კატეგორია: News



აგუერო: ” ჩემი მომავალი აგენტების ხელშია “

საკუთარ მომავალზე ამჯერად უკვე მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი სერხიო აგუერო საუბრობს. არგენტინელს ზაფხულში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მისი ყიდვით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსთან” ერთად “სამეფო კლუბიც” ინტერესდება: ” მეგონა, რომ აქამდე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მექნებოდა, თუმცა ეს არც ისე ადვილი ყოფილა. ყველაფერი ჩემი აგენტების ხელშია, ჩემი მომავალი “კოპა ამერიკის” დასრულების შემდეგ გადაწყდება. ვიცი, რომ “ატლეტიკოს” “იუვენტუსმა” ოფიციალურად მიმართა. მაგრამ ახლა მხოლოდ ამერიკულ პირველობაზე ვარ კონცენტრირებული. არ ვიცი, “იუვემ” რამხელა შემოთავაზება გააკეთა, თუმცა ამ თემაზე აგენტები მუშაობენ. ” -აცხადებს აგუერო. გაგრძელება »

როსი უფრო რეალურია!

კუნ აგუეროს სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, რომელიც ნებისმიერ კლუბს შიშის ზარს დასცემდა, ოფიციალური “იუვენტუსი” “გეგმა ბედ” ჯიუზეპე როსის განიხილავს… გაგრძელება »

დონადონიმ თვალი პასკუატოს დაადგა

დონადონიმ თვალი იუვენტუსის აღზრილ პასკუატოს დაადგა, იტალიელმა სპეციალისტმა კალიარის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ მათ დაეწყოთ ბებერ ქალბატონთან პასკუატოს თაობაზე მოლაპარაკებები.  ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუძლია როგორც თავდამსხმელის უკან ასევე ფლანგზე თამაში. გასული სეზონი 22 წლის ფეხბურთელმა მოდენაში გაატარა, რომელიც სერია ბ-ში გამოდიოდა და სადაც მან 9 გოლი გაიტანა 40 მატჩში. ადრეც უკავშირებდნენ პასკუატოს კალიარის, როდესაც ბეპე მაროტას იგი მატრის ტრანსფერში სურდა ჩაერთო, მაგრამ იუვემ იტალიელი 15.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. გაგრძელება »

აგენტი: ” როსის დელ პიეროს გვერდით თამაში ხიბლავს “

“ვილიარეალის” ფორვარდის ჯიუზეპე როსის აგენტი ფედერიკო პასტორელო საკუთარ კლიენტს დელ პიეროს მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუეროს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “იუვენტუსი” სწორედ იტალიელი ფორვარდის შეძენაზე გადაერთვება: ” ჩვენ იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებითა და მოედანზე დაკავებული პოზიციით დელ პიეროს ძალიან მაგონებს. რა თქმა უნდა, დელ პიეროს გვერდით თამაშის იდეა მასაც ძალიან მომხიბლავად ეჩვენება, როსი სულ მარტივად შეიძლება მისი მემკვიდრე გახდეს. მოდით ასე ვთქვათ,”იუვენტუსი” ლამაზი გოგოა, რომელსაც სტილისტთან შევლა სჭირდება. “ბებერი ქალაბტონი” ჯერაც ტოპ-კლუბად რჩება. როსის ან დიდ გუნდში გადასვლა სურს, ან იქ დარჩენა, სადაც არის. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალური შემოთავაზება “იუვესგან” არ მიგვიღია. შეიძლება რაიმე კონკრეტული მომავალ კვირებში მოხდეს. ” -აცხადებს პასტორელო. გაგრძელება »

ლიპი : ” იუვენტუსი კვლავ გაიმარჯვებს კონტესთან ერთად ”

მარჩელო ლიპი დარწმუნებულია , რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტურინის ” იუვენტუსი ” დაიბრუნებს ძველ დიდებას …

გაგრძელება »

ახალი სტადიონისა და ფორმის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება

ოთხშაბათს, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ახალ სტადიონთან ერთად ახალი ფორმის პრეზენტაციას გეგმავს.Calcio GP – ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ბიანკონერების საშინაო არენის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება და სტუმრებს მიიღებს.ახალი სტადიონის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია, აქამდე კი გუნდი საშინაო მატჩებს “სტადიო ოლიმპიკოზე” ატარებდა.შავ-თეთრების საკუთრება კი სტადიო დელე ალპი იყო თუმცა იგი ამჟამად გამოყენებაში არ არის.რაც შეეხება ახალ ფორმას, პირველი ფორმა შავ-თეთრი იქნება, მეორე კი სავარაუდოდ ვარდისფერი, შავი ვარსკვლავით.

