კატეგორია: News



EXOR – 190 მილიონი ევრო იუვენტუსისთვის

დღეს ტურინში , ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება ტურინის იუვენტუსისთვის . პირველ შემთხვევაში , შეიკრიბებიან  კომპანია EXOR – ის წარმომადგენლები , რომლებიც იმსჯელებენ ფინანსურ საკითხებზე , თუ რამდენი მილიონით გაზარდონ ინვესტიცია ბიანკონერიში . დღის მეორე ნახევარში კი , შეიკრიბება იუვენტუსის დირექტორთა საბჭო , სადაც გაირკვევა უახლოესი 3-4 წლის მოქმედების გეგმა . მოარული ხმების თანახმად კომპანია EXOR – ი , გეგმავს 120 მილიონის გამოყოფას და პლიუს დამატებით 70 მილიონის ინვესტიციას კლუბის გასაძლიერებლად .

გაგრძელება »

მოჯი იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე და კალჩიოპოლზე საუბრობს

Radio Sportiva – სთან საუბარში , ბიანკონერის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა , შეფასება გაუკეთა იუვენტუსის სატრანსფერო სვლებს და ყველაფერთან ერთად კალჩიოპოლის საკითხზეც დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება  …

გაგრძელება »

აგუერო გვიახლოვდება

ინგლისელები სერხიო აგუეროს უკვე შავ–თეთრ მაისურში ხედავენ. როგორც მოგეხსენებათ, აგუეროს მომავალს მრავალ კლუბს უკავშირებენ, მათ შორისაა “იუვე”, “რეალი” და “ჩელსი”, მაგრამ ბრიტანეთში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ის კარიერას სწორედ ტურინულ კლუბში გააგრძელებს. მის მომავალზე არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში მსჯელობენ და ეს “ტელენოველა” უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. გაგრძელება »

ბასტოსის მომავალი ისევ ბურუსითაა მოცული

La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გუშინ გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ბეპე მაროტასა და მიშელ ბასტოსის აგენტს შორის, რომელიც კვლავ  უშედეგოდ  დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი და მაროტა ფასის შესახებ მსჯელობდნენ, ასევე  არსებობს ფრანგული პასპორტის პრობლემაც, რომელიც მიშელს  ჯერ-ჯერობით არ აუღია. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს კიდევ ერთი არაევროკავშკირელი მოთამაშის ყიდვის უფლების მინიჭებას კლუბებისათვის.   გაგრძელება »

“პარმამ” ჯოვინკოს აქციების 50% შეიძინა

სებასტიან ჯოვინკო კიდევ უფრო მიუახლოვდა “პარმას”. “პარმამ” დღეს 3 მილიონ ევროდ ჯოვინკოს აქციების ნახევარი შეიძინა. ეს ფული “იუვენტუს” მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადაერიცხება. ასე რომ, 2011-2012 წლის სეზონში ტურინელები 2.7 მილიონი ევროს მოგებას ნახავენ.  გაგრძელება »

მატრი : “მადლობა იუვენტუსს”

“მინდა დიდი მადლობა მოვუხადო “იუვეს” , ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღეა.” – ეს ალესანდრო მატრის პირველი კომენტარია მისი სრულუფლებიანი ტრანსფერის შემდეგ ბიანკონერებში.იტალიელი ფორვარდი ამჟამად დუბაიში იმყოფება და იქიდან დიდ მადლობას უხდის “იუვენტუსს” მისი “კალიარიდან” გამოსყიდვისთვის.

გაგრძელება »

ლიხშტაინერი ბიანკონერებს შეუერთდება

ხანგრძლივი მოლაპარკებების შემდეგ , “იუვენტუსმა” გამონახა საერთო ენა “ლაციოსთან” და “არწივების” მარჯვენა მცველი, სტეფან ლიხშტაინერი გადაიბირა. “იუვემ” შვეიცარიელ განაპირა მცველში, გადაიხადა 10 მილიონი ევრო,  2 მილიონი ევროთი ნაკლები ვიდრე, თავდაპირველად “ლაციო” ითხოვდა. კონტრაქტის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გაგრძელება »

მარტინესი შესაძლოა “კატანიაში” დაბრუნდეს

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, ხორხე მრტინესი, შეიძლება თავის ყოფილ გუნდს, “კატანიას” დაუბრუნდეს. ურუგვაელ ნახევარმცველს წელს ტურინში ძალიან რთული სეზონი ჰქონდა, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა და შესაბამისად, გავრცელდა ჭორები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ. მარტინესი 2010 წლის ზაფხულში “ბიანკონერიმ” 12 მილიონ ევროდ “კატანიასგან” გაიფორმა. თუ სხვადასხვა წყაროებს დავუჯერებთ, არსებობს შანსები იმისა, რომ ხორხე სიცილიაზე დაბრუნდეს. ამ ყველაფერს “კატანიას” პრეზინდენტი, პიეტრო ლო მონაკოც ადასტურებს:“დიახ, ეს სიმართლეა. მოლაპარაკებები “იუვენტუსთან” მარტინესის დაბრუნების თაობაზე მართლაც არსებობს. თუმცა, მე ყოველთვის ახალი სახეების მოძიებას ვანიჭებდი უპირატესობას…” მარტინესის მომავალი ბოლო პერიოდში კიდევ ორ გუნდთან, “ფიორენტინასთან” და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულ “უდინეზესთან” იყო დაკავშირებული. გაგრძელება »

სპორტული დირექტორი ტრანსფერს გამორიცხავს

გერმანული “ჰოფენჰაიმის” სპორტული დირექტორი აქამდე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ანდრეას ბეკი იანვრის შემდეგ მოექცა “იუვენტუსის” რადარზე და მისი ტრანსფერის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში საკმაოდ ბევრიც დაიწერა. პრესასთან საუბარში ტანერმა ბეკის “იუვეში” ხილვის მსურველებს ცივი წყალი გადაასხა: ” ვფიქრობ, მომავალ წელს ბეკი ისევ ჩვენს რიგებში ითამაშებს. ” -ჭორების თანახმად ხუთმილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ბოლო მომენტში მხარეებმა საბოლოო ნაბიჯის გადადგმა აღარ ისურვეს. გაგრძელება »

“იუვენტუსი” და “პარმა” პალადინოს საკითხს განიხილავენ

დღეს, “იუვენტუსისა” და “პარმას” ხელმძღვანელობებს შორის რაფაელე პალადინოს მომავლის გადასაწყვეტად შეხვედრაა დაგეგმილი. იტალიელი ფეხბურთელის უფლებათა პაკეტის 50% 2011 წლის იანვარში “ჯენოასგან” “პარმამ” შეიძინა. Corriere dello Sport – ის მტკიცებით, გუნდები სავარაუდოდ პალადინოს ისევ თანამფლობელობაში აყვანაზე შეთანხმდებიან. ასე რომ, 27 წლის მოთამაშე ახლოსაა 2011/12 წლების სეზონის კვლავ “სტადიო ტარდინიზე” გატარებასთან. გაგრძელება »