კატეგორია: News



მოჯი : ” კონტე ანიელის არჩევანია ”

” დარწმუნებული ვარ , კონტეზე არჩევანი სწორედ ანდრეა ანიელიმ შეაჩერა . მისი გადაწყვეტილებით იქნა უარყოფული ვალტერ მაცარის კანდიდატურა , რადგან ნეაპოლიტანური კლუბის მთავარ მწვრთნელს , არ ძალუძს იუვენტუსისთვის იმის მიცემა რასაც ახალგაზრდა პრეზიდენტი ელის . ჩემი აზრით მაცარი რაღაცით დელ ნერის ჰგავს .  რა შეიძლება ითქვას კონტეზე ? ფეხბურთელობის პერიოდშიც კი უკვე მწვრთნელი იყო მოედანზე . მას აქვს უამრავი ნოვატორული იდეა . არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო და საკმაოდ მოკლე დროში დაამტკიცა , რომ არანაკლები მწვრთნელია “ – აცხადებს ლუჩიანო მოჯი , რომელიც როგორც ჩანს მართებულად მიიჩნევს მთავარი მწვრთნელის პოსტზე , ანტონიო კონტეს დანიშვნას .

გაგრძელება »

აგენტი : ” იუვენტუსს თანხა არ აწყობს “

ლივერპულის საკუთრებაში მყოფის, მაგრამ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის გამოსყიდვას იუვენტუსი არ აპირებს, მიზეზი თანხაა, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ. ” მე და ალბერტო კლუბების გადაწყვეტილებას ველოდებით. ბიანკონერი არ აპირებს 16 მლნ. ევროს გადახდას, როგორც ეს სეზონის წინ იყო დაგეგმილი. ვფიქრობ, რომ ლივერპული კომპრომისზე წავა, მაგრამ ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა ” – აცხადებს ალბერტოს აგენტი.

შეგახსნებთ, რომ ალბერტოს სურს ტურინში დარჩენა და ნამდვილ იუვენტინოდ შერაცხვა … გაგრძელება »

გილ მარინი: “აგუერო არ იყიდება”

უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი სერხიო აგუეროს “ატლეტიკოდან” გადასვლის თაობაზე, მაგრამ გუშინ “ატლეტიკოს” შეფმა მიგელ ანხელ გილ მარინმა განაცხადა , რომ არ აპირებს არგენტინელ ვარსკვლავთან დამშვიდობებას და მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალი” და ტურინის “იუვენტუსი” ფეხბურთელში დიდ თანხას იხდის. გილ მარინმა  მოკლედ და კონკრეტულად განაცხადა: “ჩვენ არ ვაპირებთ აგუეროსთან დამშვიდობებას, სერხიო აგუერო არ იყიდება”. გაგრძელება »

კაპელო: ”იუვენტუსს” სჭირდება ორი-სამი ჩემპიონი”

ფაბიო კაპელომ განაცხადა რომ, ამ ზაფხულში “იუვენტუსმა” უნდა შეიძინოს ორი-სამი მაღალი დონის ფეხბურთელი, მაგალითად როგორც ანდრეა პირლოა ”მილანიდან”. ინგლისის ნაკრების მწვრთნელი არაჩვეულებრივად იცნობს “იუვეს”, მას შემდეგ რაც გამოდიოდა ამ გუნდში, ხოლო შემდეგ კი წვრთნიდა. მოსალოდნელია, რომ რთული სეზონის შემდეგ, ამ ზაფხულს “ბებერი ქალბატონი” განახლდება ახალი მწვრთნელით და ახალი ფეხბურთელებით. გაგრძელება »

მოჯი „იუვენტუსზე“ და სავარაუდო ტრანსფერებზე საუბრობს

ლუჩიანო მოჯიმ კომენტარი გაუკეთა „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე სატრანსფერო ინფორმაციებს. როგორც ამბობენ „იუვეს“ ახალი მწვრთნელი იქნება ანტონიო კონტე, რომელსაც მოჯი საკმაოდ კარგად იცნობს.
გაგრძელება »

