კატეგორია: News



დღე ისტორიიდან: 16 მარტი,2008 წელი

2008 წლის 16 მარტს, “იუვენტუსმა” დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგისაკენ. სტადიო “ოლიმპიკოზე” გუნდმა “ნაპოლი” დაამარცხა. გადამწყვეტი ბურთი, ვიჩენცო იაკინტამ გაიტანა თამაშის მიწურულს. გუნდმა 1:0 მოიგო.  მაგრამ ეს თამაში სხვა მხრივაც არის დასამახსოვრებელი. ეს თამაში ბოლო გახდა, ალესანდრო ბირნიდელისათვის. მან გუნდში 11 სეზონი დაჰყო და 305 თამაში ჩაატარა ბებერი ქალბატონის მაისურით. გაგრძელება »

დიდი უპირატესობა იუვენტუსს

როგორც ვიცით, Betclic -ი ტურინის იუვენტუსის სპონსორი 2010 წლის ზაფხულში გახდა. Betclic-ი იუვეს ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებს თითქმის ყველა თამაშში, ამჯერადაც მათ თავის ტრადიციას არ უღალატეს და ბიანკონერის დიდი უპირატესობა მიანიჭეს იმისდა მიუხედავად, რომ ბებერი ქალბატონი თავის ფორმას ძალიან ჩამორჩება. დღეს კი კოეფიციენტები ასე გადანაწილდა : იუვენტუსი 1.40   ფრე 3.60  ბრეშა 6.00 გაგრძელება »

ჩეზენა 2-2 იუვენტუსი ( ფეხბურთელების შეფასებები )

სრულიადში იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები …  გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

ძოფი: ” გუნდს სტაბილურობა აკლია”

ლეგენდალური იტალიელი მეკარე და მწვრთნელი, დინო ძოფი თვლის, რომ გუნდს სტაბილურობა აკლია.
” ბებერ ქალბატონს კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც სამეულში შესვლა შეუძლია. მაგრამ გუნდი ხშირად აგდებს სეზონს და რაც ყველაზე ცუდია, ყოველ წელს გუნდი ახალი მწვრთნელით იწყებს ჩემპიონატს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ “იუვენტუსს” სტაბილურობა აკლია. საჭირო მწვთნელმა, მინიმუმ ორი წელი უხელმძღვანელოს გუნდს. მაგრამ დღევანდელი ფეხბურთში, ყველა მოგებას მოითხოვს და თუ შეცდომას დაუშვებ, უმალვე გუნდიდან გიშვებენ, სამწუხაროდ ეს რეალობაა. “-განაცხადა ყოფილმა იუვენტინომ Football Italia-სთან ინტერვიუში. გაგრძელება »

აკუილანი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს

სავარაუდოდ იტალიელი ფეხბურთელი დაბრუნდება ნისლიან ალბიონზე, რადგანაც გუნდი არ აპირებს მასში 15 მილიონ ევროს გადახდას. 26 წლის ფეხბურთელი გუნდში 2010 წლის ზაფხულში მოვიდა იჯარის წესით, ხოლო მისი გამოსყიდვა ივნისში გახდება შესაძლებელი. როგორც Sky Sport Italia იუწყება, “იუვეს” ბოსები არ აპირებენ 15 მილიონის გადახდას. ტურინელები კი თავის მხრივს ფასის დაკლებაზე მუშაობენ. გაგრძელება »

ვენტურა : ” იუვემ ბონუჩის დრო უნდა მისცეს ”

Radio Sportiva – სთან საუბარში , ბარის ყოფილმა თავკაცმა , ჯამპიერო ვენტურამ , ყოფილ შეგირდზე – ლეონარდო ბონუჩიზე ისაუბრა : ” როდესაც ისეთი კლუბი , როგორიც იუვენტუსი ,  ყიდულობ ბონუჩის ტიპის ფეხბურთელებს , მაშინ აუცილებელია მათ გარკვეული დრო მისცე ადაპტირებისთვის . ის ბოლო მივიდა გუნდში და აუცილებლად უნდა გაერკვეს კლუბის მექანიზმში . მიუხედავად ყველაფრისა , ვიცი რომ კრიტიკა რომელიც მის მიმართ ხორციელდება , ლეო იღებს როგორც სტიმულს პროგრესირებისთვის . უშუალოდ კლუბის კრიზისზე კი ტრავმების საკმაოდ დიდი რაოდენობაც მოქმედებს , გამოსარჩევი რათქმაუნდა კუალიარელას დაშავებაა “ . გაგრძელება »

მაცარი : ” ჩემი კლუბის გარდა არაფერზე ვფიქრობ ”

ნაპოლის მთავარი მწვრთნელის , ვალტერ მაცარის განცხადებით , ის არ აქცევს არანაირ ყურადღებას ჭორებს , რომელიც მის გარშემო ტრიალებს ბოლო პერიოდში . შეგახსენებთ , რომ იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია , თითქოს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მაცარი დატოვებდა მის ამჟამინდელ თანამდებობას და სამუშაოს ტურინულ გრანდში გააგრძელებდა . თუმცა , როგორც ჩანს სამპდორიას ექს მწვრთნელი არ აპირებს ნეაპოლიტანური კლუბის დატოვებას : ” საკმაოდ გამოცდილი ვარ ამ სფეროში და არ ვაპირებ , რომელიმე ჭორისადმი ყურადღების გამახვილებას . რაც შეეხება კლუბებს , რომლებიც დაინტერესდნენ ჩემით , ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა , როგორც ჩანს საკუთარ საქმეს კარგად ვასრულებ , რაც დე ლაურენტისმაც დაადასტურა . ბოლო პერიოდში , ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და აუცილებელია ამ კურსის შენარჩუნება და პოციზიების კიდევ უფრო გამტკიცება . სხვა თემებზე კი საერთოდ არ ვფიქრობ , მე მხოლოდ ჩემი კლუბის მომავლით ვარ დაინტერესებული , აუცილებელია სეზონის კარგად დასრულება “ . გაგრძელება »

“იუვენტუსი” tuttosport -ს უპირისპირდება

“იუვენტუსში” შექმნილი მდგომარეობა თავისი სიმძიმით ბევრ ჩვენგანს გასულ სეზონს ახსენებს. ტურინში ისტორია მეორდება, გუნდი კი გამოსავლის ძებნის ნაცვლად ცდილობს ყურადღება გარეშე პრობლემებზე გადაიტანოს. “იუვენტუსი” tuttosport- ს უპირისპირდება… გაგრძელება »

დღე ისტორიიდან: 15 მარტი, 1981 წელი

ზუსტად 30 წლის წინ, 1981 წლის 15 მარტს, “იუვენტუსმა” გადადგა დიდი ნაბიჯი მეცხრამეტე სკუდეტოსაკენ. ტრაპატონის გუნდმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერბი მოიგო. თამაში სტადიო “კომუნალიზე” მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგე გუნდი კი ადგილობრივი “ტორინო” იყო. თამაში ბებერი ქალბატონის გამარჯვებით დამთავრდა, ანგარიშით 0:2.  გოლები ტაიმების ბოლოს ბრედიმ და კაბრინიმ გაიტანეს. გაგრძელება »