კატეგორია: News



კიელინი : “განსაკუთრებულად მოტივირებულნი ვართ”

გათამაშების ლიდერი – სეზონის უმნიშვნელოვანეს პერიოდში.ტურინის “იუვენტუსისთვის” როსონერისთან მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამ გამარჯვებას შეუძლია ბიანკონერებს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი იმედი ჩაუსახოს.Sky Sport – თან ინტერვიუში ჯორჯო კიელინი საუბრობს : “წინა ორ შეხვედრასთან შედარებით, ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.ჩვენ ვეთამაშებით ლიდერს, სკუდეტოსთვის ბრძოლის კანდიდატს ინტერთან ერთად.რა თქმა უნდა, სხვა თამაშების მსგავსად მოტივირებულნი ვართ, მაგრამ ეს, საოცარი მატჩია.”

გაგრძელება »

“იუვენტუსი” – “მილანს” რიცოლი განსჯის

ტურინის “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის მატჩს ბოლონიელი არბიტრი, ნიკოლა რიცოლი განსჯის.ამ სეზონში, ბებერი ქალბატონის მონაწილეობით ეს რიცოლის მეორე შეხვედრა იქნება, პირველი – “რომას” წინააღმდეგ ტურინელებმა ფრედ, 1-1 ითამაშეს.საერთო ჯამში, სერია A – ში, B – ში და იტალიის თასზე შავ-თეთრებმა ბოლონიელის მსაჯობით 16 მატჩი ჩაატარეს.( დანარჩენი სრულიადში ) გაგრძელება »

დღევანდელი ვარჯიში

“მილანთან” მატჩამდე ორი დღით ადრე ლუიჯი დელ ნერის შეგირდები ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშებს განაგრძობენ.ტრეინინიგი ტაქტიკური დავალებების შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მწვრთნელმა ფეხბურთელები 9-9 – ზე ათამაშა.შეხვედრა მწვანე მაისურიანი ფეხბურთელების სასარგებლოდ დასრულდა, 3-2.გამარჯვებულთა რიგებიდან თავი ხორხე მარტინესმა, კლაუდიო მარკიზიომ და ალესანდრო მატრიმ გამოიჩინეს, დამარცხებულთაგან კი ზდენეკ გრიგერამ და ფელიპე მელომ.ვარჯიშს ჯუზეპე მაროტა და პაველ ნედვედი ესწრებოდნენ.(დანარჩენი სრულიადში)

გაგრძელება »

მელო : “უნდა გავიმარჯვოთ”

ბებერი ქალბატონის ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე მელო თანაგუნდელებს მაქსიმალური კონცენტრაციისა და “მილანის” წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებისკენ მოუწოდებს.ბიანკონერებმა 2011 წელი წარუმატებლად დაიწყეს, ბოლო ორ შეხვედრაში კი ერთნაირი ანგარიშით, 2-0 მარცხი განიცადეს.ტურინელებმა როსონერი პირველ წრეში დამაჯერებლად, სან სიროზე დაამარცხეს, იმ შეხვედრაში მელო ერთ-ერთი საუკეთესო იყო : “შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.მილანი ძლიერი გუნდია, ამიტომ მათთან ერთი არასწორი ქმედება ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს.უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს მათ წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში გავაკეთეთ, მაქსიმალური კონცენტრაცია და ბრძოლა მატჩზე.სამწუხაროდ, გულშემატკივრებს არ აქვთ საბაბი იყვნენ კმაყოფილნი, ორი მარცხი საშუალო დონის გუნდებთან – ტრაგედიაა.ტიფოზები ჩვენს გვერდით არიან და მათ სურთ – ვიყოთ საუკეთესონი.ლამაზი თამაშის დემონსტრირებით იუვენტუსმა ფანებისთვის უნდა მოიპოვოს გამარჯვება.”

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( კრკიჩი )

Goal.com – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ფორვარდით, ბოიან კრკიჩით დაინტერესდა.ბებერი ქალბატონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წინახაზის გაძლიერებას გეგმავს, ჯუზეპე მაროტასთვის კი 20 წლის ესპანელი მშვენიერი ვარიანტია.კრკიჩი ბარსელონას ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და მისი დებიუტი პრიმერაში 2007 წლის სექტემბერში შედგა, ესპანელმა უკვე ჩაატარა 100 მატჩი კატალონიელთა რიგებში, მაგრამ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერაფრით შეძლო.უცხოური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონა გაასხვისებს ფორვარდს და ამის წინააღმდეგი არც ფეხბურთელი იქნება.გარდა იუვენტუსისა, ესპანეთის U21 ნაკრების წევრით ლონდონის “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ რას წერენ პრესტიჟული იტალიური გაზეთების დღევანდელ გამოშვებებში… გაგრძელება »

სალიჰამიჯიჩი “ბოხუმს” მიაშურებს

ბებერი ქალბატონის ბოსნიელი ნახევარმცველი, ჰასან სალიჰამიჯიჩი სეზონის ბოლოს “ბოხუმს” მიაშურებს.ვეტერანი ნახევარმცველი ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, რის შემდეგაც ნებისმიერ კლუბს უფასოდ შეუერთდება.ბუნდესლიგური ბოხუმი კი მის გადაბირებასთან ყველაზე ახლოსაა.შეგახსენებთ, რომ სალიჰამიჯიჩი გერმანიაში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა, მან კარიერა სწორედ ჰამბურგში დაიწყო 1995 წელს, შედეგ 9 წელი ითამაშა მიუნხენის “ბავარიაში”, რის შემდეგაც ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია.უნივერსალმა შავ-თეთრი მაისური 69 – ჯერ მოირგო და მეტოქეების კარი 8-ჯერ დალაშქრა.

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( ბასტოსი )

როგორც ცნობილი გახდა, წინა კვირას ჯუზეპე მაროტამ წარმომადგენლები გაგზავნა საფრანგეთში კერძოდ კი ლიონში, რათა მოლაპარაკებები დაწყებულიყო “ლიონის” ბრაზილიელ ფეხბურთელზე, მიშელ ბასტოსზე. სავარაუდოდ ეს ტრანსფერი განცხორციელდება, რადგანაც ორივე მხარე თანახმა არის.ასევე ფეხბურთელს წარუდგენენ სასურველ კონტრაქტს. ჭორების თანახმად, ბებერ ქალბატონს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება. გაგრძელება »

“რუბინი” ბუფონში 20 მილიონს იხდის

ვერ გეტყვით რა იშოვა ყაზანის “რუბინმა”, მაგრამ ფაქტია, რომ ყაზანელთა ხელმძღვანელობამ რამოდენიმე დღის წინ მიმართა მადრიდის “რეალის” მესვეურებს ბრაზილიელი კაკას ტრანსფერის შესახებ. რუსები ბრაზილიელში 45 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ. გუშინდელი ინფორმაციით ყაზანელთა ახალი სამიზნე გახდა იტალიის ნაკრებისა და ტურინის ”იუვენტუსის” პირველი ნომერი, რუსები ამ უკანასკნელში 20 მილიონ ევროს იხდიან. გაგრძელება »

დელ ნერი : “მე არ დამიკარგავს ფეხბურთელებზე ნდობა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა, ბოლო ორი კვირის თამაშებზე, სადაც შეგახსენებთ,რომ გუნდმა ორივე თამაში წააგო, შესაბამისად ლეჩესთან და ბოლონიასთან.”მე ვრჩები “იუვენტუსში”.ამ დამარცხების გადატანა, ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, არ შემიძლია ვთქვა,რომ გუნდის ნდობა დავკარგე.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Football Italia-სთან საუბარში. გაგრძელება »