გაგრძელება »

ნესტი:”აგუერო “იუვენტუსში” გადავა”

RAI  – ს ჟურნალისტი, კარლო ნესტი, აცხადებს, რომ “ატლეტიკოს” ამჟამინდელი კაპიტანი, სერხიო აგუერო, მომავალ სეზონს “იუვენტუსის” რიგებში გაატარებს. ნესტი ირწმუნება, რომ შეთანხმება ორივე მხარეს შორის მიღწეულია. “როგორც მე ვიცი, “იუვენტუსი” ძალიან ახლსაა აგუეროს გაფორმებასთან. ის შესანიშნავი მოთამაშეა. სერხიო ხმარობს ორივე ფეხს, აქვს სისწრაფე და ძალიან კარგი დარტყმა, მას აქვს ყველაფერი. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ არგენტინელი უმაღლესი კლასის მოთამაშეა. დღესდღეობით, გუნდის შეცვლა ჩემი აზრით, სამ ფეხბურთელს შეუძლია. ესენი არიან: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. “იუვენტუსმა” რამდენიმე წლის წინ დიეგო და ამაური დიდი ენთუზიაზმით გაიფორმა, მაგრამ მათ იმედები ვერ გაამართლეს. ეს ამტკიცებს იმას, რომ ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არაა.” La Gazzeta Dello Sport – ის მტკიცებით, “იუვენტუსი” ეცდება შეთანხმებას 40 მილიონიანი შეთავაზებით მიაღწიოს. გაგრძელება »

დღეს ბონიპერტის დაბადების დღეა

დღეს მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის როდია განსაკუთრებული დღე. 4 ივლისს ჯიამპიერო ბონიპერტი თავის 83-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. ბონიპერტი როგორც ფეხბურთელის, ისე პრეზიდენტის როლში მუდამ “იუვენტუსის” ფილოსოფიას ატარებდა და მისი ნაწილი იყო. საიტის ადმინისტრაცია “ბებერი ქალბატონის” ყველა გულშემატკივრის სახელით, მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს! გაგრძელება »

ბულგარული ჰიპოთეზა სახელად – ბერბატოვი

“იუვენტუსი” ძალზე ახლოსაა აგუეროს დაკარგვასთან. ცხადია, გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია ფიქრი დაიწყოს მის ალტერნატივებზე. გავრცელდა ინფორმაციები, რომ “ბიანკონერიმ” შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედს” დიმიტარ ბერბატოვის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართოს. სერხიო აგუერო დიდი ხნის განმავლობაში სატრანსფერო ფანჯრის უმთავრეს მიზნად სახელდებოდა, მაგრამ გუშინ, “რეალ მადრიდმა” “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “იუვენტუსზე” მეტი თანხა შესთავაზა და თან ამ ყველაფერს ისიც ამძიმებს, რომ აგუეროს ოჯახს მადრიდი ცხოვრება სურს. News of the World – ის მტკიცებით, ტურინულ გრანდს სჭირდება გამოცდილი თავდამსხმელი, რომელიც შეიძლება ბერბატოვი აღმოჩნდეს. ბულგარელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითად შემადენლობაში ხავიერ ერნანდესის მოსვლის შემდეგ იშვიათად ხვდებოდა და დიდი შანსია, რომ მან გუნდი გამოიცვალოს. ბერბატოვის გამოსასყიდ თანხად 14 მილიონი ევრო სახელდება. გაგრძელება »

“იუვენტუსი” აგუეროს კარგავს?

“იუვენტუსი” სერხიო კუნ აგუეროს დაკარგვასთან ძალიან ახლოსაა. ტურინული გრანდის თავკაცებს იმედი ჰქონდათ, რომ 35 მილიონიანი შეთავაზების 40-მდე გაზრდით არენტინელი ფეხბურთელის გაფორმებას შეძლებდნენ, მაგრამ თუ El Mundo Deportivo – ს დავუჯერებთ, ახლა უკვე გვიანია. არსებობს ინფორმაციები იმის შესახებ, რომ “რეალ მადრიდი” მზადაა აგუეროში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, რა შემთხვევაშიც, “ატლეტიკო” ფეხბურთელის გაშვებას დათანხმდება. არსებობს კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა თავის აგენტს განუცხადა, რომ არ მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილება, მანამ სანამ ამერიკის თასი არ დასრულდება. ცნობისთვის, აგუეროს ოჯახი მადრიდში ცხოვრებას არჩევს და არ აპირებს სხვაგან გადაბარგებას, რაც კიდევ უფრო ზრდის არგენტინელი ფეხბურთელის “რეალში” გადასვლის შანსებს. გაგრძელება »