კატეგორია: News



Live : პირლო ფორნაკას კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გადის

იტალიის მოქმედი ჩემპიონის, “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი, ანდრეა პირლო ამ წუთებში ტურინში მდებარე ფორნაკას კლინიკაში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებად გადის.იტალიელი შუახაზელი უკვე შეიძლება ჩაითვალოს ბებერი ქალბატონის პირველ შენაძენად, რადგან ამ პროცედურის შემდეგ მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებაა დარჩენილი.დღის მეორე ნახევარში, პირლო გალილეო ფერარისის ქუჩაზე მდებარე ტურინის “იუვენტუსის” ოფისს ეწვევა და ტურინულ გრანდთან 2014 წლამდე ხელშეკრულებას გააფორმებს.ფეხბურთელის პრეზენტაცია და გულშემატკირებისთვის წარდგენა სავარაუდოდ ხუთშაბათს შედგება.

გაგრძელება »

აგუერო : ” 5 წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა ”

” ვფიქრობ მოვიდა დრო , როდესაც აუცილებელია კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა . არ ვაპირებ არავის მოტყუებას და პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი . ატლეტიკოში 5 წლიანი ასპარეზობის შემდეგ , დადგა პერიოდი როცა პროფესიონალური ზრდისთვის ატმოსფეროს გამოცვლაა საჭირო  ” – განაცხადა საკუთარ ვებ გვერდზე კუნ აგუერომ , რითაც ფაქტიურად წერტილი დაუსვა ყველანაირ ინფორმაციას , თითქოს ის ატლეტიკოში აპირებდეს დარჩენას . არგენტინელ ფეხბურთელს მადრიდელებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და როგორც ესპანური პრესა იუწყება დაინტერესებულ კლუბებს მისი შეძენა 45 მილიონ ევროდ შეეძლებათ . თქვენ კარგად მოგეხსენებათ , რომ იუვენტუსის უმთავრესი სატრანსფერო მიზანი სწორედ აგუერო იყო , რომლისთვისაც ბრძოლაში  , ბოლო ინფორმაციით მადრიდის რეალიც ჩაერთო .  მაგრამ რამდენად ისურვებს , ატლეტიკოს მოსისხლე ბანაკში გადასვლას დიეგო არმანდო მარადონას სიძე ჯერ კიდევ  საკითხავია …

გაგრძელება »

“ყველაზე ცუდებში” მესამე

ბოლო 35 წლის განმავლობაში, სტატისტიკურად ლუიჯი დელ ნერის შედეგობრივი მაჩვენებელი სერია ა-ში მოპოვებული ქულების მიხედვით, “იუვენტუსის” მწვრთნელებს შორის, ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს. ბიანკონერიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ნაპოლისთან” 2-2 ითამაშა და ქულები გაიყო. ამ მატჩის ჩათვლით, დელ ნერის ყოველ სერია ა-ს თითო შეხვედრაში მოპოვებული ქულების რაოდენობა საშუალოდ, 1.52 ქულას შეადგენს. გაგრძელება სრულიადში…

გაგრძელება »

აბატე: „ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა მალე დაასრულებს გამოძიებას“

„როდესაც წამყვან თანამდებობაზე ხარ, კრიტიკაც უნდა აიტანო“ – ასე უპასუხა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ჯანკარლო აბატემ – „იუვენტუსის“ პრეზიდენტის – ანდრეა ანიელის უკმაყოფილებას, რომელიც დაკავშირებულია კალჩიოპოლის შედეგად „ბებერი ქალბატონისათვის“ ჩამორთმეული და მესამე ადგილოსანი „ინტერისათვის“ გადაცემული სკუდეტოს დაბრუნების თაობაზე განცხადებას.

გაგრძელება »

მონტოლივო “ფიორენტინასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ფლორენციული “ფიორენტინას” კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ, განაცხადა, რომ ის აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს “იებთან”, მაგრამ მზადაა გუნდში ითამაშოს კონტრაქტის ამოწურვამდე, რომელიც მონტოლივოს “ფიორენტინასთან” 2012 წლის ივნისამდე აკავშირებს. იტალიელ ნახევარმცველს კლუბის ხელმძღვაბნელობამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მას გუნდთან 2016 წლმდე დააკავშირებდა, მაგრამ ფეხბურთელმა მის გაფორმებაზე უარი განაცხადა. გაგრძელება სრულიადში…

გაგრძელება »

დელ პიერო : “იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა”

ხვალ საღამოს “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.გუნდები მეგობრულ მატჩს გარი ნევილის ფეხბურთიდან წასვლასთან დაკავშირებით გამართავენ. გაგრძელება »

პრანდელიმ სკუადრა აძურაში 5 ბიანკონერო გამოიძახა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც ესტონეთისა (3 ივნისი) და ირლანდიის (7 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ მიიღებენ მონაწილეობას.ბებერი ქალბატონის შემადგენლობიდან სკუადრა აძურაში 5 ბიანკონერო მოხვდა : ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო, ალბერტო აკვილანი და ალესანდრო მატრი.ნაკრებში უხმეს ექს-ტურინელ სებასტიან ჯოვინკოს და ფაქტიურად “იუვენტუსის” წევრ ანდრეა პირლოს.ყველასთვის მოულოდნელად, პრანდელიმ ლურჯებში ლეონარდო ბონუჩი არ გამოიძახა.სრული სია ასე იხილეთ სრულიადში…

გაგრძელება »

სეზონი 2010/11 – სტატისტიკური მონაცემები

სეზონი 2010/2011 – სტატისტიკური მონაცემები…

აგენტი : “არა მგონია, სისოკომ იუვენტუსი დატოვოს”

სერხიო აგუეროსა და მომო სისოკოს საერთო აგენტი, ბრუნო სატინი Calciomercato.it – თან საუბარში არგენტინელი და მალელი ფეხბურთელების მომავალზე საუბრობს : “აგუეროს მომავალთან დაკავშირებით ახალი არაფერია.სერხიო მადრიდში თავს შესანიშნავად გრძნობს, მითუმეტეს მას ამ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს.ამ მომენტისთვის გუნდის გამოცვლაზე საუბრები არაა.ერთადერთი, რაც აგუეროს არ მოსწონს, ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნაა, მაგრამ ლიგაზე ის ვერც იუვენტუში გადასვლის შემთხვევაში ითამაშებს.სისოკო ? – ვფიქრობ, რომ მომო გუნდს არ დატოვებს.მალელს ნდობას დელ ნერი არ უცხადებდა, ახლა კი ლუიჯი იუვეს მწვრთნელი არ არის.თუ სისოკო ფორმას მალე აღიდგენს, იგი ბებერი ქალბატონისთვის კვლავ შეუცვლელი ფიგურა გახდება.გაგრძელება »

დელ პიერო სეზონის ფეხბურთელია

“ბიანკონერების” ოფიციალურმა ერთობამ, juventus member -მა დელ პიერო წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. გუშინ, “ნაპოლისთან” შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ის ორმა ტიფოზიმ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. კაპიტანმა ვერცხლის ლანგარი 45 შეხვედრაში გატანილი 11 გოლით დაიმსახურა. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ გამოკითხვაში ჩვენი საიტის საერთო პოზიციაც ამგვარი იყო. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, დელ პიერო და ფელიპე მელო ForzaJuve.Ge -ს მომხმარებელთა განსაკუთღებულ სიმპათიებს იწვევს. გაგრძელება »