კატეგორია: News



კონტე : ” სტიმულს პასუხისმგებლობა მმატებს ”

გთავაზობთ ანტონიო კონტეს მცირე ინტერვიუს , რომელიც მან Sky Sport 24 – ს მისცა , დღევანდელი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ იუვენტუსის პრიმავერასთან : ” ავტოგრაფების დარიგება არის მიზერული რამ , რითაც შემიძლია მადლობა გადავუხადო ასეთ ტიფოზებს – ადამიანებს რომლებიც ბოლომდე გვიდგანან მხარში და დიდი ენთუზიაზმით გვგულშემატკივრობენ . პაუსიხმგებლობა – ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული გახლავთ , რითაც დარწმუნებული ვარ შევძლებ დავუბრუნო კლუბს კუთვნილი პოზიცია . გრანდიოზული პროექტი დავიწყეთ , მაგრამ უკვე დღეს გვსურს მწვერვალზე ასვლა . დღევანდელი დაპირისპირება კი უფრო , დღესასწაულს ჰგავდა , მაგრამ გარკვეული საკითხები გადახედვას მოითხოვს . ბეტისთან კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება . სულ ცოტახნის წინ შევუდეგით მუშაობას და აუცილებელია მუხლჩაუხრელად ვარჯიში , ასევე უფრო მეტად მომთმენი უნდა გავხდეთ . გვსურს უკვე ეხლა დავუბრუნდეთ , ჩვეულ დინებას , რადგან ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებული და მომზადებული კლუბი წარსდგება . 2006 წლის სკუდეტო ? პრეზიდენტი სწორ გზას ადგას , ამაზე უკვე ვისაუბრე ადრე . გუნდმა მოედანზე მოიგო სკუდეტო , რომელთა ციფრი ჯამში 29 – ს შეადგენს , სხვა ყველაფერი კი არ მაინტერესებს . დღეისათვის ვმუშაობთ იმისთვის , რომ კვლავინდებურად გავიმარჯვოთ : თუ გავითვალისწინებთ არცთუ ისე შორეულ წარსულს , მაშინ მიხვდებით , რომ ეხლა სწორედ ამის დროა “ .

გაგრძელება »

ბონუჩის რეაბილიტირება სურს

გაცემული ავანსების გამართლება : სწორედ ეს სურს , ბიანკონერის ახალგაზრდა ცენტრალურ მცველ ლეონარდო ბონუჩის : ” მსურს , დავუმტკიცო იუვენტუსს , რომ ნამდვილად ვარ ის ფეხბურთელი , რომელიც იმსახურებს სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობს , სამწუხაროდ გასულ სეზონში  არ განვითარდა ყველაფერი ისე როგორც ველოდი “ – განცხადა ლეომ ვილა პრეზოში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ . ბონუჩიმ ასევე გუნდის მიმართაც გააკეთა განცხადა : ” ნამდვილად შეგვწევს ძალა , რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ , მაგრამ მოგვიწევს ამ დაპირებების სტიმულად ქცევა , წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბრალოდ გარკვეულ ფრაზებად დარჩება “ .

გაგრძელება »

იუვენტუსი 4-1 პრიმავერა ( ვიდეო მიმოხილვა )

იუვენტუსი ( A ) : სტორარი ( მანინგერი 46 ‘ ) , მოტა , ბონუჩი ( ციგლერი 69) , ბარძალი , დე ჩელიე ( ლივიერო 75 ‘ ) , რუჯიერო ( იაკინტა 46 ‘ ) , მარონე ( ჯანდონატი 46’ , ვიდალი 87 ‘ ) , პაციენცა ( გაბრიელ აპელტი 75 ‘ ) , პასკუატო ( ლიხშტაინერი 69 ‘ ) , დელ პიერო ( მატრი 46 ‘ ) , ვუჩინიჩი ( გრიგერა 61 ‘ )

სათადარიგოთა სკამზე : ბუფონი , კიელინი , მარკიზიო , პირლო , კრასიჩI

იუვენტუსი ( B ) ბრანესკუ ( დი სალვია 65 ‘ ) , კაფორა ( ბერტინეტი 81 ‘ ) , რუბინი ( ნაპოლი 46 ‘ ) დი დიო , პოლ გარსია , ლანინი ( ბელტრამე ) , სკიავონე ( ჩისბა 46 ‘ ) , კორტიჩია ( ემანუელო 46 ‘ ) სპინაცოლა ( გილერმო აპელტი 69 ‘ ) , მარჯიოტა ( შიმუნაკი 60 ‘ ) , ლიბერტაცი ( ესპოზიტო 75 ‘)

