კატეგორია: News



დელ პიერო: ” ნაბიჯ-ნაბიჯ მთავარი მიზნისკენ… “

ოლიმპიურ სტადიონზე “ლაციოს” დამარცხებას განსაკუთრებული გემო აქვს, მით უმეტეს, როცა ამ გუნდებს შორის დაპირისპირებას სატურნირო ცხრილში შექმნილი მდგომარეობა ამძაფრებს. რომში მოპოვებულ გამარჯვებას დელ ნერის მიერ ნებადართული ერთდღიანი შესვენება მოჰყვა. “ბიანკონერებმა” ძალები აღიდგინეს და ახალი ენერგიით დამუხტულები ვარჯიშებსაც აგრძელებენ. მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა, ეს ალესანდრო დელ პიეროს ფორმულაა. ლეგენდარული კაპიტანი “მფრინავ ვირებთან” შეხვერის მოლოდინშია… გაგრძელება »

ჰაინცეს “იუვენტუსში” თამაში სურს

“მარსელის” 33 წლის მცველი გაბრიელ ჰაინცე იტალიაში თამაშის სურვილს გამოთქვამს და მინიშნებებს “იუვენტუსზე” აკეთებს: ” ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში საფრანგეთში დავრჩები. სანამ ბუცებს კედელზე დავკიდებდე, კიდევ მინდა სადმე რიგიანად ვითამაშო. “იუვენტუსი” დიდებული გუნდია, მის რიგებში იტალიის ჩემპიონატში თამაში შესანიშნავი იქნებოდა. “სერია ა” -ში გადაბარგებასთან ადრეც ორჯერ ვიყავი ახლოს, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა.” -აცხადებს ჰაინცე. გაგრძელება »

“ლაციო” 0-1 “იუვენტუსი” (ფეხბურთელების შეფასებები)

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

გაგრძელება »

4 ქულა – ერთი ოცნება

ურთულესი სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.მიმდინარე სეზონი ზოგიერთისთვის მორიგი იმედგაცრუება იყო, ზოგიერთისთვის აღმოჩენა, ზოგიერთისთვის უდიდესი წარმატება და ბევრისთვის მოულოდნელობა.2010/11 სეზონის მიწურულისთვის ერთადერთი, რაც აპენინებზე ამ მომენტისთვის გარკვეულია, სკუდეტოს მფლობელია, მილანელებს 1 ქულა აშორებთ საოცნებო ტიტულამდე.ჩემპიონთა ლიგაზე გარდა როსონერისა მეორე მილანური გრანდი, “ინტერი” და ნეაპოლური აღმოჩენა, “ნაპოლი” ითამაშებენ.მეოთხე ადგილისთვის ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას, “ლაციო”, “უდინეზე”, “რომა” და “იუვენტუსი”.

გაგრძელება »

მარკიზიოს მეოთხე პოზიციის დაკავების იმედი აქვს

როგორც ჩანს ტურინელთა ბანაკში ოპტიმისტური განწყობაა. კლაუდიო მარკიზიოს “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვების იმედი აქვს და ამისთვის სამივე დარჩენილი შეხვედრის მოგებასაც აპირებს: “ შეიძლება ბევრი ჩვენგანი არც კი ფიქრობდა, რომ “საჩემპიონთალიგო” რბოლას დავუბრუნდებოდით. დიახ, ასე მოხდა და თანაბარი ქულების ქონის შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებში ფავორიტებიც ჩვენ ვართ. ახლა მიზანი ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგებაა და რა მოხდება ამას დრო გვაჩვენებს. ” -“ლაციოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა სერხიო ფლოკარიზე თერთმეტმეტრინის არ დანიშვნის გამო არბიტრების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. მარკიზიო დედაქალაქელებს ეთანხმება: “ უნდა ვაღიარო, ფლოკარიზე პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ერთი თერთმეტმეტრიანი ჩვენც გვეკუთვნოდა, მსაჯი არც მაშინ იყო მართალი, ასე რომ, ყველაფერი სამართლიანადაა. ” -აცხადებს კლაუდიო. გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( კრანჩარი )

