კატეგორია: News



ყვითელი და წითელი ბარათები

სრულიადში “იუვენტუსის” ყვითელი და წითელი ბარათები 2010-2011 წლების სეზონში… გაგრძელება »

დელ პიერომ ტრავმა მიიღო

როგორც Sky Sport 24 იუწყება, ალესანდრო დელ პიერომ ტრავმა მიიღო. გავრცელებული ხმების თანახმად, დელ პიერომ ადრე დატოვა ვინოვოს საწვრთნელო ბაზა, რადგანაც მარცხენა ბარძაყში ტკივილები იგრძნო. ჯერ ადრეა თქმა, ითამაშებს თუ არა კაპიტანი კვირას. ექიმები ახლო მომავალში გამოიტანენ დასკვნას. გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი (ამაური)

ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფ იტალიელი ფორვარდს, კარვალიო ამაურის, რომელიც ამჟამად “პარმაში” ასპარეზობს, შესაძლოა  კლუბის დატოვება მოუხდეს. “იუვენტუსში” დაბრუნებას კი ფაქტობრივად აზრი არ აქვს, რადგან იტალიელმა კლუბის იმედები ვერ გაამართლა. იტალიურ პრესაში წერენ, რომ “იუვეს” ფორვარდით ესპანური “ვილიარეალი” და იტალიური “მილანი” დაინტერესდნენ და ამაური სავარაუდოდ ამ კლუბებიდან ერთ-ერთში დაიწყებს 2011-2012 წლების სეზონს. გაგრძელება »

დიდი უპირატესობა “რომას”

როგორც ვიცით, ბებერი ქალბატონი  კვირას დედაქალაქელების წინააღმდეგ ითამაშებს. თამაში ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, რომში. Betclic-მა კი კოეფიციენტები ასე გაანაწილა.  რომა  1.90    ფრე 3.00   იუვენტუსი  3.50 გაგრძელება »

მაროტა : “რომასა და იუვეს შორის მატჩი სამაგალითო უნდა გახდეს”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორის, ჯუზეპე მაროტას განცხადებით, კვირას ბიანკონერებს რომში ძალიან დაძაბული მატჩი ელით.მილანში გამართულ სერია A – ს წარმომადგენელთა შეხვედრაზე, მაროტამ მოახლოვებულ მატჩზეც ისაუბრა : “მინდა, რომ იუვენტუსსა და რომას შორის მატჩი საფეხბურთო მაგალითი გახდეს.წამყვან ფეხბურთელებშიდა გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზში სჩანს.შედეგები ? – გუნდი ბევრს ვარჯიშობს, იუვენტუსი რეზულტატების გაუმჯობესებას მაქსიმალურად ცდილობს.” გაგრძელება »

პაოლო ენრიკეს იტალიური ოცნება

21 წლის ტალანტმა ბრაზილიიდან, პაოლო ენრიკემ (განსომ) განაცხადა, რომ იტალიაში თამაში სურს.  მის ბედს რამოდენიმე იტალიურ გრანდს უკავშირებენ , მათ შორის “იუვესაც”. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა ახლა ის მხოლოდ ბრაზილიაზე ფიქრობს. ” ვოცნებობ იტალიაში გადასვლაზე, ადრე თუ გვიან მე მაინც აპენინებზე აღმოვჩნდები. მ გადასვლაზე, ჩემი კარიერის დასაწყიშიც კი ვფიქრობდი. მაგრამ ახლა, მთავარი საზრუნავი “სანტოსია”,- განაცხადა Sky Sport 24- თან ინტერვიუში. ასევე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა “ნერაძურის” მთავარ მწვრთნელთან, ლეონარდოსთან:” მე არ მიმიღია მისგან სიაახლეები, გარკვეული დროის განმავლობაში. ლეონარდო ყოველთვის მეხმარებოდა, ის შესანიშნავი მწვრთნელია.”-დაამთავრა ბრაზილიელმა. გაგრძელება »

აგენტი : “რობერტოს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა უყვარს”

რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ “სიტიში” მუშაობით მისი ოცნებები რეალური ხდება, მაგრამ მენეჯერის პირადი აგენტი, ჯორჯო დე გიორგისი ტურინში გადაბარგებას არ გამორიცხავს.შეგახსენებთ, რომ პრესაში რობერტო მანჩინი ლუიჯი დელ ნერის შესაძლო შემცვლელებს შორის ერთ-ერთია.