გოლები : პასკუატო 29 ‘ ( 1-0 ) , ბელტრამე 49 ‘ ( 1-1 ) , იაკინტა 74 ‘ ( 2-1 ) , მოტა 82 ‘ ( 3-1 ) , ციგლერი 85 ‘ ( 4-1 )

გაგრძელება »

იაკინტა სატრანსფერო ბაზარზე ბრუნდება

ვინჩენცო იაკინტა , რომელიც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო კურს გადის ტრავმის მიღების შემდეგ , კვლავინდებურად აღმოჩნდა სატრანსფერო ბაზარზე . Radio Sportiva – სთან საუბარში , ანდრეა დ’ამიკომ , მისმა საფეხბურთო აგენტმა შემდეგი რამ განაცხადა : ” ფორვარდთან დაკავშირებით , ჩვენ მოგვიწევს საკმაოდ დიდ ხნიანი დისკუსიის გამართვა . სავარაუდოდ ყველაფერი 15 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი ” .  იაკინტასთან დაკავშირებით , ცოტახნით ადრე ვრცელდებოდა ცნობები , რომ მისით სანკტ პეტერბურგის ” ზენიტი ” იყო დაინტერესებული , მაგრამ პოპულარული ტურინული გამომცემლობის Tuttoport – ის მოსაზრებით , სრულებითაც არ არის წარმოუდგენელი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი სკუადრა აძურის რიგებში , ხუან მანუელ ვარგასის ტრანსფერის ნაწილი გახდეს …

მსურს ასევე მცირე ინფორმაცია კლუბის პრიმავერას შესახებაც შემოგთავაზოთ …

გაგრძელება »

სატრანფერო ციებ ცხელება

ელჯერო ელიას და მიშელ ბასტოსის შემდეგ , კიდევ ერთი მარცხენა ნახევარმცველის , დიეგო პეროტის კანდიდატურა გამოირიცხა . სევილიას წარმომადეგენლების განცხადებით , ტურინულ კლუბს არ მიუმართავს მათთვის ოფიციალური წინადადებით არგენტინელი ფეხბურთელის თაობაზე , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი არ აპირებდნენ დიეგოსთან გამომშვიდობებას , რადგან საკუთარი კლუბის წამყვან ფიგურად მიიჩნევდნენ . გამომდინარე აქედან , ჯუზეპე მაროტა ყველა ღონეს იხმარს ხუან მანუელ ვარგასის ხელში ჩასაგდებად . იტალიური პრესის დღევანდელი ინფორმაციით , მხარეებმა მოახერხეს შეთანხმების მიღწევა : 10 მილიონი ევრო და პლიუს კარვალო ამაური , რომელიც 7 მილიონად არის შეფასებული . მაგრამ ეხლა თავად ბრაზილო/იტალიელ ფორვარდზეა ყველაფერი დამოკიდებული , რადგან იმ ხელფასს რასაც ბიანკონერიში ამ ეტაპზე იღებს , ვერსად ვერ გადაუხდიან . ამაურის ფიორენტინას გარდა , პარმა , ჯენოა და პალერმო აკვირდება , მაგრამ ზუსტად მაღალი ანაზღაურების გამო იკავებენ ოფიციალური წინადადებისგან თავს . მარცხენა ნახევარმცველთან ერთად კი , როგორც იცით გუნდი ცენტრალურ მცველსაც ეძებს და სრულიადში გთავაზობთ ამასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას …

გაგრძელება »

ბუფონი : ” კასანოს გუშინდელი კაპიტნობა ლოგიკური იყო ”