ბრიტანული გამომცელობა Daily Mirror თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესებულია “ტოტენჰემის” ხორვატი, ნახევარმცველით, ნიკო კრანჩარით. ხორვატს გუნდთან 2013 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, მაგრამ ფეხბურთელს აშკარაა წასვლა უნდა. მისით ასევე “ლაციო”, “რომა”, “ევერტონი” და “ფულემი” არიან დაინტერესებულნი. კრანჩარმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ასევე ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. გაგრძელება »

იუვენტუსი მწვრთნელის ძებნაში

ლუიჯი დელ ნერი თავის პირველ სეზონს ამთავრებს გუნდში. გუნდი, რომელიც ზაფხულში გაძლიერდა, მწვრთნელისაგან მხოლოდ ერთს მოითხოვდა, ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას. ახლა კი ჩემპიონთა ლიგა ძალიან შორს არის, ხოლო ევროპის ლიგაზე გასვლა კი ძალიან გაუჭირდება იუვეს. კრახის შემთხვევაში დელ ნერი აუცილებლად დატოვებს ტურინს. იმედი მანამ იყო, როცა “იუვენტუსი”  “კატანიას” ხვდებოდა, მაგრამ კლუბმა საჭირო ორი ქულა დაკარგა. ყველაფერი სეზონის ბოლო გადაწყდება. საიმედო წყაროს მიხედვიდ, ხელმძღვანელობამ  15 დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგანაც 11 მაისის შემდეგ მაროტა და კომპანია  საზაფხულო სტრატეგიას შეიმუშავებს .
ისეთი გუნდი როგორიცაა “იუვენტუსი” საჭიროა მწვრთნელი, რომელსაც გამარჯვებულის სისხლი უჩქეფს ვენებში. ამჟამად არის სამი კანდიდატურა, რომელიც შეიძლება დელ ნერის მაგივრად მოვიდეს გუნდში: დიდიე დეშამი “მარსელიდან”, ვილაშ ბოაში “პორტუდან” და ვალტერ მაცარი “ნაპოლიდან”. გაგრძელება »

დელ ნერი:”შეიძლება წავიდე”

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს შეიძლება დატოვოს ტურინი: “ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყველა მეკითხება ჩემს მომავალზე. ეს კითხვები ჩემს მიმართ კი არა, არამედ გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ უნდა დაისვას. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ჩემს მომავალზე, თუ ჩემი და “იუვეს” გზა გაიყო მე აუცილებლად დავტოვებ გუნდს. ახლა მხოლოდ დარჩენილ თამაშებზე ვარ გადართული. გუშინდელი გამარჯვება ჩვენთვის აუცილებელი იყო. ფეხბურთელები გულით თამაშობენ და მთლიანად იხარჯებიან მოედანზე. მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით.” გაგრძელება »

კაპიტანი “იუვეში” დარჩება, ხოლო აკვილანი ისევ გახსინლ თემად რჩება

ტურინის ” იუვენტუსის ” გენერალურმა დირექტორმა – ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ ბებერი ქალბატონი ალბერტოში 16 მილიონ ევროს არ გადაიხდის. : ” როგორც კონტრაქტში წერია, ჩვენ ყიდვა 15 მაისიდან უნდა დავიწყოთ ” – აცხადებს მაროტა Sky Sport Italia -თან საუბარში. : ” იმედი მაქვს ასეც მოხდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ალბერტო აკვილანიში არ გადავიხდით იმდენს, რამდენსაც ლივერპული ითხოვს.  ”

ბეპე ასევე დელ პიეროსაც შეეხო : ” ალე მოლაპარაკებებს ანიელისთან აწარმოებს და შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამიტომ თემა დაიხურა ”  გაგრძელება »

ლაციო – იუვენტუსი ( ვიდეომიმოხილვა)

გთავაზობთ ლაციო – იუვენტუსის ვიდეომიმოხილვას გაგრძელება »