კატეგორია: News



იუვენტუსი – უდინეზე ( წინასამატჩო )

22 ტური სერია ” ა ”

თარიღი : კვირა , 30 იანვარი – 23:45 თბილისის დროით

ადგილმდებარეობა : სტადიო ოლიმპიკო , ტურინი ( 27 944 ) გაგრძელება »

“უდინეზეს” განაცხადი

გვიდოლინიმ 21 ” შეგირდს ” უხმო… გაგრძელება »

” იუვენტუსი ” – ” უდინეზე ” ( განაცხადი )

ლუიჯი დელ ნერიმ, პრესკონფერენციაზე იმ 19 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომელებსაც უდინეზესთან მატჩში თამაშის საშუალება მიეცემა… გაგრძელება »

ანიელი და ელკანი მეგა ტრანსფერებს ზაფხულში გეგმავენ …

სპორტული გაზეთების გუშინდელი ნომრები , ანდრეა  ანიელზე და ჯონ ელკანის შეხვედრაზე საუბრობდნენ . ისინი განიხილავდნენ იუვეს მომავალს, ტრანსფერების კაპიტალდაბანდებას და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს, რომელიც ტურინულ გრანდს მომავალში ძალიან წაადგება. ელკანი 150 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს მოხმარდება, ამ თანხას დაემატება ახალი სტადიონიდან გამომუშავებული ფული ( ლაპარაკია 50- 60 მილიონ ევროზე ). როგორც ჩანს ძმები 210 მილიონ ევროს დახარჯვას გეგმავენ…

გაგრძელება »

აგენტი : ” ამაურიმ შესაძლოა დატოვოს იუვენტუსი ”

როგორც ჩანს , კარვალო ამაურის ტურინული კარიერა დასასრულს მიუახლოვდა . იანვრის თვე , ფეხბურთელისთვის კატასტროფული გამოდგა , მისი იმედი საბოლოოდ დაკარგა ხელმძღვანელობამ და თან გულშემატკივრებიც თანდათანობით წასვლისკენ მოუწოდებენ პალერმოს ექს ფორვარდს : ” უახლოეს საათებში , შესაძლოა ამაურის საფეხურთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს . მას სურს დარჩეს ტურინში და დაამტკიცოს , რომ შეუძლია წარმატების მოტანა კლუბისთვის , მაგრამ ამისთვის აუცილებელია მშვიდად მუშაობა , თუ ეს ყველაფერი მიუღწევადია იუვენტუსში  , მაშინ უმჯობესი იქნება თუ ატმოსფეროს გამოვიცვლით “ – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა . გაგრძელება »

ლეგროტალიემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

ნიკოლა ლეგროტალიე,რომელიც “იუვეში”,”კიევოდან” 2003 წელს გადმოვიდა,ახლოსაა დაამთავროს მოღვაწეობა “იუვეს” რიგებში.34 წლის იტალიელი ძალიან პოპულარულია,როგორც იტალიური ასევე უცხოურ კლუბებში.”ჩეზენას” პრეზიდენმა,იგორ კამპედელიმ დაადასტურა,თავისი სიმპატია ნიკოლას მიმართ Sky Sport 24-თან.”ჩეზენას” სურს ლეგროტალიეს ხილვა,თავის რიგებში,
მაგრამ თავად ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი.ასევე ნიკოლაზე პრეტენზიები
იტალიურ “ბარის” და შოტლანდიურ “სელტიკს” აქვს. გაგრძელება »

ანდრეა ანიელი : ” წონასწორობიდან გამოვდივარ როდესაც იუვე მარცხდება ”

