კატეგორია: News



ტონი : ” იუვენტუსს ჩემში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა ”

ლუკა ტონის გულში ” იუვენტუსს ” ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა , მიუხედავად იმისა , რომ მისი ოცნება არცთუ ისე მალე ახდა . ყველაფერი კი დაიწყო მიმდინარე წლის იანვრიდან , როდესაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ხელი მოაწერა ბიანკონერისთან კონტრაქტს . დღეს კი ის უკვე ბრანდონეკიაში , თავის პირველ წინასასეზონო მზადებას გადის ბებერ ქალბატონთან ერთად . სამწვრთნელო სესიის დასრულების შემდეგ , ლუკა გულშემატკივრებს შეხვდა და ასევე DJ Nana – ს რამდენიმე კითხვასაც უპასუხა : ” ყოველთვის იუვენტუსის გულშემატკივარი ვიყავი და სწორედ ამიტომ მსურს , უშუალოდ ამ მაისურით გამარჯვებების მოპოვება . ყოველ ჩვენთაგანს სურს , მომავალ სეზონში წარმატებულად ასპარეზობა და ამისთვის მუშაობას უკვე შევუდექით . ვინ იყო ჩემი კუმირი ? პლატინი ! სწორედ ამიტომ , როდესაც საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი , შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვასპარეზობდი . როდესაც ფორვარდის პოზიციაზე გადავინაცვლე , მსურდა ვან ბასტენის სტილში მეასპარეზა . ყველაზე ხისტი მცველი , რომელთანაც თამაში მომიწია ? ორი აზრი არაა , ჯორჯო კიელინი ! უზომოდ მიხარია , რომ ის ჩემი თანაგუნდელია “ .

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ბელუსი )

ევროპული პრესის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსმა ” კრისტოფ ბელუსი გაიფორმა , რომლითაც საკმაოდ სერიოზულად იყო დაინტერესებული ლივერპული . ბელუსი საფრანგეთში ერთ ერთი ყველაზე იმედის მომცემი ფეხბურთელია . Itasportpress – ის ცნობით , ვინგერი ორშაბათს ჩაფრინდება ტურინში და კონტრაქტზე ოფიციალურად მოაწერს ხელს . 18 წლის ფეხბურთელი , ამ ეტაპზე ნანტის ღირსებას იცავს . საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე , კრისტოფის მომავალს მჭიდროდ უკავშირებდნენ ” ლივერპულს ” და ” ლიონს ” , მაგრამ როგორც ჩანს იუვენტუსმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში .

გაგრძელება »

პირლო : ” იუვენტუსი დაიბრუნებს ძველ დიდებას ”

დღეს , ანდრეა პირლომ , პრესკონფერენცია გამართა ბრანდონეკიაში , სადაც ბიანკონერის სამწვრთნელო ბაზა მდებარეობს …

გაგრძელება »

პირლო: ” კონტე ლიპის მაგონებს “

ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” ერთად წარმატების მიღწევის იმედი აქვს. ვეტერანმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად ვარჯიშები ამ კვირაში დაიწყო და საკუთარი ამბიციების დამალვას არ აპირებს. მომავალ სეზონში “ბებერი ქალაბტონი” მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს: “ როგორც მე ვხედავ, სეზონს მილანური კლუბების გვერდით ვიწყებთ. “იუვენტუსისნაირი” გუნდები ლიმიტებს არ უნდა იწესებდნენ. ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაა საჭირო. ენთუზიაზმისა და შემართების კუთხით, კონტე მარჩელო ლიპის მახსენებს, იმ სათამაშო სისტემით კი, რომელსაც მივდევთ, საერთოს “ბარსელონასთან” ვხედავ. როსი? ის დიდი ჩემპიონია, საშუალება მქონდა მის გვერდით ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. მილოშ კრასიჩმაც ძალიან გამაკვირვა, სერბი ძალიან სწრაფია. ” -აცხადებს პირლო. გაგრძელება »

როსისთან შეთანხმება მიღწეულია ?

ესპანური საინფორმაციო საშუალებები ჯუზეპე როსის მუდმივად ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებენ.Marca – ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტამ ფედერიკო პასტორელოსთან უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც იტალიელი ფეხბურთელი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.”ვილიარეალის” ხელმძღვანელობა ჯუზეპე როსის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ შესაძლოა ბიანკონერებმა ეს თანხა მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით 25 მილიონამდე გაზარდონ.