“გასაკვირი არაფერია, რობერტო სიტიში ბედნიერია.ინგლისში მუშაობა მისი ოცნება იყო.იუვენტუსი ? – არავინ იცის, ფეხბურთში რა მოხდება, ამიტომ არასოდეს თქვა არასოდეს.ამჟამად, რობერტო სიტის ლიგაში მოხვედრისთვის იბრძვის, პრემიერ-ლიგის მოგება კი საკმაოდ რთული ამოცანაა.ის საკმაოდ ამბიციური მწვრთნელია და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან უყვარს, ასეთი მოთამაშეები დღეს იუვეში მრავლადაა.” გაგრძელება »

კიელინი შემოწმებას ხვალ გაივლის

დღეს დილით, კიელინი თავის თანაგუნდელებთან ერთად ვინოვოს ბაზაზე დაბრუნდა. ფეხბურთელი გუშინდელი თამაშიდან დროზე ადრე გამოვიდა მცირე ტრამვის გამო. ექიმები მას ხვალ შეამოწმებენ. გაგრძელება »

კუალიარელა:”არ ვფიქრობ, რომ სეზონი დასრულდა”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, ფაბიო კუალიარელა მომავალს ოპტიმისტურდა უყურებს: ” მე არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის სეზონი დასრულდა. მინდა სასურველი ფორმა ბოლო თამაშებისათვის დავიბრუნო.” ფეხბურთელმა უკვე მერამდენედ განაცხადა თამაშის სურვილი, მაგრამ ექიმები მას მომავალ სეზონისათვის ურჩევენ დაბრუნებას. ფაბიო დღის განმავლობაში ექვს საათიან თერაპიას გადის, რათა დროულად ჩადგეს ფორმაში. მკურნალი ექიმის თქმით, თუ ყველაფერი კარგად წავიდა მაშინ ის ბოლო კვირაში დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს. 2 მაისისთვის კი მისი განაცხადში შეყვანაც უკვე შესაძლებელი გახდება. ამჟამად ის ბურთთან ვარჯიშობს. გაგრძელება »

საქართველოს თაგუნამაც ვერ უშველა, იმედი კიდევ ცოცხლობს

თამაში ქართველებმა ოდნავ ნერვიულად დაიწყეს. მე-3 წუთზე, ლაშა სალუქვაძეს ბურთი თავზე აეჭრა და ბარდა რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო, ხიფათი დებიუტშივე არ აგვცდებოდა. მასპინძლები გამოკვეთილად დაწინაურებული ელიანივ ბარდას იმედად იყვნენ, რომელსაც აქეთ-იქიდან ახლანდელი და ყოფილი ჰაიფელები – რეფაელოვი და კაიალი ეხმარებოდნენ.
ქეცბაიას შემტევ არჩევანს რაც შეეხება, იგი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო – დაცვაში ყურადღებით თამაშს, შუაში პრესინგი და წინ სწრაფი მარცვალაძის იმედად ყოფნა უნდა შეხამებოდა.
დროთა განმავლობაში “ჯვაროსნები” დაწყნარდნენ და თამაში იმ რიტმში გადაიყვანეს, “საჩვენო” რომ ეთქმოდა. მასპინძელთა აქტიურობას უფრო მოჩვენებითს თუ უწოდებდი და ისიც აშკარა იყო, რომ სტუმრები შეცდომის დაშვებას გაურბოდნენ. ამიტომაც გახლდათ, პირველ ტაიმში “მალიორკასა” და ისრაელის ნაკრების კიპერს საქმე თითქმის არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ბუზაგლომ ზედიზედ ორჯერ შეძლო ავათის ქართველი კოლეგის “დასაქმება”. მარჯვნიდან მისი მიყოლებითი შეტევების შემდეგ ჩაწოდებული ბურთი ორჯერვე რევიშვილის იოლი ნადავლი გახდა. მე-17 წუთზე კი, ქართველ კიპერს პირველად მოუწია სერიოზულად თამაშში ჩართვა. სტანდარტული სიტუაციიდან ნათჰოს მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას, გერშონმა თავით თამაშში ხუბუტიას აჯობა და რევიშვილმა კითხურზე მოგერიება შეძლო.ქართველთაგან, კარისკენ პირველი დარტყმა მე-19 წუთზე მოხდა.(გაგრძელება სრულიადში) გაგრძელება »