კატეგორია: News



აგენტი “იუვენტუსთან” კავშირს უარყოფს

“რომას” ფორვარდის, მირკო ვუჩინიჩის აგენტი “იუვენტუსთან” კავშირს უარყოფს. საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ შეხვედრაზეც კი ალაპარაკდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩერნოგორიელით ტურინიდან არავინ ინტერესდება: ” ეს ვიღაცის მოგონილი ზღაპარია, რომელშიც სიმართლის წვეთიც კი არ ურევია. ცხადია, ოდესმე შეიძლება ტრანსფერი რეალობადაც იქცეს, მაგრამ ახლა სხვა ვარიენტებიც გვაქვს. თავდაპირველად მნიშვნელოვანი “რომას” პოზიციაა. მირკოს “ჯალოროსებში” დარჩენა სურს და სხვა კლუბის ძიებას მხოლოდ აუცილებლობის შემთხევევაში თუ დავიწყებთ. დღესდღეობით, ყველაფერი რაც ამ თემაში პრესაში იწერება სრული სიცრუეა. ” -აცხადებს ალესანდრო ლუჩი. გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( მარკეტი, სტორარი )

Sky Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ჯიჯი ბუფონის დუბლიურად ფედერიკო მარკეტის გადმობირებას აპირებს.”კალიარის” კიპერმა გასულ სეზონში ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ამიტომ სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს.ბებერი ქალბატონის ამჟამად მეორე მეკარე, მარკო სტორარი კარიერას სავარაუდოდ “ლაციოში” გააგრძელებს, შესაძლოა მაროტამ იგი სტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერში ჩართოს.

გაგრძელება »

კონტე ჯოვინკოს დაბრუნებას გეგმავს

ll Corriere Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე სებასტიან ჯოვინკოს გუნდში დაბრუნებას აპირებს.24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონი არენდის წესით “პარმაში” გაატარა, ჩაატარა 30 მატჩი და 7 გოლის გატანა შესძლო.რუსობლუ ფეხბურთელის უფლებათა პაკეტის 50 % ფლობს, მეორე ნახევარი ჯერ კიდევ ბიანკონერების განკარგულებაშია.მშვენიერი სეზონისა და იტალიის ნაკრებში გამოძახების შემდეგ “პარმა” ჯოვინკოს სრულუფლებიანად შესყიდვას ცდილობდა, მაგრამ როგორც სჩანს, კონტე ნახევარმცველის გასხვისებას არ აპირებს.”სიენას” ყოფილი თავკაცის ახალ სქემაში ატომური ჭიანჭველას ადგილიც მოიძებნა, ამიტომ ჯუზეპე მაროტა ჯოვინკოს დაბრუნებაზე მუშაობას მალე შეუდგება.

გაგრძელება »

La Furia Serba – Goals & Skills 2010/11

გთავაზობთ მილოშ კრასიჩის მიერ ბებერ ქალბატონში გატარებული პირველი სეზონის ამსახველ ვიდეოს…

გაგრძელება »

პასკუატო : “კალიარიში თამაში დიდი პატივია”

ტურინის “იუვენტუსის  ფეხბურთელი, კრისტიან პასკუატო “კალიარის” ღირსებას დაიცავს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ალესანდრო მატრის ტრანსფერის სანაცვლოდ სარდინიული კლუბში ითამაშებს: “მე ეს ამბავი თქვენგან გავიგე – განუცხადა პასკუატომ SportItalia – ს “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სერია ა-ში თამაში. კმაყოფილი ვარ.”

გაგრძელება »

მატრი ოფიციალურად “იუვეს” ფეხბურთელი გახდება

იტალიაში გავრცელებული ხმების თანახმად, “იუვენტუსმა” შეთანხმებას მიაწღია “კალიარისთან” მატრის შესახებ. სავარაუდოდ ალესანდროს  ფასი 10-12 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ ტურინელები სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას აპირებენ ამ ტრანსფერში: ლუკა მარონესი, ჩირო იმობილესი და კრისტიან პასკუატოსი. ასევე ცნობილი გახდა, რომ Sportitalia-ს ჟურნალისტმა მოკლე ტექსტური შეტყობინება  გაუგზავნა თავად ფეხბურთელს. ” მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და საბოლოოდ “იუვეს” ფეხბურთელი გავხდები,”- ასეთი იყო მატრის პასუხი. გაგრძელება »