„იუვეს“ და „ინტერის“ დუელი მონტოლივოსთვის

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც „იუვენტუსის“ და „ინტერის“ გზები ერთმანეთს ეკვეთება, ეს მოვლენა დერბიდ არის მონათლული. გარდა უშუალოდ საფეხბურთო მატჩებისა, ეს ორი გუნდი სატრანსფერო ბაზარზეც უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ფლორენციის ” ფიორენტინას ”  იმედის მომცემ ნახევარმცველ რიკარდო მონტოლივოს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გუნდის დატოვება და მისი ტრანსფერით შემოსავლის მიღებაზე არც „იები“ იტყვიან უარს. სახელდება ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებაც, 12 მლნ. ევრო. თუმცა, ჯუზეპე მაროტამ ეს თანხა შესაძლოა მკვეთრად შეამციროს ტრანსფერში კარვალიო ამაურის და ხორხე მარტინესის ჩართვით.

გაგრძელება »

ანტონიო კონტე ორშაბათს, „იუვენტუსის“ მწვრთნელი ოფიციალურად გახდება

antoროდესაც ჩემპიონატი მთავრდება, ახალი ერა იწყება. პოსტ–დელნერისეული პერიოდი უკვე დაიწყო. სავარაუდოდ ეს პერიოდი მხოლოდ ორშაბათამდე გაგრძელდება, როდესაც ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნება. სიენას პრეზიდენტმა (ამჟამად კონტე სწორედ სერია ა–ში აღზევებული სიენას მწვრთნელია) უკვე გაუუქმა კონტრაქტი ლეგენდარულ ნახევარმცველს. ლუიჯი დელ ნერი კი სავარაუდოდ „ატალანტასთან“ გააფორმებს 2 წლიან კონტრაქტს.

გაგრძელება »

Gazzetta – ორშაბათს პირლოს ტურინული ერა დაიწყება

ორშაბათს, 23 მაისს ანდრეა პირლო ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. პირველს რაც ანდრეა გააკეთებს, იქნება სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემდეგ 3 წლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი. ლეგენდარული ნახევამრცველის წლიური შემოსავალი 2.5 მლნ. ევრო იქნება, ამას დამატებული ბონუსები. როგორც მასმედიის საშუალებები იუწყებიან, პირლოს „მილანიდან“ წამოსვლის ძირითადი მიზეზი მასიამილიანო ალეგრის სათამაშო ტაქტიკაა, რომელიც უპირატესობას 2 ჩამშლელს ანიჭებს. ასეთ განლაგებაში კი პირლოს „ფანტაზისტას“ ფუნქციები მკვეთრად იზღუდება.

გაგრძელება »

კუალიარელა: ” “ნაპოლიმ” მიღალატა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა “

ფაბიო კუალიარელა მოედანზე დაბრუნების თარიღს ასახელებს. “ბებერი ქალბატონის” ფორვარდი ყოფილ კლუბზეც საუბრობს და ნეაპოლელებს ღალატში ადანაშაულებს… გაგრძელება »

პირლო “მილანს” ემშვიდობება, “იუვენტუსი” თავის სიტყვას იტყვის

ანდრეა პირლომ “მილანთან” ურთიერთობა დაასრულა. ივნისის ბოლოს პირლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, იმავე მდგომარეობაში მისი ათამდე თანაგუნდელი იყო, მაგრამ მათმა უმრავლესობამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. დღეს პრესაში ანდრეას ინტერვიუც გაჩნდა: ” “მილანთან” დამშვიდობება მსურს. აქ ათი საოცარი წელიწადი გავატარე, მაგრამ ჩვენი გზები მხარეების შეთანხმებისამებრ გაიყარა. მაქვს თუ არა იმედი, რომ “მილანი” ჩემს გაშვებას ინანებს? დიახ, მაქვს. ” -ამ ინფორმაციის შემდეგ, უკვე ფეხბურთელის “იუვენტუსში” ტრანსფერი მეტად მოსალოდნელი გახდა. იტალიის ჩემპიონი ოფიციალურ შემოთავაზებას დღედღეზე უნდა ელოდეს. გაგრძელება »