კატეგორია: News



ვარჯიშის მიმოხილვა

დღეს გუნდმა კიევოსთან მატჩამდე მეორე ვარჯიში ჩაატარა, ეს დაპირისპირება ორშაბათს საღამოს შედგება.

გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ბიანკონერის ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება ბურთთან ვარჯიშს და ტაქტიქურ გადანაცვლებებს დაუთმეს. სამედიცინო შტაბიდან კარგი ამბავი მოვიდა, დღეს ფილიპე მელომ განცალკევებულად ივარჯიშა ( როგორც იცით მან გუშინწინ კანის ოპერაცია გაიკეთა.)

ხვალ, პარასკევს – 6 მაისს გუნდი დილის ვარჯიშებზე გადაერთვება, ხოლო შაბათს იუვენტინოები საღამოს ივარჯიშებენ. წრთვნა კვირას დასრულდება.

გაგრძელება »

დელ პიერო და ახალი კონტრაქტი ( ფოტომიმოხილვა )

სრულიადში იხილეთ თუ როგორ მოაწერა ალესანდრო დელ პიერომ კონტრაქტს ხელი. გაგრძელება »

Tuttosport : 99 % – ით ბეკი იუვენტინოა

აპენინური გამომცემლობა Tuttosport – ის ინფორმაციით , ანდრეას ბეკის ტრანსფერი ტურინის იუვენტუსში ფაქტიურად გადაწყვეტილი საკითხია . მიმდინარე ეტაპზე კლუბები დასკვნით ნაწილს აგვარებენ , რომელიც ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას ეხება . იტალიელები მზად არიან ჰოფენჰაიმს მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაუხადონ , როდესაც გერმანელები 8 – ს ითხოვენ . მიუხედავად ამისა , იმავე წყაროს მტკიცებით , მხარეები აუცილებლად მიაღწევენ შეთანხმებას .

გაგრძელება »

ბონუჩი: „არანაირი პროგნოზი“

დღევანდელ „იუვენტუსში“ თავმოყრილია არც თუ ისე ცოტა დედაქალაქელი და მისი შემოგარენის ფეხბურთელი. შესაძლებელია სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო პერიოდში „ბებერ ქალბატონს“ შედარებით უადვილდება რომაულ გუნდებთან სტუმრად თამაში. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ოთხი გასვლითი შეხვედრა სერია ა-ს გათამაშებაში „რომასთან“ და „ლაციოსთან“ საკმაოდ ბერვის მთქმელია. გაგრძელება »

კიელინი: „დელნერი კარგი მწვრთნელი და ადამიანია“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველს ჯორჯო კიელინის მიაჩნია, რომ მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მიმდინარე სეზონის ბოლოს ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
გაგრძელება »

აგენტი: „მომბეზრდა ბუფონის ტრანსფერზე საუბარი”

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი – სილვანო მარტინა კიდევ ერთხელ უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომელიც „იუვენტუსის“ გოლკიპერის „რომაში“ გადასვლას უკავშირდება.

გაგრძელება »

მოჯი : ” დელ ნერი იუვეში დარჩება ”

ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორის , ლუჩიანო მოჯის მოსაზრებით , ლუიჯი დელ ნერი მომავალშიც იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი იქნება : ” აუცილებელია ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალის გააზრება , იუვენტუსის სურვილია საკუთარ რიგებში ვალტერ მაცარის ხილვა , ან პირიქით მაცარის სურს საკუთარი თავის ტურინში ხილვა . ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ , მაცარი ნეაპოლიტანურ კლუბში დარჩება , რადგან ბებერი ქალბატონის ხელმძღვანელობა არ აპირებს დელ ნერის გუნდიდან გაშვებას ” .

გაგრძელება »

პორინი : ” პირლო თუ აკუილანი ? პირლო ! ”

Radio Sportiva – სთან საუბარში , ბიანკონერის ექს მცევლმა სერჟიო პორინიმ საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა , რომელიც რათქმაუნდა ტურინის იუვენტუსს შეეხო …

გაგრძელება »

ალე კონტრაქტს ხვალ გააფორმებს

ალესანდრო დელ პიეროსა და ტურინის “იუვენტუსს” შორის რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.როგორც დაგეგმილი იყო, ბებერი ქალბატონის სათაო ოფისში დღეს ჯუზეპე მაროტა ალესანდროს ძმას და ამავდროულად პირად აგენტს, სტეფანო დელ პიეროს შეხვდა და კონტრაქტის პირობებზე მოილაპარაკა.ხვალ, ბიანკონერების სპორტულ დირექტორს თავად კაპიტანი შეხვდება და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.

გაგრძელება »

გრიგერა ტრავმირებულია

ლაციოსთან მატჩის შემდეგ , გუნდი კვლავ დაუბრუნდა ვინოვოს საწვრთნელ ბაზას და მომზადება დაიწყო სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩისთვის . ამასთან ერთად სამედიცინო შტაბმა დღეისათვის არსებული სიტუაცია გააცნო საზოგადეობას . ერთ ერთ უკნასაკნელ წვრთნაზე , ტრავმა მიიღო ზდენეკ გრიგერამ რომელიც მწვანე მოედანს 15-20 დღით ჩამოშორდა . ლაციოსთან მატჩში კი ხელის თითი მოიტეხა ფაბიო გროსომ , რომელიც დღევანდელ ვარჯიშზე სპეციალური დამცავი ატრიბუტიკით მუშაობდა . ფელიპე მელო კი დღეს სპორტ დარბაზში იმყოფებოდა , რადგან კანზე უმნიშვნელო ოპერაცია გაიკეთა .

გაგრძელება »