გუშინდელ შეხვედრაში , რომელიც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ბარიში  , ადგილობრივ არენაზე გამართა ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ , მოედანზე კაპიტნის სამკლაურით არა ჯანლუიჯი ბუფონი , არამედ ანტონიო კასანო გამოვიდა  . ამ ფაქტში რაიმე უცნაურს , არც აძურის პირველი ნომერი ხედავს : ” ვფქირობ , ის რაც გუშინ მოხდა იყო სრულითად ბუნებრივი მოვლენა . კასანო ძალიან უყვართ აქ და უდიდეს პატივს სცემენ , ამასთან ერთად უშუალოდ მატჩიც მეგობრული ხასიათის იყო . საერთოდ , ძალიან მოხარული ვარ , რომ ნაკრებში ბევრი კაპიტანი ასპარეზობს . ბედნიერი ვარ , რომ თამამად შემიძლია ეს სამკლაური სხვა ფეხბურთელს მშვიდად გადავცე და ვიცოდე რომ გუნდი საჭირო ხელშია მინდორზე . ამიტომ მსგავს რამეს , მომავალშიც უნდა ველოდოთ , მაგალითად შეხვედრა ბრეშაში რომ გამართულიყო , კაპიტანი ანდრეა პირლო იქნებოდა . უშუალოდ ანტონიომ კი უნდა იცოდეს , რომ გუნდი მასსზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს , წინ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი გველის , სადაც ანტონიომ მაქსიმალურად უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები ” .

გაგრძელება »

ბიანკონერებმა ნაკრებებში მეგობრული მატჩები გამართეს

დღეს მსოფლიო მასშტაბით ეროვნული ნაკრებების მეგობრული მატჩები გაიმართა, რომლებშიც ბუნებრივია, მონაწილეობას ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებიც იღებდნენ.

გაგრძელება »

კალჩიოპოლი : ანიელი აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას

გთავაზობთ ანდრეა ანიელის დღევანდელ პრესკონფერენციას , რომელიც იუვენტუსის პრეზიდენტმა კალჩიოპოლის მოვლენებს მიუძღვნა …

გაგრძელება »

ბასტოსიც გამოირიცხა …

დასრულდა გაუთავებელი საგა მიშელ ბასტოსის და იუვენტუსის შესახებ . ბრაზილიელმა ფეხბურთელმა , ოფიციალურად დაადასტურა , რომ კარიერას კვლავინდებურად ლიონში გააგრძეელბს : ” ლიონის ძვირფასო გულშემატკივრებო , გადავწყვიტე უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ისევ ამ გუნდის მაისური ვატარო , რადგან მსურს მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიო თქვენთან ერთად . სიმართლე გითხრათ არასოდეს არ მიფიქრია ამ კლუბის დატოვება ” .

გამომდინარე იქიდან , რომ ელჯერო ელიას თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად ჩაიშალა , იუვენტუსი ყურადღებას ხუან მანუელ ვარგასის ტრანსფერზე გადაიტანს და მაქსიმალურად ეცდება პერუელი ნახევარმცველის გაფორმებას .

გაგრძელება »

ელია გამოირიცხა …

გერმანული ” ჰამბურგის ” წარმომადგენლებმა , ოფიციალურად დაადასტურეს ტურინის ” იუვენტუსის ” ინტერესი ელჯერო ელიაზე , მაგრამ მათი განცხადებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა , რადგან ბუნდეს ლიგის ბინადრებს არ სურთ საკუთარი კლუბის ერთ ერთი წამყვანი მოთამაშის დაკარგვა . დღეს , ჰამბურგის ოფიციალურ ვებ გვერდზე , ამ კლუბის სპორტული დირექტორის , ფრანკ არნესენის ინტერვიუ გამოქვეყნდა : ” ჩვენს გეგმებში არ შედიოდა ელიას გასხვისება , ის გუნდის წამყვანი ფიგურაა . ამასთან ერთად , თავად ჰოლანდიელსაც არაერთხელ დაუდასტურებია , რომ სურს დარჩეს და მიაღწიოს წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ ჰამბურგის მაისურით “ .  მიუხედავად ამ განცხადებისა , მოარული ხმების თანახმად , უშუალოდ გერმანულ კლუბთან , ტურინელებმა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს , ხოლო პრობლემა გაჩნდა თავად ელჯეროსთან . მას საკმაოდ დიდი თანხა მოუთხოვია ხელფასის სახით , რომელიც ფაქტიურად ორჯერ აღემატებოდა ბიანკონერის შეთავაზებას .

გაგრძელება »