კატეგორია: რეტრო



იტალია რომ კუნძული იყოს (გაგრძელება)

ბორდოს “პარკ ლესკიური” ბურთის გორების ძველი ადგილია. დღეს რომ ჩილელებთან სათამაშოდ გამოდის იტალიის ნაკრები, ალბათ, ბევრს არ ფიქრობს მოედნის ხარისხზე, მაგრამ ინგლისელ ექსპერტთა შეტყობინებით, ფრანგულ სტადიონზე მოთამაშეთა უსაფრთხოების გარანტია და წესრიგის დაცვის საშუალება 70-იანი წლების ინგლისური სტადიონების სტანდარტს უტოლდება.

გაგრძელება »

იტალია რომ კუნძული იყოს

წინამდებარე სტატია დაწერილია 1998 წლის 11 ივნისს, ანუ სწორედ იმ დღეს, როცა იტალია იწყებდა თავის გამოსვლას საფრანგეთის მუნდიალზე. “სკუადრა აძურა”-ს ასპარეზობა უწევდა B ჯგუფში – ჩილეს, ავსტრიისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა კამპანიაში. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ნამდვილი „აძურინოებისთვის“ რა იწერებოდა ამ ჯგუფის და ზოგადად, იტალიის შესახებ მაშინდელ პრესაში.

გაგრძელება »

რობერტო ბაჯო: “ვითამაშე ისე, როგორც ეს ჩემს გულს უხაროდა”

“ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ერთზე ძალიან მწყდება გული – ვეღარასოდეს გავაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს. ყოველთვის მიკვირს იმ ფეხბურთელების, რომლებიც აცხადებენ, რომ თამაში მობეზრდათ და კარიერის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობენ. ასეთი არასოდეს დამმართნია და მხოლოდ მაშინ შევეშვი ბურთის გორებას, როდესაც მივხვდი, რომ აღარ შემეძლო. ფიზიკურ ფორმას რომ ხელი შეეწყო, დღესაც მოედანზე ვიქნებოდი და ფეხბურთს ვითამაშებდი, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებდი, თუ გადარჩენისთვის, ეს ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.

გაგრძელება »

ზინედინ არაბი (ათასერთღამურად)

და თქვა გოგია მესვეტემ: ქალაქ ბორდოსა ერთი ახალგაზრდა კაცი იყო და ბურთაობდა. კარგი მობურთავე იყო და პატივიც ფრიადი ჰქონდა. მთელი ბორდოს ქალაქის ბავშვები იმას დასდევდნენ. ამ ახალგაზრდა კაცს ზინედინ ზიჰდანი ერქვა და ქონებაც ფრიადი მოეგროვებინა.
გაგრძელება »