კატეგორია: News



ლუკა ტონის პრეზენტაცია ( ვიდეო მიმოხილვა )

გთავაზობთ ლუკა ტონის პრეზენტაციის ვიდეო მიმოხილვას…

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( ფორლანი )

წინახაზის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი ბებერი ქალბატონისთვის 31 წლის დიეგო ფორლანია.ბიანკონერებმა უკვე შეიძინეს ლუკა ტონი, მაგრამ ჯუზეპე მაროტას განცხადებით იტალიელი ფაბიო კვალიარელას შემცვლელი არ არის.La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაროტა ყველანაირად ეცდება ურუგვაელის შეძენას, რომლის ფასი 15 მილიონი ევროა.მეორე საკითხია ის, გადაიხდიან თუ არა ამ თანხას იტალიელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.ტრავმის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის დაბრუნება “ერკულესთან” მატჩში იგეგმება.

გაგრძელება »

ლიბერტაცი 19 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს

2011 წელმა ალბერტო ლიბერტაცის სასიამოვნო სიახლე მოუტანა.დანიელე დორატომ ახალგაზრდა ბიანკონერო იტალიის 19 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა, თურქეთის წინააღმდეგ მატჩზე, რომელიც ოთხშაბათს, 12 იანვარს გაიმართება.

გაგრძელება »

ინძაგი : “Forza Fabio”

ფილიპი ინძაგიმ რამოდენიმე თვის წინ იგივე ტრავმა მიიღო, რომლითაც ხუთშაბათს ფაბიო კვალიარელა დაიმტვრა.ფიპოს, ისევე როგორც ფაბიოს ჯვარედინი მყესები გაუწყდა და დაახლოებით მარტამდე ვერ უბრუნდება როსონერის შემადგენლობაში.იტალიელი ლეგენდა მისი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ტურინელთა ფორვარდს ამხნევებს : “ტრავმის შესახებ შევიტყვე, ეპიზოდი ვნახე და მივხვდი, რომ ფაბიომ მსგავსი ტრავმა მიიღო.ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და მინდა მაქსიმალურად გავამხნევო იგი.პირველი დღეები მისთვის უმძიმესი იქნება, მაგრამ ეს ფეხბურთია და ტრავმისგან არავინაა დაზღვეული.ნელ-ნელა თავს უკეთ იგრძნობ.Forza Fabio ! “

გაგრძელება »

კვალიარელა : “ძნელია შეწყვიტო მაშინ, როცა კარიერის პიკს აღწევ”

ფაბიო კვალიარელამ მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა : “ურთულესია თამაში იძულებით შეწყვიტო მაშინ, როცა კარიერისა და ფორმის პიკს აღწევ.”

იტალიელი ფეხბურთელი “პარმასთან” მატჩის დებიუტშივე დაიმტვრა და 6 თვე მოუწევს უქმედ ყოფნა.“იმედგაცრუებული და გაკვირვებული ვარ, ასეთ მომენტში იუვენტუსის დატოვებაზე არ ვფიქრობდი.საშინელებაა იყო კარგ ფორმაში და ასეთი ტრავმა ხელს გიშლიდეს, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია.თუმცა ცხოვრებაში ასეც ხდება და მჯერა, რომ შემიძლია კარგ ფორმას დავუბრუნდე.გაგრძელება »

შემდეგი მუტუა …

ფაბიო კუალიარელას , კიდევ ერთ სავარაუდო შემცვლელად ,  ადრიან მუტუ სახელდება , რომელსაც საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობა ამჟამინდელი კლუბის პრეზიდენტთან . საქმე სავარაუდოდ სასამართლომდე მივა . სწორედ ამიტომ ბეპე მაროტა ეცდება , მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ,  ხელში ჩაიგდოს რუმინელი ფორვარდი , რომელიც წლების წინ ასპარეზობდა ბიანკონერიში . ამ ტრანსფერის განხორციელებას ის გარემოებაც უწყობს ხელს , რომ ტურინელთა გენერალურ დირექტორს  და პანტელეო კორვინოს შორის ( იების სპორტული დირექტორი ) საკმაოდ კარგი ურთიერთობაა . tuttosport – ის ინფორმაციით , სწორედ მუტუ გახდება ტურინელთა მორიგი შენაძენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორები ( ნილმარი, პოლი )

