კატეგორია: News



კუალიარელა:”არ ვფიქრობ, რომ სეზონი დასრულდა”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, ფაბიო კუალიარელა მომავალს ოპტიმისტურდა უყურებს: ” მე არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის სეზონი დასრულდა. მინდა სასურველი ფორმა ბოლო თამაშებისათვის დავიბრუნო.” ფეხბურთელმა უკვე მერამდენედ განაცხადა თამაშის სურვილი, მაგრამ ექიმები მას მომავალ სეზონისათვის ურჩევენ დაბრუნებას. ფაბიო დღის განმავლობაში ექვს საათიან თერაპიას გადის, რათა დროულად ჩადგეს ფორმაში. მკურნალი ექიმის თქმით, თუ ყველაფერი კარგად წავიდა მაშინ ის ბოლო კვირაში დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს. 2 მაისისთვის კი მისი განაცხადში შეყვანაც უკვე შესაძლებელი გახდება. ამჟამად ის ბურთთან ვარჯიშობს. გაგრძელება »

საქართველოს თაგუნამაც ვერ უშველა, იმედი კიდევ ცოცხლობს

თამაში ქართველებმა ოდნავ ნერვიულად დაიწყეს. მე-3 წუთზე, ლაშა სალუქვაძეს ბურთი თავზე აეჭრა და ბარდა რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო, ხიფათი დებიუტშივე არ აგვცდებოდა. მასპინძლები გამოკვეთილად დაწინაურებული ელიანივ ბარდას იმედად იყვნენ, რომელსაც აქეთ-იქიდან ახლანდელი და ყოფილი ჰაიფელები – რეფაელოვი და კაიალი ეხმარებოდნენ.
ქეცბაიას შემტევ არჩევანს რაც შეეხება, იგი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო – დაცვაში ყურადღებით თამაშს, შუაში პრესინგი და წინ სწრაფი მარცვალაძის იმედად ყოფნა უნდა შეხამებოდა.
დროთა განმავლობაში “ჯვაროსნები” დაწყნარდნენ და თამაში იმ რიტმში გადაიყვანეს, “საჩვენო” რომ ეთქმოდა. მასპინძელთა აქტიურობას უფრო მოჩვენებითს თუ უწოდებდი და ისიც აშკარა იყო, რომ სტუმრები შეცდომის დაშვებას გაურბოდნენ. ამიტომაც გახლდათ, პირველ ტაიმში “მალიორკასა” და ისრაელის ნაკრების კიპერს საქმე თითქმის არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ბუზაგლომ ზედიზედ ორჯერ შეძლო ავათის ქართველი კოლეგის “დასაქმება”. მარჯვნიდან მისი მიყოლებითი შეტევების შემდეგ ჩაწოდებული ბურთი ორჯერვე რევიშვილის იოლი ნადავლი გახდა. მე-17 წუთზე კი, ქართველ კიპერს პირველად მოუწია სერიოზულად თამაშში ჩართვა. სტანდარტული სიტუაციიდან ნათჰოს მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას, გერშონმა თავით თამაშში ხუბუტიას აჯობა და რევიშვილმა კითხურზე მოგერიება შეძლო.ქართველთაგან, კარისკენ პირველი დარტყმა მე-19 წუთზე მოხდა.(გაგრძელება სრულიადში) გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იხილეთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა… გაგრძელება »

მატრი : ” არ ველოდი ასეთ დებიუტს ”

ალესანდრო მატრი აღიარებს , რომ არ ელოდა სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანას . შეგახსენებთ  , გუშინ იტალიის ეროვნული ნაკრები ,  ამხანაგურ შეხვედრაში კიევში , უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ჩვენს მეზობლებთან ანგარიშით 2-0 . ერთ ერთი ბურთ კი , სწორედ ალესანდრო მატრის ანგარიშზეა … გაგრძელება »

ლიპი : ” კიელინის არ აინტერესებს რეალი ”

ბოლო პერიოდში არ წყდება საუბარი ჯორჯო კიელინის შესაძლო გადაბარგებაზე მადრიდის რეალში , თუმცა მისი აგენტის დავიდე ლიპის თქმით , იტალიის ნაკრების წევრი  ამ ყველაფერს არანაირ ყურადღებას არ აქცევს : ” ჯორჯო ორიენტირებულია , მხოლოდ საკუთარ კლუბზე და მას საერთოდ არ აინტერესებს ის ჭორები ,  რაც მის გარშემო ტრიალებს . არ არის ეხლა შესაფერისი დრო , რომ მის მომავალზე ვისაუბროთ , კიელინი მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს თუ რითი დაეხმაროს საკუთარ კლუბს . ჩემი კლიენტი პატივს სცემს მაისურს , რომელსაც ატარებს და ყველანაირად შეეცდება მძიმე პერიოდში  , მაქსიმალურად დაეხმაროს იუვენტუსს , კრიზის დაძლევაში ” გაგრძელება »

