული მხარიდან ბონუჩისადმი ინტერესი ხდის. გაგრძელება »