გაგრძელება »

ბიანკონერებმა თავი გულშემატკივარს წარუდგინეს

ტურინის “იუვენტუსმა” არც  წელს დაარღვია ჩვეული ტრადიცია და ბრანდონეკიოში გულშემატკივრებს შეხვდა.დე გასპერის მოედანზე შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილმა ასობით ტიფოზმა მოიყარა თავი.გასულ სეზონებთან შედარებით, წელს არც მსოფლიო ჩემპიონატია, არც ევროპის პირველობა, ასე რომ ფანებს საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ საყვარელი ფეხბურთელები : დელ პიერო, ბუფონი, კრასიჩი და კიელინი, მოედანზე იმყოფებოდნენ ახალწვეულები : ლიხშტაინერი, ციგლერი, პაციენცა და პირლო.ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებს გულშემატკივარი დიდი სიყვარულითა და აპლოდისმენტებით შეხვდა, განსაკუთრებული სიყვარული კი მაინც ანტონიო კონტეს მიმართ იგრძნობოდა.ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა, სამედიცინო პერსონალმა, ხელმძღვანელობამ, ჯუზეპე მაროტამ, ფაბიო პარატიჩიმ და ჯოვანი როსიმ თავი დიდ სცენაზე მოიყარეს.დღეს მოთამაშეებს მსუბუქი ვარჯიში ჩაუტარდათ, ხვალ დილიდან კი გუნდი სრულ მომზადებას განაგრძნობს.პარასკევს, კონტეს შეგირდები ადგილობრივ გუნდთან მეგობრულ შეხვედრას გამართავენ.

გაგრძელება »

აგენტი : “ამაურის “იუვეში” არ მოსწონს “

ბარდონეკიაში ფანები ამაურის დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. როგორც ჩანს, ამან “იუვენტუსის” ფორვარდზე ძალიან იმოქმედა და მისი აგენტი კლუბიდან წასვლის საჭიროებაზეც აალაპარაკა: ” ამაური ახლა ბედნიერი ნამდვილად არაა, მას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. ატმოსფერო “იუვეში” არც ისე კარგია მისთვის, ასე რომ, მალე მომავალთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. გულშემატკივართა მტრულ განწყობას ვერაფრით ვხსნი, ეს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ჩემს კლიენტს სიმშვიდე და საბრძოლო განწყობა სჭირდება, “ნაპოლი” მისთვის შესანიშნავი იქნებოდა. ” -აცხადებს ჯანპიერო პოჩეტა Radio Crc -სან საუბარში. გაგრძელება »

კონტე : ” არანაირი მინიმალური მიზნები ! ”

” იუვენტუსის ” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე , გუნდს არამარტო ტაქტიკურად , არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც ავარჯიშებს …

გაგრძელება »

დღეს იუვენტუსი ოფიციალურად წარსდგება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე

გუშინ საღამოს , ბიანკონერის ფეხბურთელებს , მიეცათ საშუალება საკუთარი  ტიფოზების წინაშე გამოსულიყვნენ დე გასპერის მოედანზე . გულშემატკივრებთან შესახვედრად ჯორჯო კიელინი , სტეფან ლიხშტაინერი და რეტო ციგლერი მივიდნენ . თუ იტალიელი მცველისთვის ეს ყოველი უცხო არ იყო  , აი შვეიცარიელბისთვის კი ნამდვილად პირველი შემთხვევა გახლდათ  . თუმცა , ეს ჯერ კიდევ დასაწყისია . დღეს , თბილისის დროით 11 საათზე – ტურინის ” იუვენტუსი ” ოფიციალურად წარსდგება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და გახსნის ახალ 2011/12 სეზონს . პირდაპირი ტრანსლიაცია განხორციელდება Mediaset Premium – ზე , ხოლო ღონისძიებას გაუძღვება Juventus Channel – ის თანამშრომელი ვალერიო ჩიარდელო .

გაგრძელება »

აგენტი:” იუვენტუსი ისევ ლიდერობს”

უკვე რამოდენიმე თვეა, რაც “იუვესა” და მიშელ ბასტოსზე იწერება. გუნდში ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა უკანა ფლანგზე გადაიწია. როგორც ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველის აგენტი, ემანუელ დე კერჰოვი აცხადებს, ტურინის “იუვენტუსი” ისევ არის დაინტერესებული ბრაზილიელის გაფორმებით. “დიახ, ჩვენ დაგვიკავშირდა რამოდენიმე კლუბის წარმომადგენელი, რომლებთაც შევხვდი და გუნდის სამომავლო მიზნები გამაცნეს. მაგრამ ტურინული გრანდი ისევ ლიდერობს, რადგანაც თავად ბასტოსსაც ესიმპატიურება “ბებერი ქალბატონი”.”– განაცხადა ფებხურთელის აგენტმა Calciomercatoweb.it ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ მიშელ ბასტოსის გაფორმება “ჩელსის”, “ინტერს”, “ბარსელონას”, “ლივერპულს” და “ტოტენჰემს” სურთ.  გაგრძელება »