ბლანი ახალ სტადიონზე საუბრობს

დღეს, რომში მდებარე საფეხბურთო ასოციაციის შტაბ-ბინაში სიტყვით იტალიელ სპეციალისტებთან ერთად ჟან კლოდ ბლანიც გამოვიდა. მთავარი თემა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იყო და ცხადია, ფრანგმა სპეციალისტმა “იუვენტუსის” ახალ სტადიონზე ისაუბრა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, “ბებერი ქალბატონის” ახალი არენა, სხვა გუნდებისათვის სამაგალითო იქნება: “ ახალ სტადიონს ფინანსების მოხვეჭის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ბიუჯეტის ზრდა კლუბის ინვესტიციების ზრდასაც გამოიწვევს. ახალი სტადიონი – ახალი სტარტის დასაწყისია. მისი როლი დიდი იქნება იტალიაში არსებულ ფინანსურ  fair-play -შიც. უეჭველია, რომ მისი დასრულების შემდეგ “იუვეს” კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება. ” -აცხადებს ბალნი. გაგრძელება »

ბლანი ნეიმარის საკითხზე საუბრობს

არავისთვის არის ახალი , რომ იუვენტუსი სერიოზულად არის დაინტერესებული ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ნეიმარით . ამ თემასთან დაკავშირებით , დაწვრილებითი ინფორმაციისთვის Sky Sport Italia – ს ჟურნალისტი , ბიანკონერის ერთ ერთ მთავარ ფიგურას , ჟან კლოდ ბლანს დაუკავშირდა : ” ნეიმარი ? იცით , უმჯობესი იქნება განვიხილოთ ის თემები , რომლებიც უკვე შესრულდა .  ჩვენ მოვასწრებთ მასსზე საუბარს   მომავალში , თუმცა ამ ეტაპზე ჯერ ჯერობით უადგილოა ზემოთხსენებული საკითხის განხილვა  ” . გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

დიდი მატჩის მოლოდინში

ისრაელთან დღეს გასამართი ევრო-2012-ის მატჩისთვის, აღთქმულ მიწაზე დროებით და მუდმივად მცხოვრები ქართველებიც ემზადებიან. როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა, “ბლუმფილდზე” 2000-მდე ქართველის მოსვლას ელოდებიან. ეროვნული ატრიბუტიკით მომარჯვებული ქართველები “ჯვაროსნების” მატჩისწინა ვარჯიშსაც დაესწრნენ და მცირე რეპეტიციაც გაიარეს.
დიდი აჟიოტაჟია გამოწვეული ეროვნული ნაკრებიდან ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ნახევარმცველის, გოგიტა გოგუას გათავისუფლების გამო. მოგეხსენებათ, იგი თემურ ქეცბაიამ თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ისრაელში გამომგზავრებამდე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაითხოვა ნაკრებიდან. მართალია, ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის ნაკრებიდან გაშვება (იმედია, დროებით) სასიამოვნო არაა, მაგრამ რადგან მთავარმა მწვრთნელმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ე.ი. მას ჰქონდა ამის საბაბი. სწორედ ისაა ეროვნული გუნდის დღემდე ნაჩვენები შედეგების ერთ-ერთი წინაპირობა, რომ თემურ ქეცბაიას საქმეში აღარავინ ერევა და იგი საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას ერთპიროვნულად (ბუნებრივია, სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან კონსულტაციების შემდეგ) და ცივი გონებით სარგებლობს. (გაგრძელება სრულიადში) გაგრძელება »

ატლეტიკოს ტიაგოს გამოსყიდვა არ სურს

ესპანური ატლეტიკოს ხელმძღვანელობა, არ აპირებს გამოისყიდოს პორტუგალიელი საყრდენი ნახევარმცველი, ტიაგო მენდეში, რომელიც გუნდში იჯარის სახით გამოდის. ასე რომ, 29 წლის ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდება და გუნდის ხელმძღვანელობას მოუწევს მისთვის ახალი გუნდის მოძებნა, რადგანაც არც ტურინულ გრანდს არ სურს მისი დატოვება. მისი კონტრაქტი ბებერ ქალბატონთან კი ერთ წელში იწურება. გაგრძელება »