“ლუკა ტონი ფაბიო კვალიარელას შემცვლელი არ არის” – ჯუზეპე მაროტას ამ სიტყვებს იტალიაში გავრცელებული ჭორებიც ადასტურებენ.გენუიდან უფასოდ შეძენილი ფორვარდით ბიანკონერები არ კმაყოფილდებიან და აპირებენ “ვილიარეალის” ბრაზილიელი წინახაზელი, ნილმარ ონორატო და სილვა შეიძინონ.ესპანელები 26 წლის ფეხბურთელში 11 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ბებერი ქალბატონის სპორტული დირექტორი ამ თანხის შემცირებას ყველანაირად შეეცდება.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს სავარაუდოდ დატოვებს მომო სისოკოც, რომლის იდეალურ შემცვლელად ლუიჯი დელ ნერის მისი ყოფილი შეგირდი, 21 წლის ანდრეა პოლი ესახება.ახალგაზრდა იტალიელის შეძენას მაროტა პარატიჩის დუეტი უახლოეს დღეებში შეეცდება.

გაგრძელება »

დელ პიერო : “კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლუკა”

“ეს იყო ძალიან ცუდი დღე, საშინელი თამაში და ფაბიო კვალიარელას სერიოზული ტრავმა.მე მასთან ახლოს ვიდექი და მომენტი კარგად დავინახე, ვგრძნობდი რომ არცთუ მარტივ დარტყმასთან ჰქონდა საქმე ფაბიოს, დღეს კი ყველაფერი გაირკვა.ეს თვით ფეხბურთელისთვის ურთულესი პერიოდი იქნება და მინდა მაქსიმალურად გავამხნებო, გამაგრდი ფაბიო !”

გაგრძელება »

ბუფონი : ” ტონიმ დახმარების ხელი გამოგვიწოდა ”

დღეს , ტურინული კლუბის ახალწვეული ლუკა ტონი , პარტნიორებს შეხვდა , ზოგ მათგანს ის დღევანდელ დღემდეც იცნობდა , მაგალითად ჯანლუიჯი ბუფონს – რომელთან ერთადაც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა 2006 წელს : ” ლუკას შესახებ ყველაფერს ,  საუბრობს მის მიერ განვლილი გზა საფეხბურთო სამყაროში  . მას კვლავინდებურად სურს მაღალ დონეზე ასპარეზობა და რაც მთავარია ტონიმ დახმარების ხელი გამოგვიწოდა , მაშინ როდესაც უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს “ . ჯიჯიმ ასევე საკუთარ დაბრუნებაზეც ისაუბრა : ” კიდევ ერთხელ ვიმეორებ , დავბრუნდები 13 იანვარს კატანიასთან სათასო შეხვედრაში . გუშინდელი მარცხი ? 18 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ , ეს იყო უბრალოდ წარუმატებელი დღე . იმედი მაქვს გუნდი უკვე ნაპოლისთან შეხვედრაში შესძლებს რეაბილიტირებას “ . გაგრძელება »

მაროტა : “ტონი კვალიარელას შემცვლელი არ არის”

ლუკა ტონის გაფომებისთანავე ჯუზეპე მაროტამ გუნდის ახალწვეულთან ერთად ვინოვოს მედია ცენტრში პრესკონფერენცია გამართა : “მადლობთ, რომ პრესკონფერენციაზე გვეწვიეთ.მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი ფორვარდი, ლუკა ტონი.იგი ჯენოადან გადმოვიდა უფასოდ, მოლაპარაკებები დაიწყო და დასრულდა დღესვე.მინდა განვაცხადო, რომ ლუკა ტონი ფაბიო კვალიარელას შემცვლელი არ არის, ამას იტალიური გაზეთები წერდნენ.იტალიელი იაკინტას ტრავმის გამო გავიფორმეთ.ლუკას დებიუტი უახლოეს კვირას, ნეაპოლში შედგება.” ( გაგრძელება სრულიადში )

გაგრძელება »