კატეგორია: News



უცნობი ინფორმატორი “იუვენტუსის” მომავალზე

“იუვენტუსი” დელ ნერის შემცვლელს ეძებს, goal.com -ი კი ექსკლიუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, მთავარი კანდიდატი “ზენიტელი” ლუჩანო სპალეტია… გაგრძელება »

აბიდალს სიმსივნე აღმოაჩნდა

მთელი საფეხბურთო სამყარო დღეს ლოცულობს. ყველას ერთი სავედრებელი აქვს, ეს ერიკ აბიდალის ბედია. მას ექიმებმა სიმსივნე აღმოუჩინეს. აბიდალი ოპერაციას ხუთშაბათს გაიკეთებს. გაგრძელება »

იუვენტუსს ფასი უვარდება

საშინელი სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ბებერი ქალბატონისათვის. ყველაფერთან ერთად გუნდს ეკონომიკური კრიზისიც აწუხებს. ფასი თითქმის ყველა ბირჟაზე უვარდება “იუვენტუსს” და მისი აქციები სასაცილო ფასად არის შეფასებული. გუნდში კი იმყოფებიან ფეხბურთელები, რომლეთა სატრანსფერო ღირებულება თითქმის ორჯერ დავარდა, ესენი არიან: იაკინტა ( ღირდა 10 მილიონი, ხოლო ახლა დაახლოებით 6), ამაური( 10-დან 7-მდე ჩამოვიდა), მარტინესი( გუნდმა 12 მილიონად იყიდა, ხოლო ახლა 5-ად თუ გაყიდიან) და სისოკო( ღირდა 10, ახლა კი 7 მილიონი). ზაფხულში მაროტას და გუნდის ხელმძღვანელობას ბევრი საფიქრალი ექნებათ,თუ როგორ ააშენონ გუნდი ამ კრიზისში. გაგრძელება »

მორიგი ვარჯიში ვინოვოზე

წვიმის მუხედავად, ტურინის “იუვენტუსი” აგრძელებს მზადებას მომავალი მატჩისათვის. გუნდი დღეს ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე შეიკრიბა საწვრთნელო ბაზაზე. ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, გუნდი ტაქტიკაზე მუშაობდა. დელ პიეროს არ მიუღია მონაწილეობა კონკრეტულად ამ ვარჯიშში, ის პერსონალურ წვრთნას გადიოდა. კაპიტანი მინი-ფეხბურთის სათამაშოდ დაბრუნდა, რომელიც 9-9-ზე გაიმართა. ტონი და დე ჩელიე კი, თავიანთ კურსებს გადიან. გაგრძელება »

დღე ისტორიიდან: 16 მარტი,2008 წელი

2008 წლის 16 მარტს, “იუვენტუსმა” დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგისაკენ. სტადიო “ოლიმპიკოზე” გუნდმა “ნაპოლი” დაამარცხა. გადამწყვეტი ბურთი, ვიჩენცო იაკინტამ გაიტანა თამაშის მიწურულს. გუნდმა 1:0 მოიგო.  მაგრამ ეს თამაში სხვა მხრივაც არის დასამახსოვრებელი. ეს თამაში ბოლო გახდა, ალესანდრო ბირნიდელისათვის. მან გუნდში 11 სეზონი დაჰყო და 305 თამაში ჩაატარა ბებერი ქალბატონის მაისურით. გაგრძელება »

დიდი უპირატესობა იუვენტუსს

როგორც ვიცით, Betclic -ი ტურინის იუვენტუსის სპონსორი 2010 წლის ზაფხულში გახდა. Betclic-ი იუვეს ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებს თითქმის ყველა თამაშში, ამჯერადაც მათ თავის ტრადიციას არ უღალატეს და ბიანკონერის დიდი უპირატესობა მიანიჭეს იმისდა მიუხედავად, რომ ბებერი ქალბატონი თავის ფორმას ძალიან ჩამორჩება. დღეს კი კოეფიციენტები ასე გადანაწილდა : იუვენტუსი 1.40   ფრე 3.60  ბრეშა 6.00 გაგრძელება »

ჩეზენა 2-2 იუვენტუსი ( ფეხბურთელების შეფასებები )

სრულიადში იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები …  გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

ძოფი: ” გუნდს სტაბილურობა აკლია”

ლეგენდალური იტალიელი მეკარე და მწვრთნელი, დინო ძოფი თვლის, რომ გუნდს სტაბილურობა აკლია.
” ბებერ ქალბატონს კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც სამეულში შესვლა შეუძლია. მაგრამ გუნდი ხშირად აგდებს სეზონს და რაც ყველაზე ცუდია, ყოველ წელს გუნდი ახალი მწვრთნელით იწყებს ჩემპიონატს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ “იუვენტუსს” სტაბილურობა აკლია. საჭირო მწვთნელმა, მინიმუმ ორი წელი უხელმძღვანელოს გუნდს. მაგრამ დღევანდელი ფეხბურთში, ყველა მოგებას მოითხოვს და თუ შეცდომას დაუშვებ, უმალვე გუნდიდან გიშვებენ, სამწუხაროდ ეს რეალობაა. “-განაცხადა ყოფილმა იუვენტინომ Football Italia-სთან ინტერვიუში. გაგრძელება »

აკუილანი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს

სავარაუდოდ იტალიელი ფეხბურთელი დაბრუნდება ნისლიან ალბიონზე, რადგანაც გუნდი არ აპირებს მასში 15 მილიონ ევროს გადახდას. 26 წლის ფეხბურთელი გუნდში 2010 წლის ზაფხულში მოვიდა იჯარის წესით, ხოლო მისი გამოსყიდვა ივნისში გახდება შესაძლებელი. როგორც Sky Sport Italia იუწყება, “იუვეს” ბოსები არ აპირებენ 15 მილიონის გადახდას. ტურინელები კი თავის მხრივს ფასის დაკლებაზე მუშაობენ. გაგრძელება »