” მშვენივრად გვესმის , რომ გადამწყვეტი მომენტი დადგა გუნდის წინაშე ” – დაიწყო საუბარი დღევანდელ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ : ” მინდა აქ გარკვეული კორექტივები შევიტანო , ბოლო პერიოდში ტურინული კლუბის ყოფილმა ფეხბურთელებმა და წარმომადგენლებმა საკმაოდ ნეგატიური კუთხით ისაუბრეს ბიანკონერიზე . ამ ეტაპზე ვიმყოფებით მეექვსე პოზიციაზე . ვცადეთ შეგვემცირებინა სახელფასო ხარჯები . იუვენტუსი ეს არის ” სუპერ მანქანა ” , რომელიც უმაღლესი ხარისხის ბენზინით იკვებება , ჩვენ კი ვცადეთ მისი დიზელზე გადაყვანა . ეხლა კი აუცილებელია , სიტუაცია გამოვასწოროთ . ლიპი და სპალეტი იუვეში ? კარგია , თუმცა ჯობია ფანტაზიებში არ გადავარდეთ . მე მჯერა მაროტასი და დელ ნერისი . ჩვენ კარგად გვახსოვს , თუ რა სიტუაციაში ჩავიბარეთ გუნდი . ფინანსები ? მისი მართვა საკმაოდ დელიკატური საკითხია , თუ გავითვალისწინებთ , რომ ვერ შევძელით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შარშან , ამან გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა . მიმდინარე სეზონში , ყველანაირად ვცდილობთ უარყოფითი ბალანსის აღმოფხვრას .მიუხედავად ამისა , ეს არ ცვლის პირვანდელ გეგმას , რომლის მიხედვითაც იუვენტუსი გამარჯვებების მანქანა უნდა გახდეს ” … გაგრძელება »

მაროტა : ” დელ ნერი ხელშეუხებელია ”

გთავაზობთ იუვეს გენერალური დირექტორის , ჯუზეპე მაროტას დღევანდელ პრესკონფერენციას , რომელიც ლუიჯი დელ ნერისთან და ანდრეა ანიელისთან ერთად გაიმართა ვინოვოს მედია ცენტრში : ” ჯამპოლო პაცინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს , თუმცა ის თანხა რასაც მის სანაცვლოდ ითხოვდნენ , ჩვენთვის მიუღებელი იყო ამ ეტაპისთვის . ნერიაძურიმ კი , საკმაოდ სწრაფად იმოქმედა და მსხვილი ინვესტიცია განახორციელა . მიმდინარე სეზოში იყო გარკვეული პრობლემები ეკონომიკური კუთხით , რადგან გასულ წელს იუვენტუსმა ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა , რამაც მნიშვნელოვნად არია კლუბის გეგმები , სატრანსფერო ბაზარზე . ამასთან ერთად გასათვალისწინებელია წამყვანი ფეხბურთელების დაშავება . გუნდს იანვრში არ შეუძლია განახორციელოს მეგა ტრანსფერები . კუალიარელა და აკუილანი ? კლუბი მზად არის გამოისყიდოს ორივე მოთამაშე , თუმცა კონკრეტულ ციფრზე მოლაპარაკებების გამართვა გახდება საჭირო “ . გაგრძელება »

“იუვეს” შესაძლო ცვლილებები ზაფხულში

“იუვენტუსის” ბოსი,ანდრეა ანიელი ფიქრობს,რომ რამოდენიმე ცვლილება გააკეთოს ზაფხულში.ეს ყველაფერი დაკავშირებულია
უკვე ჩავარდნილი წლევანდელი წლისა,რომელიც უფრო საშინელება იყო ვიდრე შარშანდელი. გაგრძელება »

“ჯენოას” ამაური მოუნდა

ყველამ კარგად ვიცით,რომ “იუვემ”  “ჯენოადან” ტონი გადმოიყვანა,ახლა კი პირიქით ხდება.”ჯენოას” ამაური უნდა. იტალიიდან მოსული ხმების თანახმად “ჯენოას” ბოსები აწარმოებენ მოლაპარაკებას “ბიანკონერებთან” ამაურის შესახებ.როგორც Sky Sport Italia ამტკიცებს,მოლაპარაკება დაწყებულია.ასევე არის საუბარი,რომ “ჯენოას” ამაურის იჯარით აყვანა სურს 2011 წლის ბოლომდე. გაგრძელება »