კატეგორია: News



აგენტი : “ალბერტო იუვეში დარჩება”

ალბერტო აკვილანის აგენტის, ფრანკო ზავალას განცხადებით, იტალიელი ნახევარმცველი ბებერ ქალბატონში დარჩება.26 წლის მოთამაშე ბებერ ქალბატონში არენდის წესით ასპარეზობს “ლივერპულიდან”, მისი გამოსყიდვა კი ტურინელებს 16 მილიონი ევრო უჯდებათ : “ვფიქრობ, რომ 30 ივნისს პრობლემებეს არ წავაწყდებით, აკვილანი ტურინს არ დატოვებს.იუვენტუსი 30 ივნისამდე გაიფორმებს ალბერტოს, ინგლისელებთან დაწყებული მოლაპარაკებები ფაქტიურად გასულ წელს დასრულდა.რომში დაბრუნება ? – ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.”

გაგრძელება »

ბუფონი : “სეზონი რაც შეიძლება უკეთ უნდა დავასრულოთ”

მთელი ყურადღებით ჩემპიონატზე, ბრძოლა ბოლო ტურამდე.”ბრეშიასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჯიჯი ბუფონი ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება შეკრებაზე, სადაც ბებერ ქალბატონზე და ჩემპიონატის ფინიშზე საუბრობს : “დარჩა 8 მატჩი, უნდა ჩავატაროთ ისე, როგორც იუვენტუსს შეეფერება.იმედი მაქვს, სატურნირო მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლება.ჩემი მომავალი ? – ტრანსფერზე საუბარი არ მსურს, ახლა სულ სხვა მიზნები მაქვს.” …

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

ერთი დღე ისტორიიდან : 2009 წლის 21 მარტი

ზუსტად ორი წლის წინ, 2009 წლის 21 მარტს “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომამ” “იუვენტუსს” უმასპინძლა.ტურინული გრანდისთვის ეს მართლაც ტრიუმფალური გამარჯვება იყო, პოკერი ბებერი ქალბატონის შესრულებით.მატჩი შაბათს საღამოს გაიმართა, შავ-თეთრები მეორე ადგილისთვის განაგრძობდნენ ბრძოლას.

განსაკუთრებით საინტერესო შეხვედრის მეორე ნახევარი აღმოჩნდა.პირველ ტაიმში ანგარიში ვინჩენცო იაკინტამ გახსნა, მაგრამ ლორიამ წონასწორობა აღადგინა.ბიანკონერები არ დანებდნენ და რომაელების კარი კიდევ სამჯერ, იაკინტამ, მელბერგმა და ნედვედმა დალაშქრეს.

საოცრად ლამაზი აღმოჩნდა “ჩეხი ლეგენდის” გოლი.შესანიშნავი დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან.ეს პაველისთვის ბოლო გოლი აღმოჩნდა მშობლიური რომის კედლებში, იმ სტადიონზე, სადაც ნედვედმა “ლაციოსთან” ერთად მრავალი მატჩი ჩაატარა.

გაგრძელება »

ალესანდრო მატრი: “ამ გამარჯვებამ გააუმჯობესა ჩვენი მორალური მდგომარეობა”

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში ბრეშას წინააღმდეგ მატჩში ალესანდრო მატრის გოლი არ გაუტანია, თუმცა ის მოხარულია ისეთი ფეხბურთელის გვერდით თამაშით, როგორიც ალესანდრო დელ პიეროა: ” ალექსმა დაიმსახურა უდიდესი პატივისცემა იმისათვის, რაც მას წლების მანძილზე ამ გუნდისათვის გაუკეთებია და ჯერ კიდევ აგრძელებს გუნდისთვის სასარგებლოდ თამაშს. დღეს მან შესანიშნავი გოლი გაიტანა” . გაგრძელება »

პრანდელიმ ნაკრებში ექვსი იუვენტინო გამოიძახა

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ ევრო-2012 წლის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გაგრძელება »

ტიფოზები დელ ნერის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა საშინაო მატჩში მოიგო, “სტადიო ოლიმპიკოზე” დაძაბულობა მაინც იყო. ტიფოზები სექტორიდან curva sud მაინც ამჟღავნებდნენ თავიანთ დამოკიდებულობას დელ ნერის მიმართ. “წადი”, “მეტი პატივისცემა ჩვენდამი”, “რანიერი, ფერარა, ძაკერონი, დელ ნერი: დღეს და როგორც გუშინ, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა, არანაირი კონკურენტუნარობა”– ასეთი სიტყვებით იყო სიმღერები და ბანერები. საერთო ჯამში მძიმე სიტუაციაა ტურინში. უკვე ფეხბურთელების მიმართაც გააკეთეს ლოზუნგები.” თქვენ არ ხართ ამ მაისურს ღირსნი“. ამ ყველაფერს მხოლოდ: მოჯის, ნედვედის და ტრეზეგეს სახელები აკლდა. გაგრძელება »

აკუილანი:”საჭირო სამი ქულა”

“ჩვენ სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა, რადგანაც მიმე პერიოდს განვიცდით, რომლის მიზეზი არ მოიძებნა და ახსნა განმარტებას არ დაექვემდებარება. აწი გავაგრძელებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს. მომავალი თამაში დედაქალაქელების წინააღმდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ მე ავიდგი ფეხი დიდი ფეხბურთისაკენ. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი “იუვენტუსია” და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევეცდები საუკეთესო თამაში ვაჩვენო.” – განაცხადა იტალიელმა თამაშის შემდეგ. გაგრძელება »

იუვენტუსი 2:1 ბრეშია(ფოტო მიმოხილვა)

წარმოგიდგენთ დღევანდელი თამაშის ფოტო კოლაჟს… გაგრძელება »

ინგლისური პრესა ბერბატოვსა და “იუვენტუსს” შორის კავშირზე საუბრობს

როგორც ინგლისური პრესა იუწყება, ბერბატოვის შეძენეთი ბებერი ქალბატონი არის დაინტერესებული. პირველი ცნობარი ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, 19 მარტს გამოჩნდა. როგორც ბრიტანული გამომცემლობა The Sun იუწყება, ბერბატოვს გუნდში დისკომფორტი აქვს, რადგანაც ფერგიუსონი ჩიჩარიტოს უფრო წინ აყენებს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონს შეადგენს. უკვე დღეს კი გახდა ცნობილი, რომ ბერბატოვი ახალ კონტრაქტს ითხოვს, აქვეყნებს The News of the World, 30 წლის ბულგარელს გუნდთან კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება. გაგრძელება »