ლოტიტო უარყოფს ლიხტშტაინერის ტრანსფერს იუვეში

Sky Sport 24 – თან საუბარში , რომის ლაციოს პრეზიდენტმა , კლაუდიო ლოტიტომ შემდეგი რამ განაცხადა სტეფან ლიხტშტაინერის ტრანსფერთან დაკავშირებით : ” სიმართლე გითხრათ მეცინება იმ ინფორმაციაზე , რასაც პრესაში ავრცელებენ . ამ ეტაპზე მე ვიმყოფები კლუბის ფედერაციულ საბჭოში და მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ნება სურვილზეა დამოკიდებული რომელიმე მოთამაშის გაშვება . მოლაპარაკებები გრძელდება , თუმცა ჯერ ჯერობით რაიმე კონკრეტულზე საუბრისგან თავის შეკავება ჯობია . ლაციოს შვეიცარიელი ტრანსფერზე არ დაუყენებია . ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება სხვადასხვა კლუბებისგან სტეფანის თაობაზე და მანამ სანამ რომელიმე მათგანი სრულად არ დააკმაყოფილებს ფეხბურთელის მოთხოვნას , ტრანსფერი არ შესდგება “ . თუმცა დღეს ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა , რომ გუნდებმა მოახერხეს საერთო ენის გამონახვა : ” მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. ლიხტშტაინერთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს , ის ყოველთვის პროფესიონალურად იქცეოდა ” .

გაგრძელება »

მელო მოურინიოს გულშემატკივარია

ანტონო კონტეს მოსვლის შემდეგ , იუვენტუსის ნახევარდაცვის ხაზი თანდათანობით იცვლის სახეს . გუნდს ანდრეა პირლო და მიკელე პაციენცა შეუერთდნენ , ამასთან ერთად კლაუდიო მარკიზიომ კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი , თუმცა ამ ფეხბურთელებთან ერთად არის კიდევ ფელიპე მელო . ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი კოშმარული სეზონის შემდეგ ტურინში , საკუთარი თავი იპოვნა და კვლავინდებურად საიმედოდ ათამაშდა . ექსკლუზიურ ინტერვიუში Glolboesporte – სთან , მელო საუბრობს რომ ბედნიერია იუვენტუსში ყოფნით , მიუხედავად იმისა რომ უზომოდ ენატრება ესპანური ჩემპიონატი და ის პერიოდი როდესაც ალმერიას ღირსებას იცავდა . სხვათაშორის მოარული ხმების თანახმად მისით მადრიდის რეალი დაინტერესდა : ” ინფორმაცია რეალზე ? სიმართლე გითხრათ ამის შესახებ , მხოლოდ გაზეთებიდან შევიტყვე და ეს რომ მართლაც დადასტურდეს იქნება განუმეორებელი შეგრძნება , რადგან მაურინიოს ფანატი ვარ . ის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია და თუ ჩემი კუმირი , ინტერსდება ჩემით , ეს ენით აუღწერელი გრძნობაა “ .

გაგრძელება »

TMW: ლიხშტაინერი „იუვენტუსში“ გადავა

„იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის კომპრომისი თითქმის ნაპოვნია. როგორც არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომაელების პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო მზადაა შვეიცარიელ ფეხბურთელს შეელიოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერი „იუვენტუსს“ დაახლოებით 10–11 მლნ. ევრო დაუჯდება. კვირის ბოლომდე საკითხს ოფიციალური სახე მიეცემა.

გაგრძელება »

ირლანდია 2:0 იტალია

გუშინ ღამით, ბელგიის ქალაქ ლეჟში იტალიის ეროვნული ნაკრები მეგობრულ შეხვედრაში ირლანდიის რესპუბლიკის გუნდს დაუპირისპირდა.მატჩი ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა 2:0, თუმცა უნდა ითქვას, რომ არც სკუადრა აძურას დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება.მითუმეტეს, ჩეზარე პრანდელიმ ლიდერების დასვენება გადაწყვიტა და ესტონეთთან მატჩისგან განსხვავებით სრულიად შეცვლილი შემადგენლობა გამოიყვანა.სასტარტო თერთმეტეულში ბიანკონერებიდან ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო გამოჩნდნენ, ჯიჯი ბუფონი და ალესანდრო მატრი თადარიგში იმყოფებოდნენ.კიელინიმ და მარკიზიომ მწვანე მინდორზე 90 წუთი დაჰყვეს, პირლო კი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანჯელო პალომბომ ჩაანაცვლა.ასევე მეორე ნახევარი ითამაშა მატრიმ, ბუფონი კი მოედანზე არ გამოჩენილა.

გაგრძელება »